პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პანკისის ხეობაში ჰესის მოწინააღმდეგე ადგილობრივებსა და პოლიციას შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა და თქვა, რომ მიუღებელია, პოლიციელებზე ძალადობრივი ქმედება იქ, სადაც ოკუპირებული ტერიტორიებია და რომლის საზღვრების დაცვა სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა. პრეზიდენტი მიესალმება, რომ შს მინისტრის მეშვეობით ადგილზე ვითარება დამშვიდდა.

პრეზიდენტმა შეაფასა პროტესტის საფუძველიც და თქვა, რომ ეკონომიკურ წინსვლასთან ერთად, აუცილებელია ჰესის მშენებლობის გადაწყვეტილებას რიგი საკითხებიც ამყარებდეს:

"აუცილებელია, ჰესის მშენებლობის გადაწყვეტილებას ამყარებდეს ჰესის გეოლოგიური კვლევა, საფრთხეების კომპლექსური შეფასება და საზოგადოების სრული ჩართულობა. ვიმედოვნებ, მომავალში ამ კრიტერიუმებით ვიმოქმედებთ".