მტკიცების ტვირთის შეტრიალება მედიაზე ზეწოლის ბერკეტს შექმნის — ძველიშვილი შეხვედრის შემდეგ
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმძღვანელის, ნატა ძველიშვილის თქმით, გაჟღერდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ცილისწამების საქმეებში მტკიცების ტვირთის შეტრიალებას ემხრობიან. ეს მტკიცების ტვირთს ინფორმაციის გამავრცელებელს აკისრებს. ძველიშვილის თქმით, მსგავსი ცვლილება მედიაზე ზეწოლის ბერკეტს შექმნის.
"ჩვენნაირი სასამართლოს პირობებში მით უმეტეს, ეს მისცემს საშუალებას, რომ [რეგულაცია] სადამსჯელოდ იქნეს გამოყენებული და თვითცენზურის განვითარებისკენ უბიძგებს ", — ამბობს ძველშვილი და დასძენს, რომ ცილისწამების კრიმინალიზება არ იგეგმება.
ამის შესახებ ნატა ძველიშვილმა On.ge-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრის შემდეგ განუცხადა. როგორც ცნობილია, შეხვედრა პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან უნდა გამართულიყო, თუმცა მისალმების შემდეგ მან შეხვედრა დატოვა. არასამთავრობოებს კი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, დიმიტრი გაბუნია და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ქეთევან მახარაშვილი ესაუბრნენ.
ძველიშვილის თქმით, ისინი ელოდნენ, რომ ცილისწამების კანონის გამკაცრებასთან დაკავშირებით პრეზიდენტისგან მეტ კონკრეტიკას მიიღებდნენ. მისივე განმარტებით, ადმინისტრაცია მოსაზრებებს არასამთავრობოებისგან ელოდა.
"ჩვენ ვცდილობდით, გაგვერკვია რა ტიპის გამოხატვაზე ფიქრობენ, რომ პრობლემა არის და როგორ აქვთ წარმოდგენილი ამ პრობლემის მოგვარება. ვუთხარით რომ, თუკი რაიმე პრობლემას ხედავენ, ჩვენ გვაქვს კანონმდებლობაში ჩანაწერი, სადაც ცილისწამებაზე სამოქალაქო დავა არის შესაძლებელი, არსებობს მედიის თვითრეგულირების ორგანოები, თუ მედიაზეა საუბარი", — აღნიშნავს ძველიშვილი On.ge-სთან საუბრისას.
ძველიშვილი, ამბობს, რომ ნებისმიერი ცვლილება, რომელიც კანონში შევა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტს გააუარესებს. გარდა ამისა, მან არ იცის ჩატარდება თუ არა მსგავსი შეხვედრა მომავალშიც.
შეხვედრა შეაფასა ადმინიატრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ქეთევან მახარაშვილმაც. მისი თქმით, არასამთავრობოებს ინიციატივის საშუალება მისცეს:
"ამას ჩვენი საზოგადოება, სამწუხაროდ, შეჩვეული არ არის და ამიტომაც არ მიკვირს არასამთავრობო ორგანიზაციების ასეთი რეაქცია, რომ ჩვენ არაფერი არ დავდეთ. არც დავდებთ, სანამ საკმარისი მასალა, ინფორმაცია არ გვექნება".
ცილისწამების კონტროლის ინიციატივა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხე
საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ საჭიროა ისეთი კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის ღირსების მეტ დაცულობას და სიტყვის თავისუფლებასაც არ შეზღუდავს. ცილისწამების პრობლემაზე ზურაბიშვილმა საახალწლო მილოცვაში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნებში ეს პრობლემა გამოხატვის თავისუფლების შეზღდუვის გარეშე მოგვარდა. მან პარლამენტს კანონის მიღებისკენ მოუწოდა.
ზურაბიშვილის შემდეგ ამ საკითხზე საჯაროდ მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ ისაუბრა. საშობაო ეპისტოლეში პატრიარქმა განაცხადა, რომ ხშირად სიტყვის თავისუფლებით "ბოროტად სარგებლობენ". მისი თქმით, "დიდი მცდელობაა, რომ სიტყვის თავისუფლება დამახინჯებულად აღიქმებოდეს".
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უნდა დაიწყოს მსჯელობა არა მხოლოდ ცილისწამების, არამედ მძიმე შეურაცხყოფისა და გახშირებული ბილწისტყვაობის პრობლემის მოგვარებაზე.
ცილისწამება დასჯადი ქმედება 2004 წლის შემდეგ აღარაა, ანუ მას შემდეგ, რაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ ახალი კანონი მიიღეს. 2004 წლამდე არსებული კანონით ცილისწამება ისჯებოდა ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ასიდან ორას საათამდე, ანდა გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ერთ წლამდე.
ცილისწამების დეკრიმინალიზება არ ნიშნავს, რომ ასეთი ქმედება შეიძლება უყურადღებოდ დარჩეს. საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობით ნებისმიერ პირს შეუძლია სამოქალაქო წესით იჩივლოს ცილისწამებისთვის და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუმცა მტკიცების ტვირთი ამ შემთხვევაში თავად მომჩივანზეა.
არასამთვრობო ორგანიზაციები ინიცაიტივას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხედ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ეს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შეუშლის ხელს.
"ჩვენი საზოგადოების მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგია ის, რომ მოქმედი კანონმდებლობა გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს აწესებს და ეს ყოველთვის მიიჩნეოდა ქართული დემოკრატიის დიდ მონაპოვრად", — ასე გამოეხმაურა კოალიცია ცილისწამების შესახებ კანონის მიღების ინიციატივას.
ამავე თემაზე:
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები