ყველას აქვს სახლში ნივთი, რომელიც ადამ ლევინის ტანსაცმელს ჰგავს Super Bowl-ზე
მას შემდეგ, რაც კოლინ კაპერნიკის ცნობილ პროტესტს რასიზმის წინააღმდეგ უამრავი ცნობილი ადამიანი შეუერთდა, Super Bowl-ზე გამოსვლაზე უარი თქვეს რიანამ და Cardi B-იმ.
ასე რომ, 2019 წლის შოუს მთავარი მოვლენა Maroon 5-ის სოლისტი ადამ ლევინი გახდა, მან სხვა ჰიტებთან ერთად This Love შეასრულა.
მაყურებელი ადამ ლევინის გადაწყვეტილებას დიდი სიხარულით არ შეხვედრია, თუმცა დღეს თქვენს ყურადღებას სხვა რამეზე გავამახვილებთ: ვარსკვლავის ჩაცმულობაზე, რომელიც ადამიანებმა ფარდებს, ბალიშებს, სავარძლებს და სხვა სახლის ნივთებს მიამსგავსეს.
"რატომ აცვია ადამ ლევინს ფარდა სუპერ-ბოულზე?"
"იმის მიუხედავად, რომ ხმამ არ გაამართლა, ადამ ლევინის ჩაცმულობას Target-ის სახლის დეკორაციები მოუხდა"
"რატომ ჰგავს ადამ ლევინი ჩემი სახლის სკამს?"
"ვის უფრო უხდება? ადამ ლევინი VS ჩემი სკამი"
"ადამ ლევინს ჩემი სამზარეულოს ტილოები აცვია"
"იო, ვინმე მეტყვით, რატომ ჰგავს ადამ ლევინი ლუის ვიტონის ჩანთას?"
"ვის უფრო უხდება, ადამ ლევინი VS ჩემი ბალიში"
"ადამ ლევინის ზედა დეიდაჩემის ბალიშს ჰგავს"
"ჩემი მეგობრის სავარძლის ბალიში ადამ ლევინის ზედას ჰგავს"
"დარწმუნებული ვარ ადამ ლევინის ზედა ჩემი ფარდისგან შეკერეს"
შესრულების განმავლობაში ადამ ლევინმა მაისური გაიძრო და სიმღერა წელს ზემოთ მოშიშვლებულმა განაგრძო. ინტერნეტს ამაზეც ჰქონდა პასუხი.
მუსიკოსის სვირინგიანი სხეული მექსიკური კერძის, ჩიპოტლეს ქაღალდის პარკებს შეადარეს.
"კანონიერი იქნება იმის თქმა, რომ ადამ ლევინი ჩიპოტლეს პარკს ჰგავს"
თუმცა ინტერნეტში განხილვის საგანი მხოლოდ ეს არ ყოფილა. დავბრუნდეთ 15 წლის წინანდელ ამერიკაში. 2004 წელს, სუპერ-ბოულზე შესრულებისას, ჯენეტ ჯეკსონს ჯასტინ ტიმბერლეიკმა ზედის მარჯვენა ნაწილი ჩამოხია და ლაივში ჯენეტს ცალი მკერდი სრულად გამოუჩნდა. იმის მიუხედავად, რომ ჯენეტს ტიმბერლეიკმა ჩამოხია კოსტიუმი, საჯარო ბოდიში ჯეკსონს მოახდევინეს. სუპერ-ბოულთან ერთად, მუსიკოსი რამდენიმე დიდმა მედია ორგანიზაციამ და რადიომაც დაბლოკა. ის გამოაკლდა 2004 წლის გრემის დაჯილდოებასაც.
ამ ამბავზე ტვიტერმა თავისი შეხედულება, როგორც წესი, ღიად და შეულამაზებლად გამოხატა:
"ანუ, ადამ ლევინის ძუძუს თავები მოსულა და ჯენეტ ჯეკსონის არა?"
"ამ ქვეყანაში სერიოზული საუბარი გვჭირდება იმაზე, თუ რატომაა ადამ ლევინის ძუძუს თავები მისაღები ტელევიზორში, მაგრამ ჯანეტ ჯეკსონი შავ სიაში ჩასვეს და იმის გამო შეარცხვინეს, რაც მას არც კი გაუკეთებია".
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები