ჩცდ-ს 10 პერსონაჟი, რომელიც ცალკე სერიალს იმსახურებს
ფორმულა კრეატივის სერიალი ჩემი ცოლის დაქალები უკვე წლებია, რაც ყველაზე პოპულარული ქართული სერიალია.
სეზონიდან სეზონამდე განვითარებულ სიუჟეტში მაყურებელი სულ უფრო მეტად არის ჩართული და ამის დასტურად სერიალის წინა სეზონის მთავარი სიუჟეტური ხაზი, ზაზასა და ქეთის ამბავიც კმარა.
თხუთმეტი სეზონის განმავლობაში სერიალის შემქმნელებმა უამრავი საინტერესო პერსონაჟი გაგვაცნეს. მთავარი გმირების გარდა, არანაკლებ საინტერესოები (ხშირად უფრო მეტადაც კი) არიან მეორეხარისხოვანი პერსონაჟები. სწორედ ამიტომ, დღეს ჩემი ცოლის დაქალების იმ ათ პერსონაჟს ჩამოგითვლით, რომელიც, ჩვენი აზრით, ცალკე სერიალს იმსახურებს.
1. ნელიკო
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნელიკო სერიალის ყველაზე თბილი პერსონაჟია. ბაია დვალიშვილი კი, რომელიც სერიალში მის როლს ასრულებს, ნამდვილად არის ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მსახიობი. გამომდინარე იქიდან, რომ თინასა და ნელიკოს გმირებს ეკრანზე იშვიათად ვხედავთ, საინტერესო იქნებოდა დამოუკიდებელი სერიალი მათ შესახებ.
ამ სერიალში ბოლოს და ბოლოს გავიცნობდით ნელიკოს პირველ ქმარს შოთიკოს, მადონა კი აუცილებლად იქნებოდა ჩართული ნელიკოს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ასე რომ, თუ სერიალის შემქმნელები ოდესმე გადაწყვეტენ, ჩცდ-ს რომელიმე პერსონაჟს ცალკე სერიალი მიუძღვნან, ეს პირველ რიგში ერთადერთი და განუმეორებელი ნელიკო უნდა იყოს.
2. მაკა
მაკა ჩემი ცოლის დაქალების მეექვსე სეზონში გამოჩნდა და მალევე გახდა ერთ-ერთი საკვანძო პერსონაჟი. ნინო კასრაძემ პერსონაჟს სულ სხვა სიღრმე მიანიჭა და მაყურებლები სერიიდან სერიამდე ელოდნენ, როგორ განვითარდებოდა მისი ამბავი.
დიდი ინტერესის მიუხედავად, მაკა სერიალიდან გაქრა. საინტერესო იქნებოდა გვენახა, როგორ გაგრძელდა მისი და მისი ოჯახის ცხოვრება ჩემი ცოლის დაქალების შემდეგ.
3. ნატაშკა
ნატაშკას როლის შემსრულებელი ეკა დემეტრაძე ჩცდ-დან მხოლოდ იმიტომ "წავიდა", რომ ფორმულა კრეატივის ახალ სერიალში, ხელოვნურ სუნთქვაში იღებდა მონაწილეობას.
არადა, მისი პერსონაჟი, ოჯახური ძალადობიდან თავდაღწეული ქალი, რომელიც ცდილობს, მარტო გაუმკლავდეს ცხოვრების სირთულეებს და ბავშვებსაც არ მოაკლოს სითბო, საინტერესო სამუშაო "მასალა" იყო.
გამომდინარე იქიდან, რომ ხელოვნური სუნთქვა აღარ გაგრძელდება, რატომ არ უნდა ვნახოთ, როგორ განვითარდა ამ პერსონაჟის ისტორია?
4. ცოტნე ცოტაშვილი
მართალია, ცოტნე ცოტაშვილი დაქალების ახალ სეზონში დაბრუნდა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მასზე ცალკე სერიალის ნახვა არ იქნებოდა საინტერესო. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ მის "დამხმარე" პერსონაჟებს - ბახვას და ცოტნეს ცოლს. ამ ტრიოზე გადაღებული დამოუკიდებელი სერიალი ნამდვილად იქნებოდა საინტერესო.
ცოტნე ცოტაშვილისა და მისი მრევლის ურთიერთობა ახალი სატირული სერიალისთვის კარგი ფაბულა იქნებოდა.
5. ჩიკა
თუ გახსოვთ, ჩემი ცოლის დაქალების ერთ-ერთ სერიაში მოქმედება 90-იან წლებში ინაცვლებს, სადაც ჩიკას პირადი დრამა უშუქო და კრიმინალურ თბილისში ვითარდება.
გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, ვის არ დააინტერესებდა ამ თემაზე გადაღებული სერიალი?! იქნებ ჩიკას ლეგენდარული ძმა, ცუგიც გაგვეცნო და ვაკელი დაქალების პირველი ქმრებისთვისაც შეგვევლო თვალი.
6. მანანა
მანანასა და ჯემალის ახალგაზრდობაზე სერიალში უკვე იყო ერთი ეპიზოდი და ალბათ გახსოვთ, როგორი რომანტიკული იყო ნინას დედამთილი ახალგაზრდობაში.
საინტერესო იქნებოდა გვენახა, ვისთან მეგობრობდა ახალგაზრდა მანანა, როგორი იყო მისი და ჯემალის ოჯახი და როგორ იქცა ის ქოთქოთა დედამთილად.
7. მარია აზამასცევა
ჭკვიანი, დინჯი და გაწონასწორებული მარია აზამასცევა, სავარაუდოდ დიდ საიდუმლოებებს მალავს. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ფსიქოლოგს ქმარი უზომოდ უყვარდა და მისი სიკვდილი ჯერაც ვერ გადაუტანია.ამ საოცარი ქალის უნიკალური ურთიერთობა პაციენტებთან ნამდვილად იმსახურებს დამოუკიდებელ სერიალს.
8. ნაილა
მიუხედავად იმისა, რომ ნაილა გამუდმებით კარგ ხასიათზეა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის რეალურადაც ასეთია. თუ მის პერსონაჟს კარგად დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ის სინამდვილეში ტრაგიკული, გულჩათხრობილი და სევდიანი ადამიანია. ამაზე აქცენტი თავად ნაილამაც დასვა, როდესაც ერთ-ერთ ეპიზოდში თქვა, რომ სასიყვარულო ურთიერთობებში არასდროს უმართლებს და კაცები მასში მხოლოდ "ჯიგარ ძმაკაცს" ხედავენ.
9. აკაკი შუკაკიძე
აკაკი შუკაკიძე ზედმეტად წესიერი, ზედმეტად მოსაწყენი და ნორმალური იყო, სანამ მაყურებელმა მასზე საოცარი ამბავი არ შეიტყო.
აკაკიზე მისტიკური სერიალის გადაღებაც შეიძლება და კრიმინალურისაც. აი, დაახლოებით ისეთის, მთავარი გმირი პოლიციელები საკუთარ დემონებს რომ ებრძვიან მკვლელობების გამოძიების პარალელურად.
10. ლიკო და თეკო
ნატაშკას დაქალები სერიალის რამდენიმე სეზონის განმავლობაში ჩანდნენ, თუმცა მალევე მოახერხეს მაყურებლისთვის თავის დამახსოვრება და შეყვარება. ლიკო და თეკო ნამდვილად იყვნენ გამორჩეული პერსონაჟები - ტიპური თბილისელი ხელოვანი გოგოები, თავისი დრამებითა და ცხოვრებისადმი გამორჩეული დამოკიდებულებით.
თბილისის ბოჰემური ამბები, თეატრალური ჭორები, დრამები, დაშორებები, შერიგებები და ისევ დაშორებები - ამ ყველაფრიდან ერთი სერიალის სამყოფი მასალა კი მოგროვდებოდა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები