სამართალდამცველებმა მოსკოვში, კლუბ მოდულში Boiler Room-ის ელექტრონული მუსიკის წვეულება შეწყვიტეს. ადგილობრივი წყაროების ცნობით, პოლიციელების კლუბში შესვლის მოტივი ალკოჰოლის ლიცენზირების საკითხი იყო.

ოფიციალური უწყების წარმომადგენლები მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ. ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ საღამო გაგრძელდება.

Boiler Room გლობალური ონლაინ მუსიკალური მაუწყებლობაა, რომელიც ცოცხალი მუსიკის საღამოებს აწყობს და ინტერნეტით გადასცემს მთელ მსოფლიოში.