ედვარდ მუნკის ყვირილი, ლეონარდო და ვინჩის მონა ლიზა - ეს ის ნამუშევრებია, რომლებზეც ყველას გვსმენია.

ოდესმე დაფიქრებულხართ, როგორი იქნებოდა კლიმტის კოცნა ან იან ვერმეერის გოგონა მარგალიტის საყურით გათანამედროვების შემთხვევაში? განსაკუთრებით მაშინ, თუ მასში მთავარი გმირების ნაცვლად პოპ კულტურის პერსონაჟები მოგვევლინებოდნენ?

კანადელი ხელოვანი, ანდრეა ტამე, სოციალურ მედიაში ცნობილი, როგორც Lothlenan, სწორედ ამას აკეთებს. თავიდან მან ხელოვნების კლასიკური ნიმუშების გათანამედროვება მხოლოდ საკუთარი ხატვის უნარების განვითარებისთვის დაიწყო, თუმცა მალე მისმა ნამუშევრებმა ინტერნეტი მთლიანად დაიპყრო.

წარმოგიდგენთ მის რამდენიმე ნამუშევარს:

1. ქალი ქოლგით, უფრო სწორედ, ტოტორო ქოლგით

2. კოცნა და მიაძაკის სოფია და ჰაული

3. ყვირილი და რიკი და მორტი

4. ოგუსტ კოტის გაზაფხული და თავგადასავლების დრო / მარსელინი და პრინცესა საღეჭი რეზინი

5. ლუის მეთოთხმეტე, როგორც ყინულოვანი მეფე

6. პრინცესა ფიჩი მარგალიტის საყურით

7. მონა ლიზა, როგორც თინა ბელჩერი

ფოტო: http://lothlenan.tumblr.com/

უფრო მეტი ნახატისა და არტისტის ნამუშევრების სანახავად შეგიძლიათ მისი ინსტაგრამი ან თამბლერი დაათვალიეროთ.