ნეიროსექსიზმი: მითი ქალისა და კაცის ტვინის განსხვავებულობაზე
ქალისა და კაცის ტვინში განსხვავებების ძიება იმის გაკვეთილია, როგორ არ უნდა ჩავატაროთ კვლევები.
ფოტო: Debra Soh
წიგნში The Gendered Brain ნეირომეცნიერი ჯინა რიპონი განიხილავს ერთ-ერთ კვლევას, რომელიც თითქოსდა, საბოლოოდ ხსნის განსხვავებას ქალისა და მამაკაცის ტვინს შორის. კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევა, რომელიც 21 კაცისა და 27 ქალის ტვინის მონაცემთა ანალიზს მოიცავდა, დღევანდელი სტანდარტებით, რა თქმა უნდა, ძალიან პატარა მასშტაბის იყო მაგრამ მიუხედავად ამისა, მას შეუმჩნევლად არ ჩაუვლია. მისი შედეგები გაზეთებით დაწყებული, ტელევიზიით დასრულებული, ყველაფერს მოედო. ინფორმაცია მოხვდა წიგნებში, მასწავლებლებისთვის შექმნილ ბუკლეტებში და კორპორატიული ლიდერობის კონფერენციებზეც კი.
2010 წლის ერთ დილას ამერიკულ არხ CBS-ზე თუ გადართავდით, ასეთი სანახაობა დაგხვდებოდათ: წამყვანი ჰარი სმიტი აღფრთოვანებას ვერ მალავდა, სანამ სამედიცინო კორესპონდენტი ჯენიფერ ეშტონი ყვებოდა, რომ კაცებს 6-ჯერ მეტი რუხი ნივთიერება აქვთ, ვიდრე ქალებს, ხოლო ქალებს 10-ჯერ მეტი თეთრი ნივთიერება, ვიდრე – კაცებს. ამას მოსდევდა მცდარი წარმოდგენები, რომ სწორედ ამითაა განპირობებული კაცების მათემატიკური ნიჭი და ქალების ამოუცნობი უნარი, ერთად რამდენიმე საქმე აკეთონ. რეალურად კი, ასეთი სხვაობის მისაღწევად ქალების თავის მოცულობა 50%-ით დიდი უნდა ყოფილიყო. მკვლევრებს ტვინის მოცულობები არც კი შეუდარებიათ, უბრალოდ IQ-სა და თეთრი/რუხი ნივთიერების კორელაციით დაინტერესდნენ.
ნეიროსექსიზმი
სქესობრივი განსხვავებების შესახებ კვლევების ისტორია სავსეა უზუსტობებით, არასწორი ინტერპრეტაციებით, მწირი სტატისტიკით და სხვა ნაკლებით. ჯინა რიპონი, რომელიც გენდერული განსხვავებების "ცუდი" მეცნიერების წინააღმდეგ მთავარ ხმად იქცა, საკუთარ წიგნში მსგავსი კვლევების სასიცოცხლო ციკლს აღწერს. ყველაფერი იწყება ასე: მეცნიერთა ჯგუფი აცხადებს, რომ კაცსა და ქალს შორის მთავარ განსხვავებას მიაკვლია (ძლივს!), რაც პოლიტკორექტულობისთვის ნასროლ გამოწვევად აღიქმება; სხვა მკვლევრები მეთოდოლოგიაში ნაკლს ან სხვა რაიმე უზუსტობას პოულობენ და, საბედნიეროდ, მცდარი დასკვნა ძალას კარგავს, მაგრამ მალევე რომელიმე შემდეგი კვლევა სხვა "ძლივს!" მომენტს წარმოქმნის და ციკლი მეორდება. როგორც რიპონი თავის წიგნში წერს, ნადირობა გენდერულ განსხვავებებზე საუკუნეების განმავლობაში მეცნიერებისთვის ცნობილი ყველა ინსტრუმენტით მიმდინარეობდა, ბოლო სამ ათწლეულში კი ეს პროცესი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გამოყენებით განსაკუთრებით გაცხოველდა.
The Gendered Brain ცხადყოფს, რომ გენდერული კვლევებით მიღებული დასკვნები დროს ვერ უძლებს. თუ ქალის ტვინის 140-გრამიან განსხვავებას არ ჩავთვლით, რომელზეც მე-19 საუკუნიდან საუბრობენ, თანამედროვე მეცნიერები კაცისა და ქალის ტვინის აგებულებებს შორის ვერავითარ არსებით სხვაობას ვერ პოულობენ. ტვინის ზომა სხეულის ზომასთან ერთად იზრდება, თუმცა ისეთი მახასიათებლები, როგორებიცაა, მაგალითად, თეთრი-რუხი ნივთიერების ურთიერთმიმართება ან ნერვული ბოჭკოების კონის ფართობი, ამ ზრდაზე პირდაპირ არაა მიბმული. განსხვავებება მასშტაბებშია და არა — არსში. როგორც რიპონი აღნიშნავს, თუ პატარათავიან კაცებს დიდთავიან ქალებს შევადარებთ, მნიშვნელოვან განსხვავებას ვერ ვიპოვით, ასე რომ, ტვინის ზომას ინტერესებთან თუ ანაზღაურებასთან არავითარი კავშირი არ აქვს.
