ბერლინური დღეები: ქართული პავილიონი ბერლინალეზე, კინოს მუზეუმი და ჯონა ჰილის დებიუტი
ფოტო: Deutsche Kinemathek
საყვარელი საქმიანობების სია რომ ჩამოვწერო, ძილი პირველ სამეულში აუცილებლად მოხვდება, თუმცა არის მომენტები, როდესაც ჩვევებზე უარი უნდა თქვა და მომენტით დატკბე. ამიტომაც ვდგები ბერლინში ყოფნისას დილის 6 საათზე.
სხვანაირად წარმოუდგენელია, ყველაფერი მოასწრო - საუზმე, ფეხით გასეირნება ქალაქში და შემდეგ კინოსამყაროს მორევში თავით გადაშვება. დღეში მინიმუმ სამი ფილმს მაინც ვნახულობ, ამას კი პრესკონფერენციები და ერთი კინოთეატრიდან მეორეში გადარბენაც ემატება.
ბოლო ორი დღეა, ბერლინში წვიმს. მეგონა, ეს ჩემს განწყობაზე ცუდად აისახებოდა, თუმცა მალევე მივხვდი, რომ ამ ქალაქს წვიმაც კი უხდება - ყველაფერი კიდევ უფრო მიმზიდველად გამოიყურება.
სასტუმროდან გამოსვლის შემდეგ პირველი დანიშნულების ადგილი პოტსდამზე, ბერლინალ პალასთან ახლოს მდებარე უზარმაზარი სუპერმარკეტი REWE-ა. აქ ყველაფერს იყიდით, რაც თქვენს სულსა და გულს გაუხარდება, თანაც საკმაოდ იაფად.
ფოტო: Rewe / Facebook
სუპერმარკეტის შესასვლელთან კინომანები საათობით დგანან რიგში და სასურველ ფილმზე შესასვლელი ბილეთის შეძენას საათობით უცდიან. სამწუხაროდ, ხშირად არ უმართლებთ და სეანსის ბილეთები გაყიდული ხვდებათ.
დილით ადგომას სხვა ხიბლიც აქვს, შეგიძლია, დილის სეანსამდე საინტერესო ადგილების აღმოჩენით დატკბე, მაგალითად ისეთით, როგორიც კინოს მაღაზიაა.
შესვლისას პირველი განცდა რომელიც გეუფლება, დაბნეულობაა. არ იცი, რომელ მხარეს წახვიდე - იქ, სადაც კლასიკური ჰოლივუდისა და ევროპული კინოს განყოფილებაა, თუ სერიალების, მარველისა და DC-ის სამყაროსკენ გაეშურო.
აქ ყველაფერია, რაც სულს და გულს გაუხარდება: წიგნები, DVD დისკები, პოსტერები, ჭიქები, მაისურები, წვრილ-წვრილი სუვენირები და გასაყიდად გაზადებული მუყაოს ფიგურებიც კი.
კინოს მაღაზიიდან პირდაპირ შეგიძლიათ ახვიდეთ კინოს მუზეუმში, რომლის სრულად დათვალიერების შემდეგაც შთაბეჭდილება დიდხანს გაგყვებათ.
სამი სართული მთლიანად ეთმობა გერმანული და მსოფლიო კინოს ისტორიის მნიშვნელოვან წარმომადგენლებს. კინოს სამყაროში მოგზაურობა კი ზღურბლზე გადაბიჯებითვე იწყება და ხვდები, რომ ელისის საოცრებათა სამყარო არაფერი იმასთან შედარებით, რასაც ახლა საკუთარი თვალით უყურებ.
ერთი ოთახიდან მეორეში გასვლისას, სადაც უდიდესი რეჟისორების კინოშედევრები დიდ ეკრანზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, კიდევ უფრო მიყვარდებოდა კინო და ვგრძნობდი, რომ იქ მოვხვდი, სადაც ჩემი ადგილია.
კიდევ უფრო ამაღელვებელი და ემოციური იყო ჩემი დიდი სიყვარულის, მარლენ დიტრიხის პირადი ნივთების, კინოკოსტიუმებისა, უცნობი ფოტოებისა და ხელნაწერების ნახვა. გერმანული კინოს ყველაზე დიდ ვარსკვლავს მუზუმში ორი დიდი სივრცე ეთმობა, ფონად კი ლილი მარლენია ჩართული.
მუზეუმიდან გამოსვლის შემდეგ აღარაფერი მინდოდა. მზად ვიყავი, ფილმის გმირივით საათობით მესეირნა წვიმიან ქუჩებში, მაგრამ რეალობაში დაბრუნება მალევე მომიწია. ფესტივალი მიხმობდა.
კინოსეანსამდე დრო კიდევ იყო დარჩენილი, ამიტომ გადავწყვიტე იქვე ახლოს, სასტუმრო მერიოტში ევროპული კინოს ბაზრობაზე შემევლო, სადაც საქართველოს სტენდი წელს მეთოთხმეტედ მოეწყო.
სწორედ აქ მართავენ ქართული დელეგაციის წარმომადგენლები უცხოელ კოლეგებთან საქმიან შეხვედრებს. გარდა ქართული ფილმების პოპულარიზაციისა, კინოცენტრის წარმომადგენლები საქართველოთი დაინტერესებულ უცხოელ კინომწარმოებლებს პროგრამას "გადაიღე საქართველოში" აცნობენ.
ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ კინოფესტივალის დირექტორ ტიერი ფრემოს, ასევე - სან სებასტიანისა და კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალების წარმომადგენლებს.
აღსანიშნავია, რომ წელს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმაზე Berlinale Talents ორი ქართველი კინემატოგრაფისტი იღებს მონაწილეობას – ნათია ნიკოლაშვილი და სანდრო სულაძე.
ამასობაში დღის პირველი სეანსის დროც დადგა. ჯონა ჰილი უნდა შეგვეფასებინა. ამჯერად - მსახიობის ამპლუაში არა. Mid90s მსახიობ ჯონა ჰილის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია. სურათში ერთ-ერთ მთავარ როლს თანამედროვე ჰოლივუდის ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობი, ლუკას ჰეჯესი ასრულებს.
ჯონა ჰილმა პირველ ფილმში 90-იანი წლების ნიუ-იორკის სული გამოიძახა და რამდენიმე მნიშვნელოვანი სცენით იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი თითქმის ყველა რიტუალი და რუტინა გაახსენა მაყურებელს.
მიუხედავად იმისა, რომ ფილმს იდეალური არ ეთქმის, საერთო ჯამში ჰილის დებიუტს წარმატებული შეიძლება ეწოდოს და მეტიც, მასში რეჟისორის უდიდესი პოტენციალი იმალება.
ის, რომ რეჟისურას სერიოზულად უდგება, ჯონა ჰილმა პრესკონფერეციაზეც აღნიშნა და თქვა, რომ სამომავლო ფილმებზე რამდენიმე იდეა უკვე აქვს. თუმცა, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორც თავად ამბობს, ტრადიციული მასკულინურობის გადააზრებაა. როგორც აღმოჩნდა, საკუთარი ძველი ფილმები დიდად არ მოსწონს, რადგან ისინი სწორედ იმ სტერეოტიპებს აძლიერებდნენ, რომლებსაც ახლა ებრძვის.
რამდენიმე სეანსის, პრესკონფერენციებისა და ჭამა-სმის შემდეგ ღამის სეანსის დროც მოვიდა. ამჯერად ფატიჰ აკინის The Golden Glove უნდა გვენახა.
ფილმის სიუჟეტი რეალურ ამბავს ეფუძნება და 1970-იან წლების სერიული მკვლელის, ფრიც ჰონკას ისტორიას გვიყვება, რომელმაც ჰამბურგში რამდენიმე სექს-მუშაკი მოკლა, გვამები დაანაწევრა და სახლში შეინახა.
აკინმა ეს შემზარავი ისტორია ეკრანზე გადმოიტანა და სერიულ მკვლელზე კინოს ისტორიაში ყველაზე ცუდი ფილმი გადაიღო. იმდენად ცუდი, რომ ახლაც ვერ ვხვდები, რატომ გავჩერდი ამ ფილმზე ბოლომდე.
მიუხედავად იმისა, რომ ჰონკას როლს მსახიობი ჯონას დაზლერი იდეალურად ასრულებს, ფილმი ვერც ამან გადაარჩინა. აკინს ამ ფილმში განსაკუთრებულად ეტყობა ორი რეჟისორის - რაინერ ვერნერ ფასბინდერის (კამერა, განათება, მხატვრობა) და ლარს ფონ ტრიერის (სისასტიკე) გავლენა. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ტრიერისგან განსხვავებით, აკინი ფილმში მკვლელის მიმართ უფრო ირონიულ დამოკიდებულებას იჩენს და დასცინის კიდეც მას.
მოკლედ რომ ვთქვათ, ტრიერი თუ არ გიყვართ, ვერც ამ ფილმით მოიხიბლებით.
თითქმის ორი საათის განმავლობაში მაყურებელი მხოლოდ ზღვარგადასულ ძალადობას, ფეტიშიზმს, სიბინძურესა და დაუმთავრებელ სმას უყურებდა.
საბოლოოდ, ამ ეტაპზე ნანახი ბერლინალეს საკონკურსო პროგრამის არც ერთი ფილმით არ დავრჩენილვარ კმაყოფილი. საკუთარ თავში დავიწყებდი პრობლემის ძებნას, თუმცა, საბედნიეროდ, მარტო არ ვარ და კრიტიკოსთა და კინოჟურნალისტთა დიდი ნაწილის პოზიციები ჩემსას ემთხვევა.
ერთ-ერთი მაგალითი კი ჟურნალ Screen-ის კრიტიკოსთა ჟიურის შეფასებებია, რომლებმაც ამ ეტაპზე ხუთბალიანი სისტემით ყველაზე მეტი 2,6 ქულა მონღოლურ ფილმ Ondog-ს დაუწერეს. მეორე ადგილს ფრანსუა ოზონის ფილმი By The Grace Of God იკავებს (2,4 ქულა). შემდეგი ადგილები კი ასე ნაწილდება:
- The Golden Glove - 2 ქულა
- System Crasher - 1,9 ქულა
- The Kindness Of Strangers - 1,6 ქულა
სამწუხაროდ, გუშინ ვერ მოვახერხე მენახა საკონკურსო პროგრამის ორი ფილმი, რომელთაგან ერთ-ერთს God Exist, Her Name Is Petrunija მაყურებლის მხრიდან შედარებით კარგი გამოხმაურება მოჰყვა. სამაგიეროდ, დღეს ვნახავ და შთაბეჭდილებასც გაგიზიარებთ.
წინ კიდევ რამდენიმე ფილმია დარჩენილი, 15 თებერვალს კი საბოლოოდ გაირკვევა, ვის გადასცემს ბერლინალეს წლევანდელი ჟიური ოქროს დათვს.
ამავე თემაზე:
-
"თითქმის მივედით" — Artemis 2-მა უკვე გზის ნახევარი განვლო მთვარისაკენ "თითქმის მივედით" — Artemis 2-მა უკვე გზის ნახევარი განვლო მთვარისაკენ
გადახედვა
-
საგანმანათლებლო სივრცე მომავალი მეცნიერებისთვის — გაიცანი საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლის მასწავლებლები საგანმანათლებლო სივრცე მომავალი მეცნიერებისთვის — გაიცანი საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლის მასწავლებლები
-
ქვიზი: როგორ იცნობ საქართველოს გეოგრაფიას? (რთული ვერსია) ქვიზი: როგორ იცნობ საქართველოს გეოგრაფიას? (რთული ვერსია)
-
განათლების სამინისტრო: პირველკლასელთა რეგისტრაციისას სკოლამდე საფეხმავლო მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 1 კმ-ს განათლების სამინისტრო: პირველკლასელთა რეგისტრაციისას სკოლამდე საფეხმავლო მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 1 კმ-ს
გადახედვა
-
მიტროპოლიტ ილარიონის განცხადებით, პატრიარქობის კანდიდატის ასაკზე სინოდს გადაწყვეტილება არ მიუღიათ. მიტროპოლიტ ილარიონის განცხადებით, პატრიარქობის კანდიდატის ასაკზე სინოდს გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
გადახედვა
-
"მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშის ავტორი: პოლიტიკური ინსტრუქცია არავისგან მიმიღია "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშის ავტორი: პოლიტიკური ინსტრუქცია არავისგან მიმიღია
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: "რუბიოს ზარი ჩვენთვის და არა რუსეთისთვის კარგის ნიშანია" ელენე ხოშტარია: "რუბიოს ზარი ჩვენთვის და არა რუსეთისთვის კარგის ნიშანია"
