ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

28 Jul. 2025, 10:44

საჯარო სამსახურებიდან ახლა გაშვებულებისთვის
____________________________________________
ის, რომ ახლა გაგიშვეს სამსახურიდან და არა 1 თვის, ან 1 წლის ან 3 წლის წინ, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ აქამდე არ აწყობდათ თქვენი გაშვება.

ის, რომ გაგიშვეს, ასევე მეტყველებს იმაზე, რომ თქვენში არის წესიერების თუნდაც მცირედი მარცვალი, რომელიც რეჟიმმა დაინახა სადღაც, ლაიქში, შეარში, კომენტარში თუ პეტიციაზე ხელმოწერაში.

ჯერ კიდევ ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც სისტემის შიგნით “თავის საქმეს აკეთებს”, ჩუმადაა, ან მხოლოდ ძალიან დაძაბულ/კრიტიკულ მომენტებში ზომიერი კომენტარით ცდილობს გადარჩეს/გამოძვრეს.

ყველას მიადგებიან!

შეიძლება ამის არც თქვენ გჯეროდათ ბოლომდე, მაგრამ ახლა უკვე იცით.

ვერავინ ვერ დარჩება სისტემის შიგნით, ვისაც წესიერების ოდნავი ნასახი მაინც აქვს.

ამიტომ, ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, ახლა ვინც გამოგიშვეს საჯარო სამსახურებიდან — იმ ხალხთან:

ვიცით, რატომაც გამოგიშვეს.
ვიცით, რომ უსამართლოდ მოგექცნენ.
ვიცით, რომ თავის დაცვასაც ვერ ახერხებთ.
ვიცით, რომ ქვეყნის ევროპული მომავლის ერთგულები ხართ და შეიძლება ამ მიზანსაც ემსახურებოდით წლების განმავლობაში.
ვიცით, რომ ეს რეორგანიზაციები სიყალბეა.
ვიცით, რომ სასამართლოც არ გიცავთ.

ვიცით ეს ყველაფერი. ამის წერას და ამაზე ლაპარაკს დიდი აზრი არ აქვს.
სხვა რამეა მოსაყოლი იმ ხალხისთვის, ვინც ჯერ კიდევ სისტემის შიგნითაა და შემოსავლის დაკარგვის შიშით დუმს.

ოღონდ ამ სხვა რამის თქმას, მეტი გულწრფელობა და გამბედაობა სჭირდება.
მოყევით, აქამდე რატომ დუმდით, ან რატომ შემოიფარგლებოდით ზომიერი და იშვიათი კომენტარებით.

მოყევით — რისი გეშინოდათ და რისი იმედი გქონდათ.
მოყევით — როგორ ძლებდით სისტემის შიგნით, მას შემდეგ, რაც გაიაზრეთ, რასთან გქონდათ საქმე.

მოყევით თქვენი განვლილი გზა და რა საუბრები გქონდათ საკუთარ სინდისთან.

ასე დაანახებთ იმ ხალხს, ვინც ჯერ კიდევ დუმს და იმედი აქვს, რომ ასე გადარჩება, რომ არაფერი განსხვავებული არ ხდება მათ თავს, და რომ ვერც ისინი გადარჩებიან, თუ რა თქმა უნდა, სინდისი შერჩათ ისევე, როგორც თქვენ.

ეს იქნება საქმე.
ეს იქნება თქვენი მხრიდან დადებული ერთი აგური საერთო ბრძოლაში.

ყველაფერი დანარჩენი ისედაც ვიცით.

იბრძოლეთ მოკლედ, რეჟიმთანაც და საკუთარ თავთანაც. სიმართლის ლაპარაკი ხშირად ორივეს ნიშნავს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ვინ აფინანსებდა "ტელეიმედს", "რუსთავი 2"-ს, "პოსტვ"-ის, "ტვ პირველს" და "ფორმულას" III კვარტალში?
  2. ირაკლი კობახიძე: ქვეყანა თავზე რომ დაგექცევათ, ტყიდან იომეთო, ამ დონეზე დეტალებზე მიდიოდა საუბარი
  3. ალეკო ელისაშვილს ბრალი გადაუკვალიფიცირეს — მას ტერორიზმს ედავებიან
  4. DataFest-მა, "იმედის" პროპაგანდისტული სიუჟეტის გამო, OC Media-ს, iFact-ის და "სინათლე მედიას" მონაწილეობით დაგეგმილი აქტივობები გააუქმა
  5. აზერბაიჯანული მედია: საქართველოს საზღვარზე აზერბაიჯანელი გადამზიდავების გაჩერების მიზეზი შესაძლოა "ზანზეგურის დერეფანია"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა საქართველოზე რეზოლუციას ამზადებს, რომლითაც ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეებისთვის დასანქცირებას ითხოვს

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპის საკითხთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია განიხილა.  რეზოლუციის…