რა უნდა ვიცოდეთ პოსტნატალური დეპრესიის პირველი წამლის შესახებ
ბრექსანოლონი აქამდე უგულებელყოფილი სამედიცინო საჭიროებისათვის შეიქმნა. თუმცა, პრეპარატი $34 000 ეღირება და მისი გამოყენება გარკვეულ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული.
მსოფლიოში დაახლოებით ყოველ მეშვიდე დედას პოსტნატალური დეპრესიის შავ ღრუბელთან გამკლავება უწევს. პოსტნატალური ანუ მშობიარობის შემდგომი დეპრესია ბეიბი ბლუზზე - პოსტნატალურ პერიოდში დედის ხასიათის არასტაბილურობაზე - გაცილებით მწვავე და რთულად სამკურნალო მდგომარეობაა, ვინაიდან ის დედებში შვილსა და საკუთარ თავზე ზრუნვის უნარის დაქვეითებით ხასიათდება. დედები, რომელთაც მშობიარობის შემდგომი დეპრესია აქვთ გამოცდილი, ამ დაავადებას აღწერენ, როგორც მაპარალიზებელ, სულისშემკვრელ სევდას. ეს პრობლემა ჩვენთანაც რომ აქტუალურია და მეტ ყურადღებას საჭიროებს, ქართველი დედების მიერ მოთხრობილი ისტორიებიდანაც ჩანს.
სპეციალურად ახალბედა დედებზე მორგებული ანტიდეპრესანტი დღემდე არ მოიძებნებოდა და ქალებს ხშირად ზოგადი დანიშნულების პრეპარატებით მკურნალობა უწევდათ. ასეთი მიდგომა შედეგს ყოველთვის არ იძლევა და უცნობია, არის თუ არა ის დედებისათვის უსაფრთხო.
2019 წლის მარტში სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) მშობიარობის შემდგომი დეპრესიის პირველი წამალი - ბრექსანოლონი დაამტკიცა. პრეპარატს ბიოფარმაცევტული კომპანია Sage Therapeutics გაყიდის. სპეციალურად მშობიარობის შემდგომი დეპრესიის მქონე დედებისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალება ხელმისაწვდომი, სავარაუდოდ, ივნისიდან გახდება. მედიკამენტით მკურნალობა შიდავენური გადასხმით ხორციელდება და ის სხვა ანტიდეპრესანტებზე გაცილებით სწრაფად მოქმედებს; მისი შედეგი სამ დღეში ვლინდება, განსხვავებით სხვა პრეპარატებისგან, რომელთა ეფექტი სამ კვირაში ხდება შესამჩნევი. კლინიკურ გამოკვლევებში მონაწილე ქალთა შეფასებით, გადასხმის შემდეგ მათი ხასიათი დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში იყო გაუმჯობესებული.
"პოსტნატალური დეპრესია სერიოზული დაავადებაა, რომელიც გამწვავების შემთხვევაში სიცოცხლისათვის საშიშიც შეიძლება გახდეს. მაგალითად, შესაძლოა, დედას საკუთარი თავის ან ბავშვის დაზიანების სურვილი გაუჩნდეს. ამ პრეპარატის დამტკიცებამ მკურნალობის მნიშვნელოვანი ახალი გზა მოგვცა", - განაცხადა FDA-ს წამლების შეფასებისა და კვლევის ცენტრის ფსიქიატრიული პროდუქტების განყოფილების მოქმედმა დირექტორმა, ტიფანი ფარკიონმა.
ბრექსანოლონით მკურნალობა ქალებისაგან დიდ დროსა და თანხას მოითხოვს. აღსანიშნავია, რომ პრეპარატის ფასი, სავარაუდოდ, არ იქნება ხელმისაწვდომი იმ დედებისათვის, რომელთაც ის ყველაზე მეტად სჭირდებათ.
Sage Therapeutics-ის თანახმად, წამლის ფასი დაზღვევის გარეშე თითოეული პაციენტისთვის $34 000 იქნება. თუ პაციენტი მოახერხებს საფასურის გადახდას, ან მისი სადაზღვევო კომპანია გადაწყვეტს ღირებულების ანაზღაურებას, მას ბრექსანოლონით მკურნალობის უფლების მქონე კლინიკაში მოუწევს დაწოლა, სადაც გადასხმა 60 საათის განმავლობაში, სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ ჩაუტარდება. ბრექსანოლონს ისეთი უკუჩვენებებიც აქვს, როგორიცაა გონების დაკარგვა. ამიტომ მკურნალობისას პაციენტს აუცილებელია, ვინმე ახლდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ დედა გადაწვეტს, პროცედურისას ახალშობილი თან ჰყავდეს.
ყველაფრის მიუხედავად, ამ სიახლეს ბევრი ახალბედა დედის ცხოვრების გაუმჯობესება შეუძლია. "პოსტნატალური დეპრესიის მქონე ქალების უმრავლესობა ხშირად სიკვდილზე ფიქრობს და საწოლიდან წამოდგომაც კი უჭირს. მათთვის ბრექსანოლონი, შესაძლოა, უებარი წამალი გამოდგეს", - აცხადებს ლუსი პარიარი, რეპროდუქციული ფსიქიატრიის ცენტრის სამედიცინო დირექტორი, რომელიც წამლის კლინიკურ გამოკვლევებში პირადად არ ყოფილა ჩართული.
დეტალურად მივყვეთ, რა ვიცით ამ ეტაპზე ბრექსანოლონის შესახებ და რატომ გამოიწვია ბაზარზე მისმა გამოჩენამ ურთიერთსაწინააღმდეგო რეაქციები.
პოსტნატალური დეპრესია ფართოდაა გავრცელებული, თუმცა მასზე საუბარს ხშირად თავს არიდებენ
პოსტნატალური დეპრესია მშობიარობის შემდგომ შესაძლო გართულებათა შორის ყველაზე გავრცელებულ კონდიციად ითვლება. ის ახალბედა დედების 15 პროცენტს აღენიშნება და, ჩვეულებრივ, მშობიარობისთანავე ან ერთი წლის განმავლობაში იჩენს თავს. მიუხედავად იმისა, რომ აშლილობა ყველა ქალში ინდივიდუალურად გამოიხატება, მენტალური ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტი (NIMH) დაავადების ზოგად სიმპტომებს შემდეგნაირად აღწერს: სევდა და უიმედობა, უმიზეზოდ ტირილი, შფოთვა, არასაკმარისი ან გადაჭარბებული ძილი და მადის ცვლილებები.
ხშირად ის დედები, რომლებიც ჩამოთვლილ სიმპტომებს განიცდიან, პრობლემის სტიგმატიზაციით გამოწვეული სირცხვილის გამო საკუთარ მდგომარეობას მალავენ. ამას ერთვის ის ფაქტიც, რომ მენტალური პრობლემების მკურნალობა ხშირად არახელმისაწვდომი ფუფუნებაა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ პოსტნატალური დეპრესიის მქონე ქალების მკურნალობის შემთხვევათა მაჩვენებელი აბსურდულად დაბალია, კერძოდ კი, 15 პროცენტზე ნაკლებს შეადგენს.
ქალებისათვის, რომლებიც დეპრესიას ფეხმძიმობისას ან მშობიარობის მერე განიცდიან, დღემდე არ არსებობს ამ მდგომარეობაზე მორგებული მკურნალობის ფორმა. მათ, როგორც წესი, ფსიქოლოგიური კონსულტაცია და ზოგადი დანიშნულების ანტიდეპრესანტები ენიშნებათ. თუმცა, დეპრესიის მქონე პაციენტებზე გათვლილი წამლები ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს. პაციენტმა დედებმა და ექიმებმა დანამდვილებით არ იციან, რამდენად ეფექტიანი და უსაფრთხოა მათი მიღება, რადგან ანტიდეპრესანტებს არ ჩატარებიათ სპეციალური კვლევა, რომელშიც ფეხმძიმე და მეძუძურ ქალებს დააკვირდებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ პოსტნატალური დეპრესიის ანტიდეპრესანტეპით მკურნალობა შედეგს ან - ძალიან გვიან, ან კი საერთოდ არ იძლევა.
უფრო მეტიც, იმის მიუხედავად, რომ პოსტნატალური დეპრესია საოცრად გავრცელებული მდგომარეობაა, მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზი ექიმებისათვის დღემდე უცნობია. მათი ყველაზე სარწმუნო ვერსიის თანახმად, მშობიარობის თანმდევი ჰორმონული პროცესი - ესტროგენისა და პროგესტერონის დონის დაცემა - აისახება თავის ტვინში მიმდინარე ქიმიურ რეაქციებზე, რამაც ზოგიერთ ქალში ხასიათის გაუარესება შეიძლება გამოიწვიოს.
