კიმ კარდაშიანმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ ნაომი კემპბელის 90-იანების სტილი მისი ერთ-ერთი მთავარი შთაგონების წყაროა.

რეალითი შოუს 38 წლის ვარსკლავმა ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის კაბა აცვია, რომელიც კემპბელმა 90-იანებში პოდიუმზე მოირგო.

"სამუდამოდ ნაომი", - ასე დაასათაურა კიმმა პოსტი.

View this post on Instagram

Naomi Forever 💛💫

A post shared by Kim Kardashian West (@kimkardashian) on

კარდაშიანი დიდი ხანია, რაც კემპბელის სამოსს ირგებს, თუმცა ის სუპერმოდელის კრედიტს არ უთითებდა. ნაომიმ რამდენჯერმე გამოაქვეყნა თავისი ძველი სურათი, იმის აღსანიშნავად, რომ ის, რასაც კარდაშიანი ატარებდა, მას წლების წინ ეცვა.

View this post on Instagram

You don’t understand...this is an Alaia

A post shared by Kim Kardashian West (@kimkardashian) on

სიტუაციები, როდესაც კიმ კარდაშიანმა ნაომი კემპბელის სტილი მოირგო:

იმის მიუხედავად, რომ რეალითი შოუს ვარსკვლავი სხვების სტილს თავად ხშირად "ირგებს", არ მოსწონს, როცა იგივეს სხვები აკეთებენ. ცოტა ხნის წინ, კიმ კარდაშიანმა მოდის კომპანიას სტილის გადაკოპირებისთვის და ინსტაგრამზე დათაგვისთვის უჩივლა.