რამდენი წლისაა? იმედი რამ გაუცრუა?
თინეიჯერობის დროს გაგონილი ამბავი გამახსენდა: თითქოს, დედაქალაქის ერთ-ერთ საავადმყოფოში, რიგითმა მოქალაქემ ავტოავარიაში სასტიკად დაშავებული, უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი მიიყვანა. ამბობდნენ, მოქალაქემ ექთნებს უთხრა - მიხედეთ, სანამ ვინმე მოაკითხავს. უპატრონოს არ ჰგავს, ძვირფასი საათი უკეთიაო. ექთნებს ექიმისთვის უთქვამთ, პაციენტი მოიყვანესო. ყვებოდნენ, თითქოს ექიმი არ ჩქარობდა საოპერაციოში შესვლას. სანამ მამაკაცამდე მიაღწია, პაციენტი გარდაცვლილა. ამბობდნენ: ექიმს საკუთარი შვილი შერჩაო.
ეს ამბავი თუ მოგონილია, არაფერი ისე ზუსტად არ გამოხატავს იმედგაცრუებული, მოტყუებული, დათრგუნული და უსამართლობისგან გამწარებული საზოგადოების მდგომარეობას, რომელიც ისე მიახრჩო 90-იანი წლების განუკითხაობამ, რომ ბოროტის/ბოროტების მხილებისთვის ასეთი “იგავი” მოიგონა. მოიგონა იმიტომ, რომ ხვალინდელი დღის ეშინოდა. მოიგონა იმიტომ, რომ რაღაც გვესწავლა ამ ამბიდან. ერთმანეთს რომ დავხმარებოდით. რადგან ასე გამოვიდა-ყველაზე მძიმე დროს ყოველთვის მარტონი ვრჩებით. იგავებიც ჩვენი მოსაფიქრებელია და საჭმელ-სასმელი და თბილი ტანსაცმელიც ჩვენ უნდა გავუნაწილოთ ერთმანეთს. არა? ასე არაა? რამდენ ადამიანს ეხმარებით? რამდენი ადამიანი სარგებლობს თქვენი და თქვენი შვილების გამოცვლილი ტანისამოსით?
ჩვენ არ ვჩუქნით საყურეს ხელმოკლე ნათესავს, რადგან გააზრებული გვაქვს - პრობლემებისგან დამძიმებულს, მას სარკეში ჩახედვაც კი სძულს. არ ვჩუქნით დეკორატიულ ვაზას ან ზარდახშას, იმიტომ რომ ვიცით, მას ფუნქციური ჭიქა ჭირდება. ჩვენი დახმარებები გულწრფელი და ნაღდია.
ბრიტანული თეატრის, როიალ ქორთის თანამედროვე დრამატურგიის ვორქშოპზე, მთავარი გმირის "გახსნისთვის" ასეთი დავალება მოგვცეს - ჩამოგვაწერინეს დაახლოებით ამ ტიპის ორმოცდაათამდე კითხვა: "რამდენი წლისაა?"; "რა არის მისი განუყრელი ნივთი? "რა აწუხებს?", "იმედი რამ გაუცრუა?".. ამის შემდეგ შესაბამისი პასუხები უნდა დაგვეწერა… ამ პრინციპით, შენი პიესის მთავარ გმირს უფრო ახლოს გაიცნობ, გეცოდინება, მაგალითად, როგორი სიარულის მანერა აქვს, როგორია მისი რეფლექსი, როდესაც, ვთქვათ, კარი ხმაურით იღება. რომელ საათზე დგება დილით, რისი სჯერა, რა შეიძლება აიტანოს და რას არ გაპატიებს.
პიესას, ისე როგორც ნებისმიერ ნაწარმოებს, ყოველთვის ეტყობა, კარგად იცნობს თუ არა ავტორი საკუთარ პერსონაჟს.
რა იცის დღევანდელმა ხელისუფლებამ ჩვენ შესახებ?
არაფერი.
მათ არ იციან ჩვენი სახელები. არ იციან, რა გვწყინს ან რა გვიხარია. სამაგიეროდ, იციან, როგორ მოატყუონ დიდები, პატარები და როგორ მოატყუონ მკვდრები.
იციან ისიც, რომ ფულს ვუხდით უსაქმურობაში, მეტიც - მათი უზრუნველი სიბერეც ჩვენს კისერზეა.
არ ცხვენიათ, რომ დღეს ჩვენ პატარა ქვეყანაში პედოფილიის სასტიკად მაღალი მაჩვენებელია, რომ ბავშვები უპასუხისმგებლო უფროსების გაუმართავ საქმეებს ეწირებიან. არ რცხვენათ, რომ უამრავ სკოლაში ზამთარში ცივა, გაზაფხულზე ჭერიდან წვიმა ჩამოდის.
ვითომ არ იციან სტატუსშეჩერებული სტუდენტების საგანგაშო სტატისტიკა რომ გვაქვს. არ იციან სკოლის ტუალეტებში “რაზბორკების” შესახებ? იმავე ტუალეტებში საპონის და ქაღალდის დეფეციტის შესახებ? სკოლებთან ახლოს ისევ იყიდება თამბაქო და მოზარდის ჯანმრთელობისთვის საშიში ენერგეტიკული სასმელი. ზუსტად სკოლის წინ ბავშვს ავტომობილი ეჯახება. ამ ამბების შესახებ იცოდა განათლების იმ საეჭვო მინისტრმა? ყოველ დილით სულელივით რომ კისკისებდა - ნაცარქექიაო, ვაშლებიო...
იციან, რომ საერთო უბედურების ფონზე ჩვენ ბედნიერები ვერ ვიქნებით?!
რამდენი წლის ვართ?
იმედი რამ გაგვიცრუა?
იცით რატომ ვართ უმადურები? რატომ არ მოგვწონს მშვენიერი საახალწლო დეკორაცია? ან რატომ არ გვახარებს კონცერტის გასამართად ჩამოსული მსოფლიო ვარსკვლავების სტუმრობა... იმიტომ, რომ ეს იმას ჰგავს - პედოფილი მსხვერპლს სათამაშოებით რომ ანებივრებს.
მეორე მსოფლიო ომის დროს ადამიანებმა, რომლებმაც ზუსტად იცოდნენ, რომ მათი ქმედების გაშიფვრის შემთხვევაში კანის გაძრობა და გაზის კამერა არ ასცდებოდათ, მაინც მოახერხეს ათასობით ებრაელი ბავშვის გადარჩენა.
თქვენ რა გიშლით ხელს უკეთესი დღეებისთვის იბრძოდეთ, მოქმედებდეთ, მუშაობდეთ?
ჯართის შესაგროვებლად სახლიდან გასული ბიჭის ტრაგიკული შემთხვევა უდანაშაულო მსხვერპლთა სერიების ერთგვარი კულმინაციაა. შეშფოთებული საზოგადოება დაუცველობის და სასოწარკვეთის განცდამ გადაყლაპა.
ჯართის შემგროვებელი ბიჭის ამბავში იმდენი შრეა, იმდენი შეცდომა და ტკივილია, გინდა სინანულით გულთან მიიხუტო შეციებული და დამცირებული პატარა სხეული.
გინდა, რომ ლუკმა გაგეჩხიროს ყელში; არ იყო კარგ გუნებაზე; საკუთარ შვილებს დაბადების დღე არ გადაუხადო. არაფერი აღარ გინდა. არც იმ იგავისებრი ამბის მოფიქრება, დასაწყისში რომ ვახსენე.
ქუჩაში გინდა თანამოაზრეებთან ერთად! და იქ ერთი ბანალური, მარტივი, თუ ცოტა გოიმური ზღაპრისთქმა: იყო და არა იყო რა, - იყო საქართველოს მთავრობა, რომელიც საკუთარ ხელმოცარულობას გამუდმებით წინა ხელისუფლებას აბრალებდა. საახალწლოდ ქუჩებში ბავშვებისთვის ბრჭყვიალა სათამაშოებს ფენდა და კონცერტებს აწყობდა, მაგრამ იმ ქუჩებში ბავშვები აღარ იყვნენ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები