ემა სტოუნმა ოსკარის ნომინაციებით მერილ სტრიპის რეკორდი მოხსნა
ფოტო: ©Focus Features/Courtesy Everett Collection
კინოაკადემიას ემა სტოუნი აშკარად უყვარს. ხუთშაბათს, 2026 წლის ოსკარის ნომინაციების გამოცხადების შემდეგ, 37 წლის მსახიობმა მერილ სტრიპის მიერ დამყარებული რეკორდი მოხსნა.
სტოუნმა საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაცია მიიღო იორგოს ლანთიმოსის ფილმში შესრულებული როლისთვის (Bugonia). ამასთან, ის ფილმის პროდიუსერის სტატუსითაც არის ნომინირებული საუკეთესო ფილმის კატეგორიაში.
ემა სტოუნი Bugonia-ში
ფოტო: Focus Features/Courtesy Everett Collection
ამ ორ ნომინაციასთან ერთად, ემა სტოუნი 37 წლის ასაკში გახდა ოსკარის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ქალი, რომელმაც ჯამში შვიდ ნომინაციას მიაღწია.
ოქტავია სპენსერი და მერილ სტრიპი ოსკარის 84-ე დაჯილდოების ცერემონიის შემდგომ გამართულ Governors Ball-ზე, 2012 წლის თებერვალში.
ფოტო: AP
აქამდე ეს რეკორდი ეკუთვნოდა მერილ სტრიპს, რომელმაც მეშვიდე ოსკარის ნომინაცია 38 წლის ასაკში, 1988 წელს მიიღო. სტოუნის წინა ოსკარის ნომინაციებს შორისაა: საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლზე ფილმებისთვის Birdman (2015) და The Favourite (2019).
ასევე, მან პროდიუსერის ნომინაცია მიიღო 2024 წელსაც, როდესაც Poor Things საუკეთესო ფილმის კატეგორიაში იყო წარდგენილი. მის ანგარიშზე კი ორი ოსკარია: საუკეთესო მსახიობი ქალი ფილმებისთვის La La Land (2017) და Poor Things (2023).
ასევე ნახეთ: ოსკარი 2026: რეკორდები, ჩავარდნები და მოულოდნელი არჩევანები
ემა სტოუნმა Bugonia-ს ნომინაციებზე რეაქცია ხუთშაბათს, The Post-თან გაკეთებულ განცხადებაში გამოხატა.
"მადლობა აკადემიას ამ ნომინაციებისთვის და ყველას, ვინც გული და სული ჩადო Bugonia-ში", — თქვა მან — "ეს ყველაფერი ვერ იარსებებდა ჩვენი რეჟისორის, იორგოსის გარეშე. უსასრულოდ მადლობელი ვარ ჩვენი შემოქმედებითი პარტნიორობისა და მეგობრობისთვის. ამ აღიარებას ვუზიარებ საოცრად ნიჭიერ ჯესი პლემონსს და ჩვენს გამორჩეულ მსახიობებს, გადამღებ ჯგუფსა და პროდიუსერებს", — დაამატა სტოუნმა — "უდიდესი პატივია ასეთ არაჩვეულებრივ ნომინანტებთან ერთად ყოფნა და ძალიან მადლიერი ვარ".
Bugonia ოსკარზე ოთხ კატეგორიაშია ნომინირებული:
- საუკეთესო მსახიობი ქალი;
- საუკეთესო რეჟისორი;
- საუკეთესო ადაპტირებული სცენარი;
- საუკეთესო ფილმი.
თუმცა, 37 წლის ჯესი პლემონსი საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი კაცის კატეგორიაში ნომინაციის გარეშე დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ წელს მსახიობთა ჯილდოებსა და "ოქროს გლობუსზე" იყო წარდგენილი.
ემა სტოუნი, ეიდან დელბისი და ჯესი პლემონსი ფილმში Bugonia.
ფოტო: AP
შავი კომედიის ჟანრის ფილმი 2003 წლის სამხრეთკორეული ფილმის რიმეიქია. სიუჟეტი ორ ახალგაზრდა კაცს მიჰყვება, რომლებიც გავლენიან CEO-ს იტაცებენ, რადგან ეჭვი აქვთ, რომ ის ფარულად უცხოპლანეტელია და დედამიწის განადგურებას გეგმავს.
ამ რეკორდის დაკარგვის მიუხედავად, მერილ სტრიპი კვლავ რჩება ოსკარის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ ნომინირებულ მსახიობად, ჯამში 21 ნომინაციით. მას სამი გამარჯვება აქვს:
- საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლზე ფილმისთვის Kramer vs. Kramer (1980);
- საუკეთესო მსახიობი ქალი ფილმისთვის Sophie’s Choice (1983);
- საუკეთესო მსახიობი ქალი ფილმისთვის The Iron Lady (2012)
მერილ სტრიპი 2003 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე
ფოტო: AP
მერილ სტრიპი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ მარგარეტ ტეტჩერის როლში ფილმში The Iron Lady
ფოტო: AP
მერილ სტრიპი ოსკარის 82-ე დაჯილდოების ცერემონიის წითელ ხალიჩაზე 2010 წლის მარტში.
ფოტო: AP
ფილმისთვის Bugonia ემა სტოუნმა თავი გადაიპარსა.
"სცენარის წაკითხვისთანავე მივხვდი, რომ თავი უნდა გადამეპარსა, რადგან სხვა გზა უბრალოდ არ არსებობდა", — თქვა სტოუნმა ნიუ-იორკში, 2025 წლის სექტემბერში გამართულ კითხვა-პასუხის სესიაზე და ეს გადაწყვეტილება მისი ცხოვრების ერთ-ერთ უდიდეს გამოცდილებად მოიხსენია.
ემა სტოუნი ფილმის Bugonia-ს ჩვენებაზე ბევერლი ჰილზში, 7 იანვარს
ფოტო: Focus Features via Getty Images
"და ბოლოს და ბოლოს, ეს უბრალოდ თმაა", — დაამატა მან — "ვფიქრობდი, ახლა უფრო გრძელი იქნებოდა, მაგრამ თმა ხომ თმაა."
ოსკარის 98-ე დაჯილდოების ცერემონია 15 მარტს გაიმართება.
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები