10 რჩევა, როგორ ვასწავლოთ ბავშვებს სმარტფონების სასარგებლოდ გამოყენება
ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად ვითარდებიან ბავშვებიც, რომლებიც გაჯეტებს ბევრ უფროსზე ხშირად და გაცილებით მოხერხებულად იყენებენ. პატარები უყურებენ საბავშვო ფილმებს, თამაშობენ თამაშებს და კითხულობენ სხვადასხვა ინფორმაციას.
მშობლების ნაწილი წუხს, რომ მათი შვილები აღარ გადიან ეზოში სათამაშოდ და ნაკლებად ეკონტაქტებიან თანატოლებს, ამ ყველაფრის მიზეზად კი იმ ჭკვიან მოწყობილობებს ასახელებენ, რომლებიც შვილებს საკუთარი ხელით უყიდეს და ასევე ჩნდება სავსებით ლეგიტიმური კითხვაც — საერთოდ, შესაძლებელია, რომ გაჯეტი ბავშვის განვითარების ერთ-ერთ მთავარ ბარიერად განვიხილოთ?!
ამ შეშფოთების გასაქარწყლებლად და რეალური საფრთხეების მინიმუმამდე დასაყვანად, გადავწყვიტეთ, რომ მშობლებისთვის 10 რჩევა მიგვეცა, თუ როგორ ვასწავლოთ ბავშვებს სმარტფონების სასარგებლოდ გამოყენება.
1. წავახალისოთ
მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის ცხოვრებაში სმარტფონი არა უმიზეზოდ, არამედ სწავლაში, ან თუნდაც სპორტში მიღწეული წარმატების შემდეგ გაჩნდეს, როგორც დამსახურებული ჯილდო. მისი გამოყენების უფლებაც, რამდენიმე საათით სწავლის ან წახალისების მიზნით მივცეთ.
2. ვასწავლოთ, როგორ მოძებნონ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები
როდესაც სმარტფონი გაქვს, ეს ნიშნავს, რომ გაქვს ინტერნეტთან, ანუ უამრავ საინტერესო ინფორმაციასთან წვდომა. ამ შესაძლებლობის სწორად გამოყენების შემთხვევაში კი უამრავ კითხვაზე პასუხი გარანტირებულია.
გახადეთ უფრო შემეცნებითი და სასარგებლო პროცესი სმარტფონის გამოყენება თქვენი შვილებისათვის და ასწავლეთ მათ, თუ, როგორ უნდა მოძებნონ საინტერესო კითხვებზე, საინტერესო პასუხები.
3. ვურჩიოთ, რომ საბავშვო ფილმებს უცხო ენაზე უყურონ
მაშინ, როცა ბავშვს ტელეფონის გამოყენების უფლებას მივცემთ, ვურჩიოთ, რომ საბავშვო ფილმებს უცხო ენაზე, მაგალითად ინგლისურად უყურონ და ვინ იცის, იქნებ გართობის პარალელურად, რამდენიმე ახალი უცხო სიტყვაც ისწავლონ.
4. ვთხოვოთ, რომ დახატონ
ნერვიულობთ, რომ თქვენი შვილი სმარტფონს მხოლოდ სათამაშოდ იყენებს?! მაშინ, სთხოვეთ მას, რომ დედა და მამა, ან ის სათამაშო მოედანი დახატოს, სადაც საღამოობით ასეირნებთ ხოლმე.
წახალისების მიზნით, მისი საუკეთესო ნამუშევრები ამოაპრინტერეთ და ოთახში, თვალსაჩინო ადგილას გამოფინეთ.
5. დავეხმაროთ გეგმების ჩანიშვნაში
მნიშვნელოვანია, თქვენმა შვილმა იცოდეს, რომ სმარტფონის გამოყენება მხოლოდ გართობას არ უკავშირდება. დაეხმარეთ მას მომავალი დღის, კვირის ან სულაც თვის გეგმების ტელეფონში ჩანიშვნაში. ეს ხომ საუკეთესო გზა იქნება, რომ ის დისციპლინასა და ორგანიზებულობას შეეჩვიოს.
6. ციფრულ რუკაზე სხვადასხვა ქვეყნის ადგილმდებარეობა მოვაძებნინოთ
კიდევ ერთი აქტივობა, რომელსაც გართობის ფორმა შეგიძლიათ მისცეთ, თუმცა, სულაც არ უკავშირდება მხოლოდ გართობას, სმარტფონში ჩატვირთულ ციფრულ რუკაზე ქვეყნების ადგილმდებარეობის შესწავლაა. მარტივია, უბრალოდ სთხოვეთ თქვენს შვილს, რომ რუკაზე სხვადასხვა კონტინენტი, ქვეყანა, ან ოკეანე გიჩვენოთ.
7. ვასწავლოთ, როგორ მოუფრთხილდეს ტექნიკას
როდესაც თქვენს შვილს ჯილდოს სახით გაჯეტს გადასცემთ, დარწმუნდით, რომ ის სწორად აფასებს ამ საკმაოდ ძვირადღირებული ნივთის ფასს და აფასებს იმასაც, რომ თქვენი გამომუშავებული ფულით, ასეთ მაგარ საჩუქარს უკეთებთ და მასზე ზრუნავთ. ეს ნივთი თუ ტელეფონია, აუცილებლად უყიდეთ ეკრანის დამცავი და ჩასადები, ეს საუკეთესო მინიშნება იქნება, რომ ტელეფონს გაფრთხილება სჭირდება.
8. ვასწავლოთ, როგორ უნდა დარეკოს სასწრაფოში
კიდევ ერთი სიკეთე, რომელიც სმარტფონმა თქვენს შვილს შეიძლება მოუტანოს, არის მეტი უსაფრთხოება. აუცილებლად ასწავლეთ თქვენს შვილს, თუ როგორ უნდა დარეკოს საჭიროების შემთხვევაში სასწრაფოში, პოლიციაში, ან თქვენი ნდობით აღჭურვილ, თქვენივე მეგობართან.
9. ჩაუტვირთეთ აპლიკაცია, რომელიც მის ნაბიჯებს დაითვლის
თქვენი შვილის ტელეფონში თუ ნაბიჯების მთვლელს ჩატვირთავთ, მისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესთან შეჩვევის გარდა, წინა დღის დაგროვილი ნაბიჯების გაორმაგება ერთგვარ გამოწვევადაც კი იქცევა.
10. დავეხმაროთ ლამაზი კადრების გადაღებაში
დღესდღეობით თითქმის არ არსებობს ტელეფონი, რომელსაც საკმაოდ ხარისხიანი კამერა არ აქვს, რომელითაც არაჩვეულებრივი პორტრეტების, პეიზაჟებისა და პანორამების გადაღებაა შესაძლებელი.
დაეხმარეთ თქვენს შვილს ლამაზი კადრების გადაღებაში, ვინ იცის, იქნებ ეს მისი ჰობიც კი გახდეს და მომავალში პროფესიონალური ფოტოგრაფიით დაინტერესდეს.
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები