პრობლემები, რომლებსაც მოგზაურები ყველაზე ხშირად აწყდებიან
წარმატებული მოგზაურობისთვის კარგად მომზადებაა საჭირო. უცხო არავისთვისაა, რომ სანამ რომელიმე ქვეყანას ტურისტად ეწვევი, მცირე ინფორმაცია მაინც უნდა მოიძიო მასზე, თუმცა წინასწარ ყველაფრის განჭვრეტა მაინც შეუძლებელია. დაგეგმვის პროცესში ხშირად მხოლოდ ისეთ დეტალებს ვაქცევთ ყურადღებას, როგორიცაა მუზეუმებში შესვლის ფასები, კვების ხარჯები, ბინა, ტრანსპორტი და სხვ.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენი გონება იმდენად მოცულია ამ დეტალებით, რომ სხვა საკითხები საერთოდ გვავიწყდება. ჩვენ მოგიყვებით ისეთი პრობლემების შესახებ, რომლებსაც მოგზაურები ყველაზე ხშირად აწყდებიან და თან, ამაზე წინასწარ არ უფიქრიათ.
მარტოსულობა
ძალიან ხშირად ადამიანები მარტო მოგზაურობენ, რადგან სურთ უფრო მეტი აღმოჩენების გაკეთება. თუ თქვენც მათ სიაში ხართ, მაშინ მზად უნდა იყოთ, რომ პერიოდულად მარტოსულად იგრძნობთ თავს.
შესაბამისად, ამ პრობლემის გადასაჭრელად მეტი გამბედაობაა საჭირო. თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ ჰოსტელში ან ქუჩაში ვინმეს გაცნობა და დიალოგის გაბმა უხერხულია, თუმცა ეს აზრი მცდარია. ადამიანები, რომლებიც მარტო ან წყვილად მოგზაურობენ, ხშირად სწორედ თქვენნაირ მოსაუბრეებს ეძებენ. თუნდაც ათ წუთიანმა კომუნიკაციამ, შესაძლოა, მარტივად დაგაძლევინოთ მარტოსულობის განცდა და თქვენი დღეც უფრო მრავალფეროვანი გახდეს.
საკუთარი ნივთების დაკარგვა
ეს პრობლემა ძალიან გავრცელებულია და შესაძლოა ასეთი შემთხვევების შესახებ თქვენც გსმენიათ. მოგზაურები ხშირად კარგავენ პასპორტებს, ჩანთებს, ტელეფონს, საფულესა და სხვა საჭირო ნივთებს. თუ ერთ-ერთ მათგანს კარგავთ, თავის გადარჩენა უფრო მარტივი ხდება, მაგრამ თუკი ყველაფერი ერთად დაკარგეთ, პრობლემამ შესაძლოა სტრესში ჩაგაგდოთ.
როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ დროს? - ამისთვის რამდენიმე გზა არსებობს. მაგალითად, შეგიძლიათ გამგზავრებამდე მოიძიოთ ინფორმაცია საქართველოს საკონსულოსა და საელჩოს შესახებ. ამოიწერეთ ფურცელზე, ტელეფონში, წიგნაკში და ყველგან, სადაც შეძლებთ შესაბამისი ინსტიტუტების ნომრები, მისამართები, საკონტაქტო პირები და სხვ. გარდა ამისა, კარგი იქნება თუ თქვენი პირადობის მოწმობისა და პასპორტის ნოტარიუსულად დამოწმებული ასლიც გექნებათ, რადგან ეს საქმეს ბევრად უფრო გაგიმარტივებთ.
რეისის გადადება ან გაუქმება
ყველაზე ცუდ სცენარშიც კი, არავის სურს იმის დაშვება, რომ მისი რეისი გადაიდება ან გაუქმდება. არადა, ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირად ხდება. არსებობს გზები, რომელიც დაგეხმარებათ იმ დროის საინტერესოდ გატარებაში, რომელიც ასეთმა შემთხვევამ გამოგითავისუფლათ.
