ავტომობილი, რომელიც ცვლის თამაშის წესებს — გაიცანით ახალი, სრულიად ელექტრული Volvo EX60
ფოტო: თეგეტა
გაიცანით Volvo EX60 — ახალი, სრულიად ელექტრული საშუალო ზომის სპორტული SUV, რომელიც ცვლის თამაშის წესებს ელექტრომობილების უდიდეს სეგმენტში სვლის მარაგის, დამუხტვის სიჩქარის, სამუშაო პარამეტრებისა და ფასის თვალსაზრისით.
ხუთადგილიანი, საოჯახო EX60 მთლიანად გაგათავისუფლებთ სვლის მარაგთან დაკავშირებული შეშფოთებისგან, გთავაზობთ მომხმარებლის რევოლუციურ გამოცდილებას და წარმოადგენს სრულიად ახალ გარღვევას უსაფრთხოების სფეროში. ეს ასევე Volvo Cars-ის პირველი მცდელობაა, შეაღწიოს მსოფლიოში უდიდეს ელექტრომობილების სეგმენტში, რაც საშუალებას მისცემს კომპანიას, მნიშვნელოვნად გაზარდოს თავისი სამიზნე ბაზარი და ელექტრომობილების საბაზრო წილი.
"ახალი, სრულად ელექტრული EX60 ცვლის თამაშის წესებს სვლის მარაგის, დამუხტვისა და ფასის თვალსაზრისით და წარმოადგენს ახალი ეპოქის დასაწყისს თავად Volvo Cars-ისა და ჩვენი მომხმარებლებისთვის, — აცხადებს Volvo Cars-ის აღმასრულებელი დირექტორ ჰაკან სამუელსონი, — ამ ავტომობილით ჩვენ ვხსნით ელექტრომობილებზე გადასვლასთან დაკავშირებულ ყველა დარჩხფენილ ბარიერს. ეს ფანტასტიკური ახალი ავტომობილი ასევე დასტურია იმისა, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია Volvo Cars-ში, სრულიად ახალი პროდუქტის არქიტექტურით, რომელიც მოიცავს ძირითად უახლეს ინოვაციებს — მეგა-ჩამოსხმისა და Cell-to-body (უჯრედი-ძარა) ტექნოლოგიებს, ცენტრალიზებულ პროცესორს“.
ფოტო: თეგეტა
EX60-ს შეუძლია ერთი დამუხტვით 810 კილომეტრამდე მანძილი გაიაროს სრულამძრავიანი კონფიგურაციით, რაც საუკეთესო მაჩვენებელია თავის საკუთარ სეგმენტში. ეს არა მარტო საშუალებას აძლევს მას — გაიაროს უფრო მეტი მანძილი, ვიდრე Volvo Cars-ის მიერ ოდესმე შექმნილ ნებისმიერ სხვა ელექტრომობილს, არამედ ის ასევე სჯობნის თავის ახლახან წარმოდგენილ კონკურენტებს, რითაც ახალ სტანდარტს აწესებს საკუთარ სეგმენტში.
იგივე უკომპრომისო მიდგომა ცხადად აისახება დამუხტვის სიჩქარეში. აკუმულატორის დასამუხტად და გზაზე დასაბრუნებლად საკმარისია ხანმოკლე შესვენება ყავის დასალევად. EX60-ს შეუძლია 340 კმ-მდე სვლის მარაგის დამატება სულ რაღაც ათი წუთის განმავლობაში 400 კვტ სიმძლავრის სწრაფი დასამუხტი მოწყობილობის გამოყენებით.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სვლის მარაგთან დაკავშირებულ ეჭვებსა და შეშფოთებას EX60 კომფორტად გარდაქმნის და აჩვენებს, რომ ელექტრომობილებზე გადასვლა უკვე აღარ არის სირთულე. დიზაინი, ინჟინერია, აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფა ერთობლივად ქმნის ავტომობილს, რომელიც აუმჯობესებს სვლის მარაგს და კონკურენციას უწევს ბენზინზე მომუშავე ბევრ ავტომობილს.
ავტომობილის შეკვეთისას, სიმარტივის, გამჭვირვალობისა და სიზუსტის გათვალისწინებით, შეიქმნა მომხმარებლის სრულიად ახალი, უნიკალური გამოცდილება. შეთავაზება მომხმარებლებს უზრუნველყოფს ფასების გამჭვირვალობით, ნათელ წარმოდგენას უქმნის მათ იმის შესახებ, თუ რას მიიღებენ ავტომობილის შეძენის შემთხვევაში, ასევე იღებენ ინფორმაციას ავტომობილის მიწოდების სავარაუდო ვადების შესახებ. ამასთანავე, მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ წინასწარ კონფიგურირებული ავტომობილი, რომელიც ხელმისაწვდომია დაუყოვნებლივი მიწოდებისთვის, და რომელსაც ყოველთვის თან ახლავს მომხმარებელზე სრულად მორგებული ავტომობილის შეძენის შესაძლებლობა, რომლის მიწოდებასაც ოდნავ მეტი დრო დასჭირდება.
EX60 ხელმისაწვდომია სამი განსხვავებული ძალური გადაცემის ოფციით. P12 AWD Electric ოფცია გთავაზობთ შესაბამის სეგმენტში არსებულ საუკეთესო 810 კმ-მდე სვლის მარაგს, ხოლო P10 AWD Electric — 660 კმ-მდე სვლის მარაგს. უკანა წამყვანი თვლებით აღჭურვილი P6 Electric ოფციის შემთხვევაში, სვლის მარაგი 620 კმ-მდეა. საერთო ჯამში, ხელმისაწვდომია EX60-ის შვიდი მიმზიდველი ვარიანტი, რომელიც დააკმაყოფილებს ნებისმიერ საჭიროებასა და ცხოვრების სტილს.
ფოტო: თეგეტა
EX60-ს მოჰყვება10-წლიანი გარანტია აკუმულატორზე. შვედეთში EX60-ს ასევე ექნება სამწლიანი უფასო დამუხტვის შესაძლებლობა სახლის პირობებში. აღნიშნული შეთავაზება უკვე ვრცელდება შვედეთში კერძო მომხმარებლებზე და ეტაპობრივად სხვა ბაზრებზეც დაინერგება.
EX60 შექმნილია SPA3-ს ბაზაზე - Volvo Cars-ის ახალი ელექტრომობილების არქიტექტურის პრინციპებით, და აღჭურვილია HuginCore-ით, Volvo Cars-ის ძირითადი სისტემით. ის ახალ სტანდარტებს აწესებს ტექნოლოგიური მოქნილობის, მოდულარობის, წარმოების ეფექტურობისა და ღირებულების თვალსაზრისით. Cell-to-body (უჯრედი-ძარა) და მეგა-ჩამოსხმის ტექნოლოგიები, ახალი თაობის ელექტროძრავები და ახალი აკუმულატორის დიზაინი ხელს უწყობს ენერგოეფექტურობისა და სვლის მარაგის გაუმჯობესებას ავტომობილის წონის შემცირების პარალელურად.
ყოველივე ამის შედეგად, EX60 გამოყოფს ნახშირბადის ყველაზე მცირე რაოდენობას სრულად ელექტრულ Volvo-ს ავტომობილებს შორის და ამ მაჩვენებლით უთანაბრდება შედარებით მცირე ზომის EX30-ს, ხოლო EX60-ს უფრო ეკოლოგიურად სუფთა არჩევანად აქცევს.
პრაქტიკული სკანდინავიური დიზაინი
დიზაინის თვალსაზრისით, კომპანიის სკანდინავიური დიზაინის პრინციპები EX60-ს სრულად ელექტრომობილების ეპოქაში გადაჰყავს. ელეგანტურ, თავდაჯერებულ და ეფექტურ ექსტერიერს ავტომობილი ინტერიერის ბუნებრივ, მაღალი ხარისხის მასალებთან აერთიანებს. ეს ყველაფერი კი მომხმარებელს მშვიდ, დახვეწილ, უნივერსალურ, ინტელექტუალური შენახვის სისტემებით აღჭურვილ სივრცეს უქმნის.
დაბალი წინა ბამპერი, დახრილი სახურავი და კონუსისებრი გვერდითი ზედაპირები ზრდის საერთო აეროდინამიკურ ეფექტურობას. შედეგად, EX60 მსუბუქად მისრიალებს ჰაერში და გამოირჩევა 0.26 კონკურენტუნარიანი შუბლური წინაღობის კოეფიციენტით, რაც ხელს უწყობს ავტომობილს, მიაღწიოს საუკეთესო სვლის მარაგს საკუთარ სეგმენტში. სალონში EX60 გამოირჩევა მრავალფეროვნებითა და პრაქტიკულობით. გრძელი თვლების ბაზა და იდეალურად ბრტყელი იატაკი ქმნის მნიშვნელოვნად მეტ ფეხის დასადებ სივრცეს ავტომობილის უკანა სავარძლებისთვის, ასევე დიდი ტევადობის საბარგულსა და სხვადასხვა მოსახერხებელ სათავსს პირადი ნივთების შესანახად.
EX60 შესანიშნავი არჩევანია მუსიკის მოყვარულთათვის მისი პრემიუმ ხარისხის 28-დინამიკიანი Bowers & Wilkins აუდიო სისტემის წყალობით. პირველად Volvo-ს ისტორიაში, ეს სისტემა ასევე მოიცავს დინამიკებს, რომლებიც ინტეგრირებულია ოთხივე მთავარი სავარძლის თავის მისადებებში. EX60 იქნება Volvo-ს პირველი ავტომობილი წინასწარ ინსტალირებული Apple Music Dolby Atmos-ს სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს ინტერაქტიურ, სივრცულ აუდიო გამოცდილებას.
ინტელექტუალური ავტომობილი, რომელთანაც ბუნებრივად შეგიძლიათ საუბარი
მოწინავე ტექნოლოგიებით აღჭურვილი EX60 დღემდე Volvo Cars-ის ყველაზე ინტელექტუალური ავტომობილია, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საჭესთან ჯდომის გამოცდილებას. EX60 მუშაობს HuginCore-ის უახლესი ვერსიის ბაზაზე, რომელიც Volvo Cars-ის ძირითადი სისტემაა. აღნიშნული სისტემა საშუალებას აძლევს ავტომობილს, იფიქროს, დაამუშაოს ინფორმაცია და იმოქმედოს შესაბამისად. იგი განასახიერებს კომპანიის მიდგომას ტექნოლოგიური განვითარების მიმართ, ეფექტურად იყენებს საკუთარი ძალებით შემუშავებულ სისტემებს და ნაყოფიერად თანამშრომლობს ისეთ ტექნოლოგიურ გიგანტებთან, როგორებიცაა Google, NVIDIA და Qualcomm Technologies Inc.
EX60 არის Volvo-ს პირველი ავტომობილი, რომელიც აღჭურვილია Gemini-თ, Google-ის ახალი ხელოვნური ინტელექტით. Gemini ღრმად არის ინტეგრირებული თქვენს ავტომობილში და საშუალებას გაძლევთ, წარმართოთ ბუნებრივი და პერსონალიზებული საუბრები სპეციალური ბრძანებების დამახსოვრების აუცილებლობის გარეშე. Gemini-ს დანერგვა ლოგიკურად ასახავს Volvo Cars-სა და Google-ს შორის არსებულ ხანგრძლივ ურთიერთობას, ასევე Volvo Cars-ის სტატუსს, როგორც Android™ Automotive OS-ის ერთ-ერთ გამორჩეულ აპარატურულ პლატფორმას და ასევე წამყვან პარტნიორს განვითარების დარგში.
EX60 ასევე გთავაზობთ მომხმარებლის ყველაზე ოპერატიულ და სწრაფ ინტერფეისს დღემდე არსებულ Volvo-ს ნებისმიერ ავტომობილთან შედარებით. აღნიშნულ ინტეგრირებულ საინფორმაციო-გასართობ სისტემაში სწრაფად რეაგირებს ეკრანები, დაუყოვნებლივ იტვირთება რუკები, ხმოვან ასისტენტებს უკეთ ესმით ავტომობილში მყოფი მგზავრების, ხოლო შეუფერხებლად მომუშავე მომხმარებლის ინტერფეისი იოლად უზრუნველყოფს სწრაფ წვდომას ძირითად ფუნქციებზე.
ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ავტომობილი ბაზარზე
როგორც Volvo-ს ნებისმიერი ავტომობილი, ეს მოდელი ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა და განასახიერებს Volvo Cars-ის უსაფრთხოების სტანდარტების ყველაზე მკაფიო ფორმას, რომელიც აღემატება მარეგულირებელ მოთხოვნებსა და რეიტინგებს. HuginCore-ის დახმარებით, EX60 აღწევს უსაფრთხოების ახალ დონეს, რადგან მუდმივად აფასებს გარემო პირობებს სენსორების ფართო სპექტრის გამოყენებით. ამ ყველაფრის შედეგია ავტომობილი, რომელსაც ნათლად და ზუსტად ესმის საკუთარი გარემო პირობები.
Volvo Cars-ის მულტიადაპტაციური უსაფრთხოების ღვედი, მსოფლიოში პირველი და მრავალი ჯილდოს მფლობელი ინოვაცია უსაფრთხოების დარგში, უზრუნველყოფს უფრო მეტად ინტელექტუალურ და პერსონალიზებულ დაცვას წინა სავარძლების რიგში. EX60-ის უსაფრთხოების დიზაინი ეფუძნება თერმულად დამუშავებული ბორის ფოლადით გამაგრებულ უსაფრთხოების ცხაურს. ავტომობილის შიგნით მოწინავე ტექნოლოგიებით დამზადებული შემზღუდველი მოწყობილობები უზრუნველყოფს ოპტიმალურ დაცვას.
დაბოლოს, EX60 იმგვარად არის შემუშავებული, რომ დროთა განმავლობაში შესაძლებელია მისი მუდმივი დახვეწა. ის რეგულარულად მიიღებს განახლებებს ინტერნეტის საშუალებით, რაც ნიშნავს, რომ ავტომობილი, რომელიც შესანიშნავია შექმნის პირველივე დღიდან, დროთა განმავლობაში მხოლოდ გაუმჯობესდება. EX60 უკვე ხელმისაწვდომია შეკვეთისთვის ევროპის ბაზრებზე, ხოლო აშშ-ში მიმდინარე წლის გაზაფხულის ბოლოს გამოჩნდება. წარმოება ჩაეშვება მიმდინარე წლის გაზაფხულზე Volvo Cars-ის ქარხანაში შვედეთში. P6 და P10 მოდელების მიწოდება ამა წლის ზაფხულში დაიწყება, რასაც მალევე მოჰყვება P12-ის მიწოდება.
- ზემოთ ხსენებულ ფუნქციებსა და სერვისებზე ხელმისაწვდომობა შესაძლოა, განსხვავდებოდეს ბაზრისა და ავტომობილის მოდიფიკაციის მიხედვით.
- ელექტრული სვლის მარაგის მაჩვენებლები წინასწარია და ეფუძნება WLTP ტესტირების სტანდარტებს, რომლებიც მიღებულია Volvo EX60-ის სპეციფიკური ტესტირების პირობებში. ფაქტობრივი სვლის მარაგი შესაძლოა განსხვავდებოდეს დამუხტვის დონის, ავტომობილის სპეციფიკაციების, გარემოს ტემპერატურის, აკუმულატორის ტემპერატურის, ამინდის პირობების, რელიეფის, მართვის სტილისა და ავტომობილის სიჩქარის მიხედვით.
- დამუხტვის დრო შესაძლოა მერყეობდეს და დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, როგორებიცაა გარე ტემპერატურა, აკუმულატორისა და ავტომობილის მდგომარეობა. წინამდებარე პრესრელიზში მითითებული დამუხტვის ხანგრძლივობები ვრცელდება P12 ვერსიაზე AWD კონფიგურაციაში და ეფუძნება 400 კვტ სიმძლავრის დასამუხტი მოწყობილობების ტესტირებას.
- სამწლიანი უფასო დამუხტვის შეთავაზება ექვემდებარება ბაზრის სპეციფიკურ პირობებს. შეთავაზება იწყება შვედეთში სამწლიანი უფასო დამუხტვით Vattenfall-თან თანამშრომლობით და განკუთვნილია EX60-ის კერძო მომხმარებლებისთვის. საჭიროა Volvo-ს ორმხრივი მიმართულების დასამუხტი სადგური, ხელშეკრულება Vattenfall-თან ელექტროენერგიის მიწოდებაზე და Volvo Cars-ის ინტელექტუალური დამუხტვის ფუნქციის გამოყენება.
- Google, Android და Gemini არის შპს Google-ის სავაჭრო ნიშნები.
- საჭიროა Apple Music-ის გამოწერა. საჭიროა თავსებადი აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა.
-
რუსეთის სტადიონი აცხადებს, რომ კანიე უესტის კონცერტებს არ უმასპინძლებს რუსეთის სტადიონი აცხადებს, რომ კანიე უესტის კონცერტებს არ უმასპინძლებს
გადახედვა
-
ნინო დობორჯგინიძე: განათლების "დეფორმამ ყველაზე დაუცველ ჯგუფები დააზარალა ნინო დობორჯგინიძე: განათლების "დეფორმამ ყველაზე დაუცველ ჯგუფები დააზარალა
გადახედვა
-
ქობულეთში, სოფელ ბუკნარში, "სანდასუფთავების" მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა — კაცი დაიღუპა ქობულეთში, სოფელ ბუკნარში, "სანდასუფთავების" მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა — კაცი დაიღუპა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით, ამბარი მაღაზიათა ქსელს აფართოებს თიბისის მხარდაჭერით, ამბარი მაღაზიათა ქსელს აფართოებს
-
RS განმარტავს — რომელი სერვისები იქნება ხელმისაწვდომი და რომელი არ იმუშავებს 28 აგვისტოს RS განმარტავს — რომელი სერვისები იქნება ხელმისაწვდომი და რომელი არ იმუშავებს 28 აგვისტოს
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში Global Finance-მა საქართველოს ბანკი ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
-
ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ასტრონომებმა დააფიქსირეს სისტემა, რომელშიც 4 ვარსკვლავი ერთმანეთს აბნელებს ასტრონომებმა დააფიქსირეს სისტემა, რომელშიც 4 ვარსკვლავი ერთმანეთს აბნელებს
გადახედვა
-
ახსარ ჯიოევი: ცხინვალთან ურთიერთობების მოწესრიგება თბილისის ინტერესებშია ახსარ ჯიოევი: ცხინვალთან ურთიერთობების მოწესრიგება თბილისის ინტერესებშია
გადახედვა
-
ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
გადახედვა
-
რატომ ვუყურებთ ერთსა და იმავე სერიალს მეათედ რატომ ვუყურებთ ერთსა და იმავე სერიალს მეათედ
-
იდეალური მომენტისთვის გადანახული ცხოვრება იდეალური მომენტისთვის გადანახული ცხოვრება
-
3 რჩევა ძილზე, რომლებიც სინამდვილეში არ მუშაობს 3 რჩევა ძილზე, რომლებიც სინამდვილეში არ მუშაობს
-
მეცნიერებმა გლობალური კატასტროფის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი გამოავლინეს მეცნიერებმა გლობალური კატასტროფის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი გამოავლინეს
გადახედვა
-
კრიპტოაქტივებში ინვესტირების შეთავაზებების უკან შესაძლოა, ფინანსური პირამიდა იმალებოდეს — სები მოსახლეობას აფრთხილებს კრიპტოაქტივებში ინვესტირების შეთავაზებების უკან შესაძლოა, ფინანსური პირამიდა იმალებოდეს — სები მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
-
ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ EU-ის გაფართოების გეგმებიდან საქართველოს გაქრობა მარტა კოსის ბრალია ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ EU-ის გაფართოების გეგმებიდან საქართველოს გაქრობა მარტა კოსის ბრალია
გადახედვა
-
მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 117 წლის გახდა მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 117 წლის გახდა
გადახედვა
-
გავიმარჯვებთ! გადამწყვეტი ფაზა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად — საქართველოს ბანკი, საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი გავიმარჯვებთ! გადამწყვეტი ფაზა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად — საქართველოს ბანკი, საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების პრიორიტეტები წარადგინა — საქართველო არ უხსენებია მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების პრიორიტეტები წარადგინა — საქართველო არ უხსენებია
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება — რა იცვლება? რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახ ხალხს ყურულთაის I არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს ირაკლი კობახიძე კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახ ხალხს ყურულთაის I არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს
გადახედვა
კომენტარები