საზოგადოების 43 პროცენტის აზრით, სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი (კლანი) არსებობს. მათგან, ვინც ამბობს, რომ სასამართლოში კლაბნი არსებობს, 87 პროცენტი ფიქრობს, რომ მოსამართლეთა კლანი მოქმედი ხელისუფლების მხარდაჭერით სარგებლობს, ხოლო 94 პროცენტი მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა კლანის წევრებმა სასამართლო სისტემა უნდა დატოვონ.

ფოტო: CRRC

ფოტო: CRRC

ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დაკვეთით ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქვეყანაში არსებული ინსტიტუტებიდან სასამართლოს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ნდობის მაჩვენებლი აქვს.

ფოტო: CRRC

საქართველოში მოსახლეობის 53% ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა, ხოლო 50%-ს მიაჩნია რომ სასამართლო არ არის სამართლიანი.

ფოტო: CRR

გამოკითხვამ აჩვენა ისიც, რომ მოსახლეობის დიდი უმრავლესობის (83%) აზრით, სასამართლოში არ უნდა მუშაობდნენ ის ადამიანები, რომლებიც წარსულში ზეწოლის შედეგად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ.

გამოკითხვის თანახმად, ყველაზე მეტი (46%) ადამიანი ფიქრობს, რომ ნდობის გასაზრდელად სასამართლო სრულიად ახალი მოსამართლეებით უნდა დაკომპლექტდეს, ხოლო 41% ფიქრობს, რომ ხელისუფლება აღარ უნდა ერეოდეს სასამართლო სისტემაში.

ფოტო: CRRC

კვლევა 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა" (CRRC) ჩაატარა. გამოიკითხა მთელი ქვეყნის მასშტაბით 2087 ადამიანი, რომლის საშუალო ცდომილება 2,3 პროცენტს შეადგენს.