შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დღეს, 31 იანვარს, 11:00-დან 19:00 საათამდე (თურქეთის დროით 10:00-18:00) სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მგზავრთა და ავტომანქანების გატარება დროებით შეფერხდება.

მათი ინფორმაციით, შეზღუდვა ქვეითთა ახალი დერეფნის გახსნას უკავშირდება. შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რომ კომპიუტერული სისტემა ახალ ადგილზე გადააქვთ, რის გამოც მითითებულ დროს მგზავრთა და ავტომანქანების გატარება დროებით შეჩერდება.