2019 წლის 24 მაისს დიდ ეკრანებზე დისნეის ახალი ფილმი, ალადინი გამოვა.

ფილმში მთავარ როლებს უილ სმიტი (ჯინი), ნაომი სკოტი (ჟასმინი) და მენა მასუდა (ალადინი) ასრულებენ.

თუ ტრეილერით ვიმსჯელებთ, ფილმი საკმაოდ შთამბეჭდავი იქნება. გამდიდრებული მუსიკალური ნომრებითა და რაღა თქმა უნდა დიდებული სპეცეფექტებით.

ტრეილერშივე გვესმის, 1992 წელს გამოსული ალადინის ყველაზე ცნობილი საუნდტრეკი A Whole New World.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ ეკრანიზაციისთვის სიმღერებს ბენჯ პასეკი და ჯასტინ პოლი დაწერენ, რომლებმაც ლა ლა ლენდისთვის შექმნილი სიმღერისთვის, City of Stars, ოსკარი მიიღეს, ხოლოდ The Greatest Showman-ის აკადემიის მთავარ ჯილდოზე იყვნენ ნომინირებულნი