ისეთ დიდ კომპანიებში, მაგალითდ, როგორიც Google-ია, უჩვეულო არაფერია, როდესაც თანამშრომლებს ოფისში შინაური ცხოველებიც მიჰყავთ. თუმცა, შედარებით მცირე კომპანიებში ეს ნამდვილად არ არის ხშირი მოვლენა.

როცა ერთ-ერთი ჰოლანდიური კომპანიის თანამშრომელი, მერთი კუსე სამსახურში მიდის, იქ ყოველთვის ხვდება არსება, რომელიც დილაობით სიამოვნებით ეგებება — დიახ, სემი ოფისის კატაა, რომელიც მაგიდაზე ზის და მოთმინებით ელის, თუ როდის დაბრუნდებიან ადამიანები და გემრიელ საუზმეს აჭმევენ.

წლების წინ სემი სტუდენტურ სახლში ცხოვრობდა. თუმცა, სტუდენტები წავიდნენ და ცხოველს ახალი ოჯახი დასჭირდა. კატა კუსეს ერთ-ერთ თანამშრომელს უნდა წაეყვანა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მისი პარტნიორი ამის წინააღმდეგი იყო და საბოლოოდ სემი მერთის ოფისში დააბინავეს.

სემი ოფისში ყველას უყვარს

მართალია ცხოველის ოფისში ყოლა არც თუ გავრცელებული პრაქტიკაა, თუმცა, ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ცხოველებს ჩვენს განწყობაზე დადებითი გავლენის მოხდენა არამხოლოდ სახლში, არამედ სამუშაო გარემოშიც შეუძლიათ — რამდენიმე წლის წინ ვირჯინიის უნივერსიტეტის კვლევამაც აჩვენა, რომ ცხოველების სიახლოვეს ადამიანები გაცილებით ნაკლებ სტრესს განიცდიდნენ.

მეორე კვლევის ჩასატარებლად კი ერთ-ერთ ქარხანაში მომუშავე მუშების ნერწყვის ნიმუშები აიღეს და აღმოაჩინეს, რომ იმ თანამშრომლების ნერწყვში ვინც ძაღლთან ერთად დიდ დროს ატარებდა, სტრესის ნაკლები ჰორმონი იყო.

"ცხოველები აშკარად უკეთეს სამუშაო გარემოს ქმნიან. მათთან ურთიერთობისას არა მხოლოდ კორდისოლის (სტრესის ჰორმონის) კლება, არამედ ოქსიტოცინის (ბედნიერების ჰორმონის) მატება შეინიშნება", — ამბობს მარია ენდერსი, რომელიც ადამიანებსა და ცხოველებს შორის არსებული ურთიერთობების თავისებურებებს შეისწავლის.

იუპის თანამშრომლების გამხიარულება და შესაბამისად, მათი პროდუქტიულობის გაზრდა შეუძლია

ფსიქოლოგი ლოტე სპიკერმანი აღნიშნავს, რომ ძაღლებსა და კატებს ადამიანებზე განსაკუთრებული გავლენის მოხდენა შეუძლიათ. ისინი ზრდიან ჩვენს პროდუქტიულობას, რადგან მათ მარტივად გამოსდით ჩვენთან კონტაქტის დამყარება, გამხიარულება და ჩვენი სტრესის გაქრობა.

"ძაღლებს ყურადღება სჭირდებათ, ისინი აუცილებლად შეგახსენებენ, რომ შესვენებისა და მათთან თამაშის, ან სეირნობის დროა", — ამბობს ლოტე.

თქვენგან გაცილებით ნაკლებ დროსა და ენერგიას მოითხოვენ აკვარიუმის თევზები, რომელთა ყურებაც დღის ნებისმიერ მონაკვეთში საოცარ სიმშვიდეს მოგგვრით

ფოტო: Tomohiro Ohsumi/Getty

აკვარიუმის თევზები, ძაღლი, კატა, ზაზუნა, თუთიყუში — რომელი ცხოველიც არ უნდა იყოლიოთ ოფისში, გახსოვდეთ, რომ თითოეული მათგანი ნამდვილი ყინულ-მჭრელია, რადგან სრულიად უცნობ თანამშრომლებსაც კი სწრაფად გაცნობასა და დამეგობრებაში ეხმარებიან.

ფოტო: Glassdoor

რა გასაკვირია?! როცა სასიამოვნო ადამიანს ხვდებით, ვცდილობთ უკეთ გავიცნოთ და დავუმეგობრდეთ. მით უმეტეს, მარტივია ურთიერთობის დაწყება მაშინ, როცა ადამიანებთან ცხოველების სიყვარული გვაერთიანებს. თანაც, ხომ გაგიგიათ, ხშირად ამბობენ "თუ ცხოველები უყვარს, ესე იგი, კარგი ადამიანიაო".