აეროპორტში წასვლამდე შეგიძლიათ წინასწარ დაუკავშირდეთ ავიაკომპანიას ან აეროპორტის საინფორმაციოს, რომელიც მოგაწვდიან რეისის შესახებ ინფორმაციას. ასევე შეგიძლიათ ონლაინ შეამოწმოთ რეისის სტატუსი, რაც დაგეხმარებათ მუდმივად განახლებადი ინფორმაცია მიიღოთ. თუ წინასწარ ვერ გაიგეთ რეისის გადადების შესახებ და აეროპორტში მოგიწევთ ლოდინი, კარგი იქნება თუ სავარძლის ბალიში გექნებათ თან. წიგნი, ტელეფონი ან ლეპტოპიც თუ თან გაქვთ, რომელშიც ფილმების ყურებას შეძლებთ, კიდევ უფრო უკეთესი.
უინტერნეტობა
მოგზაურობისას ინტერნეტთან მუდმივ წვდომას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ არ დავიწყებთ იმის ახსნას, თუ რისთვის გჭირდებათ უცხო ქვეყანაში ინტერნეტი. საქმე ისაა, რომ ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ უფასო Wi-Fi მთელ ქალაქში იქნება მიმოფანტული და პრობლემა არ შეექმნებათ. სინამდვილეში, ეს ასე სულაც არ არის. ყოველთვის სჯობს, რომ ინტერნეტზე წინასწარ გქონდეთ გადაწყვეტილება მოფიქრებული.
შესაძლოა ქალაქში ბევრი სიარულის შემდეგ შემოგაღამდეთ და ჰოსტელამდე ან თქვენს ბინამდე გზის გასაკვალად გუგლის რუკის დახმარება დაგჭირდეთ. ამ დროს ყველაზე მეტად როუმინგში ჩართული ინტერნეტი დაგეხმარებათ, რომელიც შინ მისვლამდე გიკარნახებთ გზას. მითუმეტეს თუ როუმინგი ისეთივე სწრაფია, როგორც საქართველოში მოქმედი მობილურის ინტერნეტი.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება
ასეთ შემთხვევებს წინასწარ ვერავინ გათვლის. შესაძლოა რომელიმე ქალაქში სეირნობისას რაიმე იტკინოთ ან უბრალოდ ვირუსი შეგეყაროთ. საქმე ისაა, რომ ავად გახდომა მოგზაურობისა და აღმოჩენების გაკეთების სურვილს ყველას უკარგავს. რთულია ამ დროს რაიმეზე კონცენტრირდე, თანაც დიდი შანსია, სათანადო ყურადღების გარეშე, უარეს მდგომარეობაში ჩაიგდოთ თავი.
სწორედ ამისთვის არსებობს ჯიპიაის სამოგზაურო დაზღვევა, რომელიც ბილაინთან ერთად უნიკალურ სერვისს გთავაზობთ. თუ გსურთ, რომ მოგზაურობისას ინტერნეტით მუდმივად უზრუნველყოფილი იყოთ, ბილაინი გთავაზობთ როუმინგში ჩართულ სწრაფ ინტერნეტს, რომლის შეძენის შემთხვევაშიც სამოგზაურო დაზღვევას საჩუქრად მიიღებთ.
ჯიპიაისა და ბილაინის ახალი პროდუქტი დაგიზოგავთ ფინანსებსა და დროს, ვინაიდან თქვენ აღარ მოგიწევთ დაზღვევაზე დამატებით არც განაცხადის შევსება და არც თანხის გადახდა. პროდუქტით სარგებლობა უკვე შეგიძლიათ. ამისათვის საკმარისია ეწვიოთ ბილაინის ვებგვერდს ან მობილურ აპლიკაციას MyBeeline.
200 მბ ინტერნეტის შეძენას 20 ლარის სანაცვლოდ შეძლებთ, 500 მბ ინტერნეტი 40 ლარი ღირს, ხოლო 1 გბ ინტერნეტი - 60 ლარი.
ბილაინში როუმინგში ჩართული ინტერნეტის ყველა პაკეტს ჯიპიაის სამოგზაურო დაზღვევის პოლისი მოჰყვება, რომელიც 50 000 ევროს ფარგლებში ფარავს უცხოეთში ყოფნისას გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს - იქნება ეს ტრავმა, უეცარი ავადმყოფობა, თუ ჯანმრთელობის სხვა მოულოდნელი პრობლემები.
კომენტარები