ტენდენციურობის ისტორია
რიპონის მთავარი გზავნილია, რომ გენდერული სამყარო გენდერულ ტვინს წარმოქმნის. მისი წიგნი სხვა მსგავს წიგნებთან ერთად, როგორებიცაა ანჯელა საინის დაქვემდებარებული და კორდელია ფაინის გენდერის დელუზიები, ებრძვის ნეიროსექსიზმს, რომელიც ტვინთან დაკავშირებულ კვლევებს სახელს უფუჭებს. რიპონი მსჯელობას 1895 წლის ციტატით იწყებს, რომლის ავტორიც, ფსიქოლოგი გუსტავ ლე ბონია. ის პორტატული ცეფალომეტრის გამოყენებით ამტკიცებდა, რომ ქალები ადამიანის ევოლუციის ყველაზე დაბალ საფეხურზე დგანან. მსჯელობა სრულდება გუგლის ინჟინრის, ჯეიმს დამორის ბლოგ-პოსტით, რომელშიც ტექნოლოგიების სფეროში და მმართველ პოზიციებზე ქალების მცირე წილის "ბიოლოგიური" მიზეზებია განხილული.
თუკი თავდაპირველად მეცნიერთა ერთი ნაწილის მიზანი ქალების სისუსტის წარმოჩენა იყო, ბოლო დროს "ნადირობამ" მიზანი შეიცვალა და ამჟამად აქცენტი ქალისა და კაცის ტვინების განსხვავებებზე კეთდება. ამ მსჯელობის თანახმად, ქალები არ არიან კაცებზე ნაკლებად ჭკვიანები, უბრალოდ მათგან განსხვავდებიან, რაც ბიბლიის სწავლებებთან ან გენდერულ როლებთან თანხვედრაში მოდის. ამგვარად, ქალის ტვინი თანაგრძნობასა და ინტუიციაზეა ორიენტირებული, კაცისა კი — გამოსავლის ძებნასა და მოქმედებაზე.
მიკერძოებული დასკვნების კიდევ ერთი მაგალითია 2014 წელს პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, რომელიც საზოგადოებას ქალისა და კაცის ტვინის რუკებით დაამახსოვრდა: ქალის ტვინში კავშირები უმეტესად ნახევარსფეროებს შორის იყო განლაგებული, კაცის ტვინში კი — ნახევარსფეროებს შიგნით, თუმცა გათვალისწინებული არ იყო, რომ მოზარდების ტვინებში კავშირების უმრავლესობა სქესის მიხედვით დიდად არ განსხვავდებოდა. უგულებელყოფილი იყო ასევე ტვინის ზომაც, რაც ქალებსა და კაცებს შორის არსებულ განსხვავებებს საგრძნობლად შეამცირებდა.
კულტურის გავლენა
ჩნდება კითხვა: თუ ქალისა და კაცის ტვინი ანატომიურად ერთნაირია, რატომ არსებობს განსხვავებები ქცევასა და ინტერესებში? მსჯელობას მივყავართ თეზისამდე, რომ გენდერულად დაყოფილი გარემო ადამიანის ტვინზე მოქმედებს. რიპონი საკუთარ არგუმენტს წარსულში არასწორად ჩატარებულ კვლევებს, სოციალურ ნეირომეცნიერებასა და იმ ფაქტს აფუძნებს, რომ ახალშობილების ტვინები ერთმანეთისგან თითქმის არ განსხვავდება. რიპონი გვაჩვენებს, რომ ბიჭისა და გოგოს ტვინი განსხვავებულად სავარაუდოდ ვარდისფერი VS ლურჯი მიდგომის გამო ყალიბდება, რომელშიც ბავშვები ჯერ კიდევ დაბადებამდე ეფლობიან — იმ წამიდან, როგორც კი მათი მშობლები ნაყოფის სქესს იგებენ.
ბოლო თავი ოცდამეერთე საუკუნეში გვაბრუნებს. ავტორი წარმოაჩენს, რომ მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში ბრწყინვალების კაცური მოდელი არსებობს. ნიჭიერ ქალებს მშრომელებს უწოდებენ, კაცებს კი — თვითნაბად გენიოსებს. ამ განსხვავებას ბავშვები დაახლოებით 6 წლიდან გრძნობენ და იჯერებენ. ყველა ეს ფაქტორი — განსხვავებული მოლოდინები, თავდაჯერებულობა, გამბედაობა — ბიჭებისა და გოგოების ცხოვრებას სხვადასხვა ტრაექტორიით წარმართავს.
წარმოდგენის შეცვლა
ავტორი ხაზს უსვამს იმასაც, რომ წლების განმავლობაში ტერმინ "ქალის ტვინს" ისე იყენებდნენ, თითქოს ის "ნამდვილი ტვინის" სახეცვლილი ვერსია ყოფილიყო. დაახლოებით იგივე ხდება, როცა ვაკონკრეტებთ, რომ ქალ ქირურგზე ან ქალ ფიზიკოსზე ვსაუბრობთ.
წიგნის დასასრულს რიპონი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ტვინი იმაზე მეტად არაა სქესზე დამოკიდებული, ვიდრე გული ან თირკმელები. მიუხედავად იმისა, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ირჩევს გენდერული კატეგორიების მიღმა ცხოვრებას, არსებულ ჩარჩოებში მოქცეული ინდივიდების რიცხვი ჯერაც იმდენად დიდია, რომ ჩვენი გენდერულად ნეიტრალური ტვინი კულტურის მიერ წინასწარ დაპროგრამებული გზებით ვითარდება.
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
კომენტარები