მენსტრუაცია, ჰეტერონორმატიულობა, სხეულის სირცხვილი — ფემინისტური პერფორმანსები ქუთაისში
ფოტო: კადრი ვიდეოდან
ფემინისტურმა ჯგუფმა ქუთაისში, ქალებზე ძალადობის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში პერფორმანსები მოაწყო, საჯარო სივრცეების დაკავებით. აქტივისტები რეგიონიდან საჯაროდ საუბრობდნენ იმ პრობლემატურ საკითხებზე, რომლებიც ქალებს მეორეხარისხოვან და დაქვემდებარებულ არსებად წარმოაჩენს. ეს თემებია: სხეულის სირცხვილი, სავალდებულო ჰეტერონორმატიულობა, სიღარიბე, საჯაროდ გამოსვლა, მენსტრუაცია.
კამპანიის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ჰეტეროსექსისტურ საზოგადოებაში, სადაც ქალი მეორეხარისხოვან და დაქვემდებარებულ არსებადაა განსაზღვრული, მიზნად ისახავს საჯარო სივრცეში ფემინისტური იდეებისა და ხედვების გაჟღერებას ქალის სოციალურ როლსა თუ ტაბუირებულ სექსუალობაზე, რაც საფუძველს შეურყევს მჩაგვრელ სოციალურ წესრიგს, რომელიც არასდროს ისმენს და ითვალისწინებს ქალების ხმას, პრობლემებსა თუ საჭიროებებს.
მათივე თქმით, პერფორმანსების მიზანია, პირველ პირში, მოთხრობილი, ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობილი ისტორიები ერთი მხრივ ქალთა ცნობიერების ამაღლებაზე და სოლიდარობის მუხტის გაძლიერებისკენ მიმართოს, მეორე მხრივ კი, ერთგვარი თამამი და პროვოკაციული ნაბიჯი გადადგას იმ სიჩუმის და უხერხულობის წინააღმდეგ, რომელიც აფერხებს ქალთა რეალურ ემანსიპაციას ცხოვრების ყველა სფეროში.
მენსტრუაცია
16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, პერფორმანსი აქტივისტმა, თამარ ფონიავამ მენსტრუაციის საკითხზეც გამართა.
"მენსტრუაცია! მგონია, რომ ძალიან ბევრჯერ უნდა გავიმეოროთ ეს სიტყვა ხმამაღლა, გარეთ. გავუმეოროთ ქალებს, კაცებს, ბავშვებს იმიტომ, რომ არაფერია სამარცხვინო მენსტრუაციაში... ", — ამბობს ის ვიდეოში.
პერფორმანსში თამარ ფონიავა ყვება, რომ საზოგადოებაში არაფერია ისე ტაბუდადებული, როგორც ქალი, ქალის სხეული, ქალის სექსუალობა და არაფერია ისეთი მეორეხარისხოვანი, როგორც ქალის ჯანმრთელობა და პრობლემები.
"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიდგე აქ და ვსაუბრობდე მენსტრუაციაზე. ვსაუბრობდე ჩემს ტკივილზე, რომელიც მილიონი ქალის ტკივილიცაა. მინდა, ყველა ქალმა იცოდეს, რომ არ არის სირცხვილი, შეხვიდე აფთიაქში და ხმამაღლა თქვა, რომ რაღაც გჭირდება. არ არის სირცხვილი, რომ თქვა გაწუხებს მენსტრუაციული ტკივილები და სამსახურში ვერ მიდიხარ, ვერ სწავლობ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავამარცხოთ ეს ტაბუ", — ამბობს პერფორმანსის ავტორი.
მენსტრუაციის გარდა, კამპანიის ფარგლებში ვიდეოები მიეძღვნა ისეთ თემებს, როგორიცაა ჰეტერონორმატიულობა, სხეულის სირცხვილი, საჯარო გამოსვლა, სიღარიბე...
"სავალდებულო ჰეტერონორმატიულობა"
"მნიშვნელობა არ აქვს ვინ ხარ და რა წარმოდგენა გაქვს სიყვარულსა თუ სხვა ფილოსოფიური საკითხებზე. მკაცრად განსაზღვრული კულტურული სცენარიდან გადახვევა ავტომატურად ნიშნავს ომის გამოცხადებას მათ წინააღმდეგ, ვინც შეთხზული, ფსევდომორალისტური პოზიციებიდან ცდილობს შენს ცხოვრებაზე კონტროლის მოპოვებას", — ამბობს აქტივისტი სოფო ბასილაძე.
საჯაროდ გამოსვლა
"სიჩუმის გამოცდილებების გამო გოგოებს უვითარდებათ მორჩილებისა და თმენის საუკეთესო უნარი, რის გამოც ნებით თუ უნებლიეთ, ხშირად უწევთ არ გაუწიონ წინააღმდეგობა მათთვის არასასურველ მოვლენებსა და უსამართლობებს ცხოვრებაში, როგორებიცაა — სავალდებულო დაოჯახება, შვილის გაჩენა, პროფესიული არჩევანი, თვითგამოხატვა, ჩაცმულობა, სიყვარული და ა.შ", — ამბობს აქტივისტი ანანო სურმავა.
სიღარიბე
"სიღარიბე და გენდერული როლების გამო წარმოშობილი ძალადობა ერთმანეთს აძლიერებენ, მათი ბატონობის ქვეშ კი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცევა ხოლმე, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, რომლებიც სიღარიბისა და ოჯახში მიღებულ ძალადობის ტრავმებს სიცოცხლის ბოლომდე ვერ იშუშებენ. და ეს არ არის ზღაპარი. ერთ-ერთი მათგანი მე ვარ", — ამბობს აქტივისტი მარიამ ქაჯაია.
სხეულის სირცხვილი
"ჩვენთვის, ქალებისთვის ყველაფერი ბავშვობიდან იწყება. ქალებისთვის დაბადებიდან განსაზღვრულია ყველაფერი. ოჯახის წევრები, ნათესავები, უცხო ადამიანები, ქალები თუ კაცები, მეზობლები გვიდგენენ და გვასწავლიან, თუ როგორ გავხდეთ საზოგადოებისთვის მისაღები ქალები.... ზაფხული არასდროს მიყვარდა, რადგან ვერასდოს ვიცმევდი ისე, როგორც მსურდა. ეს საზოგადოების და მათი სტანდარტების ბრალი იყო. მრცხვენოდა ჩემი სხეულისა და მკერდის, მეგონა ყველა მე შემომხედავდა, რადგან ფუმფულა ვიყავი, თითქოს რაიმე დანაშაულს ჩავდიოდი", — ამბობს აქტივისტი რუსკა სარხანიძე.
-
მეცნიერებმა მეტეოროიდის მთვარესთან დაჯახებისას წარმოქმნილი იშვიათი ნათება დააფიქსირეს მეცნიერებმა მეტეოროიდის მთვარესთან დაჯახებისას წარმოქმნილი იშვიათი ნათება დააფიქსირეს
გადახედვა
-
ქვიზი: მაფიის ღამის რომელი პერსონაჟი ხარ? ქვიზი: მაფიის ღამის რომელი პერსონაჟი ხარ?
-
მეცნიერებმა ბერმუდის სიღრმეში გიგანტური სტრუქტურა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ბერმუდის სიღრმეში გიგანტური სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ახალი კვლევის მიხედვით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ორსულობის პერიოდშიც უსაფრთხოა ახალი კვლევის მიხედვით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ორსულობის პერიოდშიც უსაფრთხოა
გადახედვა
-
როგორ უმკლავდებიან თეთრი დათვები კლიმატის ცვლილებას — ბრძოლა გადაშენების წინააღმდეგ როგორ უმკლავდებიან თეთრი დათვები კლიმატის ცვლილებას — ბრძოლა გადაშენების წინააღმდეგ
გადახედვა
-
გაიცანით გრიგორი პერელმანი — კაცი, რომელმაც ფილდსის მედლის მიღებაზე უარი თქვა გაიცანით გრიგორი პერელმანი — კაცი, რომელმაც ფილდსის მედლის მიღებაზე უარი თქვა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები
-
გადააგორე ზამთარი — შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი თეგეტა მოტორსში გადააგორე ზამთარი — შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი თეგეტა მოტორსში
-
ჯენი ჩეპმენი: "მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაასაჯაროოს გამოძიების შედეგები BBC-ის სტატიასთან დაკავშირებით ჯენი ჩეპმენი: "მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაასაჯაროოს გამოძიების შედეგები BBC-ის სტატიასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა დღემდე "ყველაზე მასშტაბური ამნისტია" გამოაცხადა, რომელიც 20 000 ადამიანს მოიცავს აზერბაიჯანმა დღემდე "ყველაზე მასშტაბური ამნისტია" გამოაცხადა, რომელიც 20 000 ადამიანს მოიცავს
გადახედვა
-
გაატარეთ ახალი წელი ვაზისუბნის მამულში და შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO-სა და Visa-სთან ერთად გაატარეთ ახალი წელი ვაზისუბნის მამულში და შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO-სა და Visa-სთან ერთად
-
ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხეთს ბენზინის პირველი პარტია გაუგზავნა ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხეთს ბენზინის პირველი პარტია გაუგზავნა
გადახედვა
-
SJC: სუროგაციასთან დაკავშირებული ტრეფიკინგისა და ძალადობის სავარაუდო პრაქტიკა საგანგაშოა და დაუყოვნებლივ გამოძიებას საჭიროებს SJC: სუროგაციასთან დაკავშირებული ტრეფიკინგისა და ძალადობის სავარაუდო პრაქტიკა საგანგაშოა და დაუყოვნებლივ გამოძიებას საჭიროებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი დაემატა საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი დაემატა
-
15 წლის ბიჭის ცემისთვის მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს 1.5 წლით პირობითი სასჯელი შეეფარდა 15 წლის ბიჭის ცემისთვის მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს 1.5 წლით პირობითი სასჯელი შეეფარდა
გადახედვა
-
თიბისისა და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი თიბისისა და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
-
ბრიტანეთის საელჩო: მოვუწოდებთ ყველა პარტნიორს, მათ შორის საქართველოს, გააძლიერონ ძალისხმევა რუსული "ჩრდილოვანი ფლოტის" მეშვეობით იმპორტის აღსაკვეთად ბრიტანეთის საელჩო: მოვუწოდებთ ყველა პარტნიორს, მათ შორის საქართველოს, გააძლიერონ ძალისხმევა რუსული "ჩრდილოვანი ფლოტის" მეშვეობით იმპორტის აღსაკვეთად
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 500-ზე მეტმა სტუდენტმა შეავსო საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 500-ზე მეტმა სტუდენტმა შეავსო
-
დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის ლატარიას აჩერებს დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის ლატარიას აჩერებს
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: ზურაბ ჯაფარიძემ საპატიმროს დატოვების დროსთან დაკავშირებით "იცრუა" პენიტენციური სამსახური: ზურაბ ჯაფარიძემ საპატიმროს დატოვების დროსთან დაკავშირებით "იცრუა"
გადახედვა
-
დააკლიკე, იასპარეზე, მოიგე ₾50 000 — დეკემბრის მარათონი თიბისის მობაილბანკში დააკლიკე, იასპარეზე, მოიგე ₾50 000 — დეკემბრის მარათონი თიბისის მობაილბანკში
კომენტარები