ხობში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე ერთი პირია დაკავებული.