გადახედვა
-
ილჰამ ალიევი: ზანგეზურის დერეფნისთვის საჭირო ავტომაგისტრალი 90 %-ით მზადაა, ხოლო რკინიგზა — 70 %-ით ილჰამ ალიევი: ზანგეზურის დერეფნისთვის საჭირო ავტომაგისტრალი 90 %-ით მზადაა, ხოლო რკინიგზა — 70 %-ით
გადახედვა
-
ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი — Artemis 2-ის ეკიპაჟი ემოციებს გვიზიარებს ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი — Artemis 2-ის ეკიპაჟი ემოციებს გვიზიარებს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: როგორი ქილიკი, შეურაცხყოფა იყო ჩემს მეუღლესთან დაკავშირებით. შე დალოცვილო, თუ ურთიერთობის აწყობა გინდა [აშშ-სთან], რატომ უშლი ხელს? მიხეილ ყაველაშვილი: როგორი ქილიკი, შეურაცხყოფა იყო ჩემს მეუღლესთან დაკავშირებით. შე დალოცვილო, თუ ურთიერთობის აწყობა გინდა [აშშ-სთან], რატომ უშლი ხელს?
გადახედვა
-
არ შეიძლება ამ ტიპის შიზოფრენიული დამოკიდებულება, რაც ჩვენ კონკრეტული ადამიანებისგან ვიხილეთ — კახა კალაძე თბილისის თავშესაფრის ინციდენტზე არ შეიძლება ამ ტიპის შიზოფრენიული დამოკიდებულება, რაც ჩვენ კონკრეტული ადამიანებისგან ვიხილეთ — კახა კალაძე თბილისის თავშესაფრის ინციდენტზე
გადახედვა
-
რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა
გადახედვა
-
NASA-ს ასტრონავტები მთვარისაკენ დაიძრნენ! — Orion-ის მთავარი ძრავა ამუშავდა NASA-ს ასტრონავტები მთვარისაკენ დაიძრნენ! — Orion-ის მთავარი ძრავა ამუშავდა
გადახედვა
-
გადახედვაგამოკითხვა: რომელ თემაზე ისურვებდი მეტ ქვიზს? გამოკითხვა: რომელ თემაზე ისურვებდი მეტ ქვიზს?
-
მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე — კახა კალაძე უფასო სასადილოებში შესაძლო კორუფციაზე მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე — კახა კალაძე უფასო სასადილოებში შესაძლო კორუფციაზე
გადახედვა
-
მარნეულში 20 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობისთვის 21 წლის კაცი დააკავეს მარნეულში 20 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობისთვის 21 წლის კაცი დააკავეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: "რადიო თავისუფლება", "ტაბულა" პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში შალვა პაპუაშვილი: "რადიო თავისუფლება", "ტაბულა" პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში
გადახედვა
-
დააკავეს ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის უფროსი, რომელიც სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების სანაცვლოდ, 3 000-ლარიან ქრთამს იღებდა დააკავეს ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის უფროსი, რომელიც სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების სანაცვლოდ, 3 000-ლარიან ქრთამს იღებდა
გადახედვა
-
"ცოტა დაიგვიანა ამ ყველაფერმა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს" — შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობებზე "ცოტა დაიგვიანა ამ ყველაფერმა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს" — შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობებზე
გადახედვა
-
ბზიკები ევროვიზიაზე მე-6 ნომრად გამოვლენ — რატომ არის ეს სიმბოლური? ბზიკები ევროვიზიაზე მე-6 ნომრად გამოვლენ — რატომ არის ეს სიმბოლური?
გადახედვა
-
ბელარუსმა LGBTQ+ საწინააღმდეგო კანონი მიიღო ბელარუსმა LGBTQ+ საწინააღმდეგო კანონი მიიღო
გადახედვა

კომენტარები