"ქალების გარკვეული ნაწილის თავის ტვინი მგრძნობიარეა იმ ჰორმონული ცვლილებებისადმი, რომლებსაც მშობიარობის შემდგომ ყველა დედა განიცდის. ამის მიზეზი კი ჯერ კიდევ უცნობია", - ამბობს პარიარი.
როგორ მუშაობს პრეპარატი
ბრექსანოლონის შემქმნელებმა გადაწყვიტეს, პოსტნატალური დეპრესიის თანმდევი ის ჰორმონული მექანიზმი გაეხადათ წამლის სამიზნე, რომელიც ზემოთ აღვწერეთ. სწორედ ეს გამოარჩევს მას ყველა სხვა მედიკამენტისგან.
"ბრექსანოლონი ორგანიზმში მომხდარ კონკრეტულად იმ ცვლილებას უტევს, რომელსაც ბევრი პოსტნატალური დეპრესიის გამომწვევად მიიჩნევს. პრეპარატი იმ ჰორმონულ კომპონენტს აღადგენს, რომელიც ამ დაავადების მქონე ქალებში სათანადოდ არ მუშაობს", - განაცხადა ლუსი პარიარმა. ზუსტად ეს განასხვავებს ბრექსანოლონს სხვა ანტიდეპრესანტებისაგან, რომელთა სამიზნე სეროტონინი და ნორეპინეფრინია.
ბრექსანოლონი მრავალი კლინიკური კვლევისას გამოცადეს პოსტნატალური დეპრესიის საშუალო და მძიმე ფორმების მქონე ქალებზე. აღმოჩნდა, რომ ეფექტის მისაღწევად პრეპარატს არა - კვირები, არამედ დღეები სჭირდება.
ერთ-ერთი ცდა მწვავე პოსტნატალური დეპრესიის მქონე ოცდაერთ ქალზე ჩატარდა. მათ ნაწილს ბრექსანოლონს აძლევდნენ, ნაწილს კი - პლაცებოს. ორივე ჯგუფიდან თითოეული ქალი თავის სიმპტომებს დეპრესიის დონის დამდგენი ჰამილტონის სკალის, HAM-D-ის მიხედვით აფასებდა. HAM-D კლინიკური გამოკვლევებისათვის შეფასების ოქროს სტანდარტია. შეფასების გასაკეთებლად პაციენტებს დეპრესიის ისეთი სიმპტომების შესახებ უსვამენ კითხვებს, როგორიცაა უძილობა, გაღიზიანება და სუიციდური აზრები. სკალაზე ოცდაორზე მაღალი ქულის მიღება ძალიან მძიმე დეპრესიის მანიშნებელია. ჯგუფში, რომლის წევრებიც ბრექსანოლონს სვამდნენ, ხასიათის "შესამჩნევი და კლინიკურად მნიშვნელოვანი" გაუმჯობესება აღინიშნა. პრეპარატმა პაციენტების ჰამილტონის სკალის ნიშნული ოცდარვიდან შვიდამდე, ანუ ძალიან მძიმე დეპრესიიდან ნორმალურ მდგომარეობამდე, დასწია. ჯგუფში, რომლის წევრებიც პლაცებოს იღებდნენ, ცვლილება ნაკლებად შესამჩნევი იყო, კერძოდ მაჩვენებელმა ოცდაცხრიდან ოცამდე, ანუ ძალიან მძიმე დეპრესიიდან მძიმე დეპრესიულ მდგომარეობამდე დაიწია.
სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში ასევე გამოქვეყნდა ორი შედარებით ფართომასშტაბიანი კვლევა, რომელთაგან თითოეულში ასზე მეტი პაციენტი იღებდა მონაწილეობას. 60-საათიანი გადასხმების შემდეგ აქაც ბრექსანოლონმა პლაცებოზე მაღალი ეფექტი აჩვენა.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ანტიდეპრესანტებს, ჩვეულებრივ, მოქმედებისათვის კვირები სჭირდება და, გარდა ამისა, ისინი პოსტნატალური დეპრესიის მქონე დედებს ხშირად საერთოდაც არ ეხმარება. აქედან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ ბრექსანოლონმა ყველა კვლევაში სწრაფი მოქმედებისა და დეპრესიის სიმპტომების შესამჩნევი გაუმჯობესების უნარი გამოავლინა, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია.
რასაკვირველია, პრეპარატს უკუჩვენებებიც აქვს. მათ შორის ყველაზე ხშირად გამოვლენილი სიმპტომებია კანის სიწითლე, პირის სიმშრალე, ძილიანობა და გონების დაკარგვა.
აღნიშნული კვლევები მოკლე ვადებში ჩატარდა, ქალებზე დაკვირვება მხოლოდ ერთ თვეს გრძელდებოდა. შესაბამისად, ჯერ კიდევ უცნობია, დეპრესიის შეფასების სკალაზე შეცვლილი მონაცემები მათ მომავალ ცხოვრებაზე როგორ აისახება. სწორედ ამიტომ FDA-მ ბრექსანოლონი მხოლოდ შეზღუდული წვდომის პროგრამით დაამტკიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალებისათვის პრეპარატის დანიშვნა ყველა მკურნალს არ შეეძლება. სანაცვლოდ, მათ იმ კლინიკაში მისვლა მოუწევთ, რომელსაც ბრექსანოლონის გამოწერის სპეციალური ლიცენზია ექნება. ასევე აუცილებელი იქნება კლინიკაში ორდღენახევრით გაჩერება, რადგან სწორედ ეს დრო სჭირდება პრეარატის გადასხმის პროცედურის ჩატარებას.
თუ დედა პროცედურისას ახალშობილის თან ყოლას გადაწყვეტს, აუცილებელია, მას სხვა ადამიანებიც ახლდნენ თან. ვარაუდობენ, რომ ბრექსანოლონს ძუძუთი კვებაზეც ექნება გავლენა. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ პრეპარატს დედის რძეში მოხვედრა შეუძლია, ამიტომ იმ დედებს, რომლებიც შვილის ძუძუთი გამოკვებას გადაწყვეტენ, ექიმთან კონსულტაციის გავლას ურჩევენ.
იელის უნივერსიტეტის ფსიქიატრი, კიმბერლი იონკერსი აცხადებს, რომ ბრექსანოლონი, სავარაუდოდ, ეფექტიანი იქნება იმ პაციენტებისთვისაც, რომლებზეც აქამდე არსებული პრეპარატები არ მოქმედებდნენ, რადგან "ბრექსანოლონი არსებულ მედიკამენტთა უმრავლესობისგან სრულიად განსხვავებული მექანიზმით მოქმედებს". თუმცა, პრეპარატის მიღებამდე, აუცილებელია მასთან დაკავშირებული რისკებისა და ფასის გათვალისწინება.
Sage Therapeutics-ის განცხადებით, კომპანიამ პრეპარატის ფასის განსაზღვრისას გაითვალისწინა, რომ პოსტნატალური დეპრესია დღემდე სრულიად უგულებელყოფილი სამედიცინო მდგომარეობა გახლდათ; ბრექსანალონი კი ერთჯერადი პროცედურით ხანგრძლივი გაუმჯობესების მიღწევის საშუალებას იძლევა. თითოეულ სადაზღვევო კომპანიას დამოუკიდებლად მოუწევს იმის გადაწყვეტა, დაფაროს თუ არა პროცედურის საფასური.
"სპეციალურად პოსტნატალური დეპრესიის მკურნალობაზე გათვლილი მედიკამენტის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მისი ადმინისტრირების რეჟიმი დამაბრკოლებელია როგორც ჯანდაცვის სისტემისათვის, ასევე მომხმარებლისთვისაც", - ამბობს იონკერსი, - "ვფიქრობ, საზოგადოება უფრო კმაყოფილი იქნებოდა, პრეპარატის ფასი $34 000 რომ არ ყოფილიყო".
-
გადახედვა"ჩემი ხმა" 25 ნოემბერს, დილის 9 საათზე, პარლამენტის უკან აქციას აანონსებს "ჩემი ხმა" 25 ნოემბერს, დილის 9 საათზე, პარლამენტის უკან აქციას აანონსებს
-
გადახედვამერია: კოსტავას ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მერია: კოსტავას ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
-
გადახედვაილიაუნის "ა" კორპუსის წინ ხვალ 7 ლექცია ჩატარდება — ლექციების განრიგი ილიაუნის "ა" კორპუსის წინ ხვალ 7 ლექცია ჩატარდება — ლექციების განრიგი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე გახარიას გუნდს შეხვედრას სთავაზობს მამუკა ხაზარაძე გახარიას გუნდს შეხვედრას სთავაზობს
-
გადახედვა22 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება 22 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება
-
გადახედვაგიორგი ვაშაძე: შაბათს გვექნება დიდი აქცია გიორგი ვაშაძე: შაბათს გვექნება დიდი აქცია
-
გადახედვაპუტინის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების საპასუხოდ, უკრაინაში ახალი ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს პუტინის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების საპასუხოდ, უკრაინაში ახალი ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს
-
გადახედვასსს ცრუს უწოდებს მოქალაქის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მას დაუკავშირდნენ და 5 პოლიციელის თავდასხმაში და მიმალვაში დაადანაშაულეს სსს ცრუს უწოდებს მოქალაქის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მას დაუკავშირდნენ და 5 პოლიციელის თავდასხმაში და მიმალვაში დაადანაშაულეს
-
გადახედვაეუთო/ოდირი: ოდირი შეშფოთებულია საქართველოში გადაჭარბებული საპოლიციო ძალის გამოყენების შესახებ ცნობებით ეუთო/ოდირი: ოდირი შეშფოთებულია საქართველოში გადაჭარბებული საპოლიციო ძალის გამოყენების შესახებ ცნობებით
-
გადახედვაპროკურატურა ბრალდებას დაუმძიმებს პირს, რომელმაც საგარეჯოში მეუღლეს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა — ქალი კლინიკაში გარდაიცვალა პროკურატურა ბრალდებას დაუმძიმებს პირს, რომელმაც საგარეჯოში მეუღლეს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა — ქალი კლინიკაში გარდაიცვალა
-
გადახედვააშშ-მა რუსულ "გაზპრომბანკს" სანქციები დაუწესა აშშ-მა რუსულ "გაზპრომბანკს" სანქციები დაუწესა
-
გადახედვაგიორგი გახარია: "ოცნებას" მალე წამოვაძახებ რაღაცებს, პირველ რიგში ბოდიშს გავახსენებ გიორგი გახარია: "ოცნებას" მალე წამოვაძახებ რაღაცებს, პირველ რიგში ბოდიშს გავახსენებ
-
გადახედვა1 იანვრიდან "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის ხელფასი 16 250 ლარი იქნება 1 იანვრიდან "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის ხელფასი 16 250 ლარი იქნება
-
გადახედვადამკვირვებლები აცხადებენ, რომ ქართულ დიასპორას ხმის მიცემის უფლება შეეზღუდა დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ქართულ დიასპორას ხმის მიცემის უფლება შეეზღუდა
-
გადახედვაგიორგი კალანდარიშვილს 6-საათიანი გამოკითხვის შემდეგ, კომენტარი არ გაუკეთებია გიორგი კალანდარიშვილს 6-საათიანი გამოკითხვის შემდეგ, კომენტარი არ გაუკეთებია
-
გადახედვააზერბაიჯანელ აქტივისტ ვაფა ნაგს COP29-ის პროტესტისთვის სამთავრობო მედია ესხმის თავს აზერბაიჯანელ აქტივისტ ვაფა ნაგს COP29-ის პროტესტისთვის სამთავრობო მედია ესხმის თავს
-
გადახედვაარსებობს სიტყვა, რომელიც მრავალ ენაში უნივერსალურია არსებობს სიტყვა, რომელიც მრავალ ენაში უნივერსალურია
-
გადახედვადღეს 20 საათზე მელიქიშვილზე საპროტესტო აქცია — "მათეს თავისუფლებისთვის" გაიმართება დღეს 20 საათზე მელიქიშვილზე საპროტესტო აქცია — "მათეს თავისუფლებისთვის" გაიმართება
-
გადახედვაეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
-
გადახედვა24 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე ქალთა მარში გაიმართება 24 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე ქალთა მარში გაიმართება
-
გადახედვაპრეზიდენტი: ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს პრეზიდენტი: ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს
კომენტარები