მისტერ ვალენტინი 2019-ის ფინალისტები გამოვლინდნენ. ინფორმაცია კონკურსის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.

შესარჩევი რეგისტრაცია იანვარში დაიწყო და მასში 17-დან 27 წლამდე კონკურსანტები მონაწილეობენ. გამარჯვებული 14 თებევრლამდე გამოვლინდება.

მისტერ ვალენტინი საქართველოში 2009 წლიდან ტარდება. შარშანდელმა გამარჯვებულმა, პრიზის სახით, ეგვიპტეში მოგზაურობა მოიგო.

უცნობია, რა პრიზი შეხვდება მისტერ ვალენტინი საქართველო 2019-ს, თუმცა ცნობილია ფინალისტები, რომლებიც ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებენ. წარმოგიდგენთ მისტერ ვალენტინი 2019-ის 20 ფინალისტს.