დეტალები, რომლებიც Avengers: Endgame-ის ახალი კადრებიდან გავიგეთ
დღეს 2 აპრილია, რაც იმას ნიშნავს, რომ 24 დღეში ეკრანებზე Avengers: Endgame-ს ვნახავთ. ამასთან დაკავშირებით Marvel-მა სპეციალური ვიდეო შემოგვთავაზა, რომელმაც ისევ უამრავი უპასუხო კითხვა დაგვიტოვა, თუმცა ახალი საინტერესო დეტალებიც გაგვაგებინა. თუ მზად ხართ ყველა ნერვი დაძაბოთ და მარველის დატოვებული მესიჯები კადრებიდან ამოიცნოთ, შემოგვიერთდით.
თრილერის დასაწყისში შურისმაძიებლების ბაზას ვხედავთ, სადაც ბრიუს ბენერი, იგივე ჰალკი ამბობს, რომ გეგმის განსახორციელებლად ცოტანი არიან. პასუხად გვესმის ჯეიმს როუდის ფრაზა: "იმიტომ, რომ მან ჩვენი მეგობრები დახოცა". აშკარაა, რომ შურისმაძიებლები თანოსის დამარცხების გეგმაზე მუშაობენ.
აქვე ისმის შავი ქვრივის უკვე ნაცნობი სიტყვები, რომელიც წინა თრილერში გავიგეთ: "ჩვენ ვალდებული ვართ გავაკეთოთ ეს, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ამ ოთახში არ არის".
ტრეილერი საკმაოდ დრამატულია. ჯერ წვიმაში მარტო დარჩენილ შავი ქვრივს ვხედავთ, შემდეგ კი თვალცრემლიან ნებულას და როკეტს, რომლებიც გარდაცვლილ გრუტს, გამორას და პიტერს გლოვობენ. პარალელურად ისმის ფრაზა: "მთავარი ისაა, თუ რამდენი დაგვრჩა და არა ის, რამდენი დავკარგეთ".
შემდეგ კი ჩანს ის, რასაც სულმოუთქმელად ველოდით. ბოლოს და ბოლოს, პეპერ პოტსი და ტონი სტარკი ერთად არიან. გილოცავთ, ტონი მშვიდობიანად დაბრუნდა დედამიწაზე.
ფოტო: კადრი ვიდეოდან / Marvel Entertainment
ფოტო: კადრი ვიდეოდან / Marvel Entertainment
თანაც კარგ ფორმაში და ბრძოლის ხასიათზე.
მართალია ეს კადრი წინა ტრილერშიც ვნახეთ და უკვე ვიზეიმეთ, რომ კაპიტანი მარველი შურისმაძიებლებს შეუერთდა, მაგრამ გვინდა კიდევ ერთხელ გაჩვენოთ. ეს მზერები მეტყველებს, რომ თორსა და კაპიტან მარველს შორის გალაქტიკათშორისი გრძნობები გაჩნდება, ან კუნთების დატოლება წავა, უცხოპლანეტელი ღმერთებისას რას გაიგებ.
ფოტო: კადრი ვიდეოდან / Marvel Entertainment
ფოტო: კადრი ვიდეოდან / Marvel Entertainment
"ზოგი ჭირი მარგებელია" ისე არაფერს უხდება, როგორც ამ სიტუაციას. სამოქალაქო ომის შემდეგ პირველად ტონი სტარკსა და სტივ როჯერსს შორის ნდობა აღდგა, რაც გმირული ხელის ჩამორთმევით დაგვირგვინდა.
ფოტო: კადრი ვიდეოდან / Marvel Entertainment
ფოტო: კადრი ვიდეოდან / Marvel Entertainment
ძველ მეგობართან შერიგება კარგია, მაგრამ როგორც ჩანს ტონი ახალი მეგობრის, პიტერ პარკერის დაკარგვას ვერ ეგუება. შეგახსენებთ, რომ სპაიდერმენიც თანოსის დატკაცუნებამ იმსხვერპლა.
ვიდეოდან ვიგებთ იმასაც, რომ კაპიტანი მარველი თავისი ჰიპერმაგარი ხომალდით შურისმაძიებლებს კოსმოსში ასეირნებს. შეიძლება ტიტანზე მიემართებიან ან უბრალოდ ცდილობენ საომარი მოქმედებები დედამიწას გაარიდონ.
სწორედ ამ დროს კადრში შიშისმომგვრელი, უზარმაზარი ხომალდი ჩნდება. სავარაუდოდ, თანოსის.
ამ ვარაუდის სისწორეში ნებულას სახის გამომეტყველება გვარწმუნებს.
აი, აქ კი ყველაფერი თავდაყირა დგება. წარმოდგენაც კი არ გვინდა რა გააკეთა თანოსმა ისეთი, რომ თორის სახეზე ეს შეშფოთება გაჩნდა.
ჯანდაბას თორი, თავად როკეტიც კი შეშინებულია.
და კაპიტანი ამერიკა "გალახული".
ამ დროს კადრში პომპეზურად ჩნდება თანოსი, რომელიც ახალ აბჯარშია შემოსილი. გაიხსენეთ, სწორედ ეს აბჯარი ვნახეთ პირველ თრილერში.
თანოსის გამოჩენის შემდეგ ლოგიკურიც კია კადრში ნანგრევების გამოჩენა, აქვეა ტონი სტარკიც. გვერჩივნა გვეთქვა, რომ მოქმედება ამ დროს ტიტანზე ვითარდება, მაგრამ ნანგრევები ცხადყოფს, რომ დიდი ომი დედამიწამ გადაიტანა.
და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ კადრებიდან გავიგეთ — რკინის კაცი, კაპიტანი ამერიკა და თორი მუხლჩახრილ თანოსს ეწვევიან. იქნებ სწორედ ეს არის ის ერთადერთი შანსი არსებული 14 605 000-დან, რომელშიც დოქტორმა სტრეინჯმა თანოსის დამარცხება დაინახა?!
ზედმეტად ოპტიმისტები იმასაც ვფიქრობთ, რომ ეს წითელი მოსასხამი შესაძლოა დოქტორ სტრეინჯს ეკუთვნოდეს, მაგრამ ამის მტკიცებულება არ გვაქვს. არგუმენტად მხოლოდ იმის მოყვანა შეგვიძლია, რომ ტონი სტარკი ცოტათი შეჭაღარავებულს გავს, რაც შეიძლება დროში მოგზაურობის შედეგი იყოს. დროში მოგზაურობას კი ის მხოლოდ დოქტორის დახმარებით შეძლებდა. მაგრამ ეს იდეა არსებობის იდეას კარგავს თუ გავითვალისწინებთ, რომ დოქტორმა ქვა თანოსს გადასცა. მაგრამ, ფანები ამბობენ იმასაც, რომ დოქტორი ჭკვიანია და მოგზაურობას ქვის გარეშეც შეძლებდა.
მოკლედ, თეორია ბევრია, თუმცა 24 აპრილამდე ვერ გავიგებთ დაგვიბრუნდებიან თუ არა თანოსის დატკაცუნებით გამქრალი საყვარელი გმირები და ერთი ანტიგმირიც. ლოკის გარეშე ხომ ვერცერთი სამყარო იქნება სრულფასოვანი.
ნახეთ ვიდეო და გაგვიზიარეთ დეტალები, რომლებიც ჩვენ ვერ შევამჩნიეთ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები