ბავშვები, რომლებიც სიმწვანეში გაიზარდნენ, უფრო ბედნიერ ადამიანებად ყალიბდებიან — კვლევა
ნამიანი ბალახის სუნი, მწვანე ფოთლების შრიალი, მზიანი ხეები — თანამედროვე ეპოქის ადამიანებს დასამშვიდებლად სულ ცოტაც ყოფნის. ბუნებით მოცულ გარემოში თითოეული უჯრედი სუნთქავს და გონებაც მშვიდდება, თუმცა განვითარებად, ურბანულ სამყაროში მწვანე საფარიც მცირდება.
მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ, რამდენად ახდენს ის ზეგავლენას ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, რომელიც დანიაში, აარუსის უნივერსიტეტში ჩატარდა, მწვანე გარემოსთან ახლოს ცხოვრება 55 პროცენტით ამცირებს ფსიქიკური დაავადებების ქონის რისკს, ხოლო გაცილებით პატარა კვლევებმა აჩვენეს, რომ მწვანე საფარის ნაკლებობა იწვევს შიზოფრენიასა და დეპრესიას.
იმ პოტენციური რისკ-ფაქტორების გამოსაყოფად, რომლებიც ფსიქიკურ დაავადებებთან კავშირშია, მკვლევარებმა გამოიყენეს საკმაოდ ვრცელი მონაცემთა ბაზა. ის 1968 წელსაა შექმნილი და მასში აღრიცხულია დანიის თითოეული მოქალაქის ID ნომერი, სქესი, დაბადების ადგილი და მშობლების პინი. მკვლევართა საბოლოო ბაზა მოიცავდა 1985 წლისა და 2003-ის შუალედში დაბადებულ დანიის მილიონ მოქალაქეს და მათი ფსიქიკური დაავადების ისტორიას, სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსსა და საცხოვრებელ ადგილს.
მონაცემთა ბაზის მიხედვით, მეცნიერებმა თითოეულ ადგილსამყოფელზე მცენარეული სიმჭიდროვის მოცულობა დაადგინეს. საბოლოოდ, კვლევამ აჩვენა, რომ ახალგაზრდობაში შეძენილ 16 სხვადასხვა ფსიქიკურ დაავადებას განაპირობებს ის, თუ რამდენად დიდია მწვანე სივრცე მათი საცხოვრებლის გარშემო. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი დაავადებაა ალკოჰოლისადმი მიდრეკილება, რაც, როგორც აღმოჩნდა, მჭიდროდაა დაკავშირებული მწვანე საფარის ნაკლებობასთან.
"როგორც გაირკვა, მწვანე საფარის ნაკლებობა ზუსტად ისე შეიძლება იყოს ფსიქიკური დაავადების შეძენის რისკფაქტორი, როგორც ოჯახის ჯანმრთელობის ისტორია ან სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი", - ამბობს ბიოლოგი, ქრისტინე ენგემანი.
რაც უფრო მეტ დროს ატარებენ ბავშვობაში სიმწვანეში, მით უფრო ნაკლებია ფსიქიკური დაავადებების შეძენის რისკი.
თუმცა, როგორც ენგემანი აღნიშნავს, ამ კვლევას თავისი ლიმიტები აქვს:
"მტკიცებით ვერ ვიტყვით, რომ ბუნებასთან ახლოს ყოფნა ფსიქიკურ დაავადებათა ქონის რისკს ამცირებს. მიზეზისა და ეფექტის დადგენა, ამ შემთხვევაში, საკმაოდ რთულია."
რატომ ახდენს მცენარეულ საფართან ახლოს ცხოვრება ჩვენს ფსიქიკაზე გავლენას? ამის მიზეზი უფრო ისეთ ღრმა საკითხებში უნდა ვეძიოთ, როგორიცაა ევოლუცია.
ადამიანების განვითარების სხვადასხვა ხანაში მწვანე საფარი იყო. არსებობს რაღაც, რაც ჩვენთვის ნაცნობ გარემოსთან გვაკავშირებს და სწორედ ეს ახდენს გავლენას როგორც ჩვენს ფიზიოლოგიურ, ისე ფსიქიკურ მდგომარეობაზე.
"ძალიან ბევრი პოტენციური მექანიზმი არსებობს, რასაც შეგვიძლია გავყვეთ, თუმცა პირადად მე ვფიქრობ, რომ ეს კვლევა საოცრად მნიშვნელოვანია. ის გვიჩვენებს, რომ ქალაქის დაგეგმარებას, შესაძლოა, გადამწყვეტი ეფექტი ჰქონდეს ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე", - წერს NPR.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები