კვების რაციონის შეცვლას, შესაძლოა, ჩვენი მეტყველებაც შეეცვალა
ახალი კვლევის თანახმად, ზოგიერთი ბგერის გამოთქმის უნარის ქონას მიწათმოქმედების განვითარებას უნდა ვუმადლოდეთ.
ფოტო: Lightreign, Alamy
ცნობილი ანდაზის მიხედვით, ჩვენ ის ვართ, რასაც ვჭამთ - მაგრამ საინტერესოა, იდენტობის ეს ასპექტი გავლენას ახდენს თუ არა ჩვენს სასაუბრო ენებზე?
ციურიხის უნივერსიტეტის ენათმეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ ახალ ჰიპოთეზას დაუდო დასაბამი. მეცნიერებმა ბიომექანიკასა და ლინგვისტურ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოთქვეს ვარაუდი, რომ ათასობით წლის წინ სოფლის მეურნეობის წარმოშობამ გაზარდა იმის შანსი, რომ ადამიანები f და ვ ბგერების გამოთქმას დავიწყებდით. მათი დასკვნით, მას შემდეგ, რაც კვების რაციონი გამდიდრდა რბილი საკვებით, ასაკის მატებასთან ერთად კბილების ცვეთის პროცესი შეიცვალა, რამაც ამ ბგერების წარმოთქმა გაამარტივა.
"იმედი მაქვს, ჩვენი კვლევა წარმოქმნის უფრო ფართო დისკუსიას იმ ფაქტზე, რომ ენისა და მეტყველების ზოგიერთი ასპექტი - ვიმეორებ, ზოგიერთი ასპექტი - ბიოლოგიურ და კულტურულ ფაქტორებზე დაყრდნობით უნდა გავაანალიზოთ", - ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, დამიან ბლასი.
თუ გამოთქმული ვარაუდი დამტკიცდება, ეს იქნება პირველი კვლევა, რომელიც გვიჩვენებს, რომ ადამიანის ბიოლოგიაში კულტურული ფენომენით გამოწვეულმა ცვლილებამ მსოფლიოს ენების განვითარებაზე იქონია ზეგავლენა. ბლასი და მისი კოლეგები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ცვლილებები კბილთა მწკრივში გარანტირებულად არ განაპირობებენ ცვლილებებს ენაში. სანაცვლოდ, ისინი ამტკიცებენ, რომ ამ ტიპის ცვლილებებმა გაზარდა f და ვ ბგერების წარმოთქმის შანსები. მეცნიერები სხვა სფეროებიდან ამ მოსაზრების ჭეშმარიტების შესაძლებლობას არ უარყოფენ.
"ვფიქრობ, ამ კვლევის ავტორები დამაჯერებელ დაკვირვებას გვთავაზობენ. ეს ალბათ ჯერჯერობით ყველაზე სარწმუნო კვლევაა, რომელიც გვიჩვენებს, რომ ბიოლოგიის ზემოქმედებით გამოწვეული შეზღუდვები ენაში, შესაძლოა, კულტურის ზემოქმედებითაც შეიცვალოს", - ამბობს ტეკუმსე ფიტჩი, ბიოაკუსტიკის ექსპერტი ვენის უნივერსიტეტიდან, რომელიც კვლევაში არ მონაწილეობდა.
თანამედროვე მონადირე-შემგროვებელი ხალხი ოთხჯერ ნაკლებად იყენებს f ბგერას, ვიდრე მიწათმოქმედებაზე ორიენტირებული საზოგადოების წევრები
თუმცა, ბევრი ენათმეცნიერი ამ დაშვების მიმართ სკეპტიკურად განეწყო. მათი აზრით, თუკი ენებში განსხვავებას ბიოლოგიურ ფაქტორებს მივაწერთ, ეთნოცენტრიზმის ან კიდევ მეტად დისკრიმინაციული ხედვის გამტკიცების საშიშროება წარმოიქმნება. მსოფლიოში არსებულ უამრავ ენასა და დიალექტზე დაყრდნობით, ენათმეცნიერების უმეტესობა ფიქრობს, რომ ადამიანებს სამეტყველო აპარატები და სამეტყველო ბგერების წარმოთქმის შესაძლებლობები დაახლოებით ერთნაირი გვაქვს.
"ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ისეთი პატარა განსხვავებები, როგორებიც ამ კვლევაში აღმოაჩინეს, ერთი სამეტყველო ჯგუფის შიგნით არსებულ მრავალფეროვნებას ვერ ახსნის", - განაცხადა ადამ ოლბრაიტმა, ენათმეცნიერმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან.
ენერგიის დაზოგვის ფაქტორი
შეიძლება, გგონიათ, რომ კბილები თავის ქალასა და ყბაში მყარად არიან გამაგრებულები. თუმცა ნებიმსმიერმა, ვისაც ბრეკეტები ჰკეთებია, მშვენივრად იცის, როგორ მარტივად იცვლიან კბილები პოზიციას პირის ღრუში. ადამიანები, როგორც წესი, ოდნავი თანკბილვით იბადებიან, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად, კბილები ცვეთას იწყებენ და უფრო ვერტიკალურად ლაგდებიან. ამის საკომპენსაციოდ, ქვედა ყბა წინ იწევს, რის შედეგადაც, ზედა და ქვედა კბილები ერთმანეთს უსწორდება.
გასული ოცდაათი წლის განმავლობაში ბევრი პრეისტორიული თავის ქალის შესწავლით დადგინდა, რომ ზედა და ქვედა ყბის კბილთა მწკრივების თანხვედრა სრულწლოვანებში ნორმა იყო. მას შემდეგ, რაც ადამიანებმა მიწის დამუშავების ახალ გზებს მიაკვლიეს, დაიწყეს მარცვლეული კულტურების მოყვანა და მოიშინაურეს ცხოველები, მათი კვების რაციონი შეიცვალა. როგორც კი მენიუში ფაფა, ყველი და სხვა რბილი საკვები შემოვიდა, ადამიანების კბილებმა ნაკლები ინტენსივობით დაიწყეს ცვეთა, რამაც ასაკის მატებასთან თანკბილვის შენარჩუნების შანსები გაზარდა.
იმისათვის, რომ ადამიანებმა ისეთი კბილბაგისმიერი ბგერები გამოვთქვათ, როგორიც f და ვ არის, ქვედა ტუჩი ზედა კბილების უკან უნდა მოვაქციოთ. ამის გაკეთება მაშინ უფრო ადვილია, თუ ადამიანის ზედა კბილები ოდნავ წინ გამოწეულია.
ბლასი და მისი კოლეგები, სინამდვილეში, არ არიან პირველები, ვინც ეს აზრი გამოთქვეს. ცნობილმა ენათმეცნიერმა ჩარლზ ჰოკეტმა მსგავსი იდეა ჯერ კიდევ 1985 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში წამოჭრა. თუმცა, ჰოკეტის მოსაზრება გამოჩენილი ანთროპოლოგის, ლორინგ ბრეისის დაშვებას ეფუძნებოდა. ნაშრომის გამოსვლიდან ერთი წლის თავზე ბრეისმა განაცხადა, რომ აზრი შეიცვალა და ჰოკეტსაც საკუთარი იდეის უარყოფა მოუწია.
ის სამეტყველო ხმები, რომლებიც თანკბილვის განვითარების მერე, შესაძლოა, უფრო რთულად გამოსათქმელი გამხდარიყო, მრავალმა ენამ მაინც შეინარჩუნა.
ათწლეულების მანძილზე ჰოკეტისა და ბრეისის შეთანხმება უპირობოდ იყო აღიარებული. ასე რომ, როცა რამდენიმე წლის წინ ბლასი და მისი კოლეგები ამ საკითხს მიუბრუნდნენ, მათ მიზანს მოსაზრების ახალი მონაცემებით გამტკიცება შეადგენდა. თუმცა, როცა გუნდმა მსოფლიო ენების მონაცემთა ბაზის და მათი განაწილების სტატისტიკური ანალიზი დაიწყო, ისეთი კავშირები გამოვლინდა, რომელთაც უგულისყუროდ ვერ დატოვებდნენ.
"ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ვცდილობდით დაგვემტკიცებინა, რომ მსგავსი კორელაცია არ არსებობდა... მაგრამ შემდეგ ვიფიქრეთ, შესაძლოა, მართლაც იყო აქ რაღაც ხელჩასაჭიდი", - ამბობს კვლევის თანამონაწილე სტივენ მორანი, ენათმეცნიერი ციურიხის უნივერსიტეტიდან.
ბლასის გუნდმა გადაწყვიტა, კვლევა გაეგრძელებინა. სახის ძვლებისა და კუნთების კომპიუტერული მოდელის დახმარებით მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სწორი თანკბილვისას კბილბაგისმიერი ბგერების გამოსათქმელად 29 პროცენტით ნაკლები ენერგია იხარჯება.
f და ვ ბგერების წარმოთქმისას ნაკლები ენერგიის ხარჯვამ მათ გავრცელებას შეუწყო ხელი, ამტიცებს ბლასის გუნდი. შესაძლოა, f-სა და ვ-ს, თავდაპირველად, შეცდომით ფ-სა და ბ-ს ნაცვლად გამოთქვამდნენ. ფ-სა და ბ-ს მსგავს ბგერებს წყვილბაგისმიერები ეწოდებათ და ისინი ბაგეების ერთმანეთზე შეხებით გამოითქმის. მაგრამ, სავარაუდოდ, ახალმა, კბილბაგისმიერმა ბგერებმა ნელ-ნელა მეტყველებაში თავიანთი ადგილი დაიმკვიდრეს, რადგან სასაუბრო ენაში გამოსადეგი მრავალფეროვნება შემოიტანეს.
როცა ბლასის გუნდმა ენებისა და საკვების მოპოვების განსხვავებული მეთოდების მონაცემები შეადარა ერთმანეთს, აღმოაჩინა, რომ თანამედროვე მონადირე-შემგროვებელი ხალხი ოთხჯერ ნაკლებად იყენებს f ბგერას, ვიდრე მიწათმოქმედებაზე ორიენტირებული საზოგადოების წევრები. ეს აღმოჩენა ამ ბგერის წარმოთქმის კვების რაციონთან შესაძლო კავშირზე მიუთითებს. მათ გადახედეს ინდოევროპული ენების მრავალწევრიან ოჯახს და აღმოაჩინეს, რომ 4000-6000 წლის წინ კბილბაგისმიერი ბგერების გაჩენის შანსი 50 პროცენტით ნაკლები იყო.
კბილბაგისმიერების გამოყენება უკავშირდება იმ პერიოდს, როცა ადამიანმა პირველად დაიწყო რძის პროდუქტებით კვება და მარცვლეული კულტურის მოყვანა. ბლასის გუნდი ამბობს, რომ ეს არაა უბრალო დამთხვევა.
"იმ ბგერების არსებობა, რომელიც დღესდღეობით გვაქვს, მნიშვნელოვნად ჩვენს სამეტყველო აპარატზეა დამოკიდებული და არა - მხოლოდ კულტურულ ევოლუციაზე", - ამბობს კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი ბალთაზარ ბიკელი.
ჯიუტი ტკაცუნა ბგერები (კლიქსები)
სოციალური წყობიდან დაწყებული, მოკლევადიანი ტრენდებით დასრულებული, ენის ფორმირებაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას - სოფლის მეურნეობის განვითარებამ კი ნამდვილად ძირეული ცვლილებები შეიტანა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ენათმეცნიერები ასევე იმასაც უსვამენ ხაზს, რომ ადამიანების მეტყველება ერთი პატარა დასახლების შიგნითაც კი იტევს ხოლმე ენობრივ მრავალფეროვნებას.
ხალილ ისკარუსი, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის ენათმეცნიერი, რომელიც არ მონაწილეობდა კვლევაში, ნაწილობრივ იზიარებს კვლევაში გამოთქმულ ვარაუდებს. თუმცა, ასევე დასძენს, რომ ადამიანის სამეტყველო ორგანოები მოძრაობისას ბევრ ენერგიას არ იყენებენ. ის სამეტყველო ხმები, რომლებიც თანკბილვის განვითარების მერე, შესაძლოა, უფრო რთულად გამოსათქმელი გამხდარიყო, მრავალმა ენამ მაინც შეინარჩუნა.
ხოსას ენა ტკაცუნა ბგერების გამოყენებით ხასიათდება. ამ ვიდეოში კაცი ცენტრალური ნამიბიის ერთ-ერთი რეგიონიდან ხოსას ენაზე გვიხსნის, რა გამოყენება აქვს ბალახს.
თუ ენერგიის დანახარჯს მართლაც წამყვანი როლი უკავია ენებში, რთულად გამოსათქვამ ბევრ ბგერას თვითგადარჩენის პატარა შანსი დარჩებოდა. ამ მოსაზრების სისუსტის საილუსტრაციოდ ისკარუსს მაგალითად მოჰყავს ეგრეთწოდებული კლიქსური ბგერები, რომლებიც ჯერ კიდევ რჩება სამხრეთ აფრიკის ბევრი კოისანური ენის განუყოფელ ნაწილად.
"თუ ძალიან მცირე ძალისხმევა განსაზღვრავს კონკრეტული სამეტყველო ხმების არსებობა-არარსებობის საკითხს, მაშინ ლოგიკური იქნებოდა, რომ კლიქსები ყველა ენადან გამქრალიყო. ამ დროს კი, კლიქსები არათუ არ გადაშენდნენ, ბევრ ისეთ ენაშიც კი გავრცელდნენ, რომლებიც მას აქამდე არ შეიცავდნენ. მათი გავრცელება კულტურამ გამოიწვია", - ამბობს ისკარუსი.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბლასი და მისი გუნდის წევრები კულტურით გამოწვეულ ცვლილებებს არ უარყოფენ.
სანამ მკვლევარები დავას აგრძელებენ, ბლასის გუნდმა უკვე შეიმუშავა სამომავლო გეგმები. მაგალითად, ისინი ამბობენ, რომ მათი მეთოდებით შესაძლებელია, მეტი სიზუსტით ვივარაუდოთ, თუ როგორ საუბრობდნენ უძველეს ენებზე და ამ გზით აღვნუსხოთ მკვდარ ენათა ფონემების მრავალფეროვნება.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
კომენტარები