უხილავი შრომა დედებს სიცარიელის შეგრძნებას უტოვებს — კვლევა
უხილავი შრომა ერთ-ერთი ყველაზე სწორი ფორმაა იმ დაუსრულებელი და ენერგიისგამომცლელი სამუშაოს შესაფასებლად, რომლებსაც ქალები ყოველდღიურად სწევენ სახლში, შვილების აღზრდისას და სხვა ოჯახის წევრების კომფორტისთვის.
ჟურნალ Sex Roles-ში გამოქვეყნებული უახლესი კვლევა აღწერს უხილავი შრომის გავრცელებულ ფენომენს და მის დეპრესიულ გავლენას ქალების ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.
გამოკითხვაში ამერიკაში მცხოვრები დაქორწინებული, ან პარტნიორობაში მყოფი 393 დედა მონაწილეობდა. კვლევის ერთ-ერთი ავტორია არიზონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი სონია ლუთარი.
კითხვაზე, არაპროპორციულად უწევთ თუ არა [ქმართან/პარტნიორთან შედარებით] საქმეების მართვა, საშუალოზე მაღალი კლასის წარმომადგენელი დედების უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა.
გამოკითხულთა თითქმის 90-მა პროცენტმა თქვა, რომ ისინი საკუთარ თავზე იღებენ საოჯახო საქმეების ორგანიზებასა და გადანაწილებას. 70%-ის თქმით, მთელი ოჯახის "კაპიტნები" არიან და სახლის საქმეებს მარტო, რუტინულად უმკლავდებიან.
"ყოველდღიური საქმეები გამუდმებით ტრიალებს დედების გონებაში", - ამბობს ლუთარი და როგორც კვლევა აჩვენებს, ეს პროცესი სტრესის განცდის გარკვეულ ხარისხთანაა კავშირში. ამასთან ერთად, კვლევა დარწმუნებით ვერ ამტკიცებს, რომ საკუთარ თავზე აღებული პასუხისმგებლობები ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე გავლენას ახდენს.
კვლევის ავტორი დასძენს, რომ ამის მიზეზი ქალების პასუხებში არსებული ცვალებადობის სიმცირეა, რამაც, შედარების ჯგუფთან მიმართებაში, გაართულა ამ შედეგების ინტერპრეტირება და სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კავშირის პოვნა რუტინული საქმეებისადმი მაღალ პასუხისმგებლობასა და აშლილობების ზრდას შორის.
კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, როცა ქალები ამბობენ, რომ ისინი მარტო უმკლავდებიან შვილების საჭიროებებს და დაუხმარებლად ზრუნავენ მათ ემოციებსა და ურთიერთობებზე, ეს ცხოვრებისა და პარტნიორის/ქმრის მიმართ დაუკმაყოფილებლობის ხარისხს ზრდის. ამასთან ერთად, იქმნება სიცარიელის განცდაც.
გამოკითხული დედების 2/3 (65%-ზე მეტი) ამბობს, რომ მხოლოდ მათ ევალებათ შვილების ემოციურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. 78% კი ამბობს, რომ, შვილების მასწავლებლებსა და სკოლის ხელმძღვანელებს მხოლოდ ისინი იცნობენ.
"იმის განცდა, რომ პარტნიორის/ქმრის ყოლის პირობებში ერთადერთი ხარ, ვინც ამ გადაწყვეტილებებსა და პასუხისმგებლობებს იღებს, შემაძრწუნებელია", - ამბობს ლუთარი და დასძენს, რომ თვითონ, როგორც დედას, გამუდმებული სურვილი აქვს შვილთან დაკავშირებული აღმოჩენები, ფიქრები თუ შიშები პარტნიორს გაუზიაროს.
მკვლევარები საუბრობენ იმ ფაქტორებზე, რომლებიც შესაძლოა გავლენას ახდენდნენ ქალების ემოციურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. მათ შორისაა ის ფაქტორებიც, რომლებიც პარტნიორთან ურთიერთობას ეხება: განიცდიან თუ არა ქალები ქმრების მხრიდან უპირობო სიყვარულსა და მიმღებლობას და აღიქვამენ თუ არა მათ ურთიერთობას მეგობრულად. თუმცა, ამ ფაქტორების დადებით კონტექსტში არსებობის შემთხვევაშიც კი, ბავშვის ემოციურ განვითარებაზე მარტო ზრუნვა ურთიერთობაში მყოფი ქალების კმაყოფილებაზე უარყოფითად მოქმედებს.
იმის გამო, რომ ეს გამოცდილება და ზრდასრულობის სტრესი ერთმანეთთან კავშირშია, კვლევის ავტორი ვერ გამოყოფს, რომელი მათგანია პირველი. კვლევაში მონაწილეობდნენ ქალები დაბალშემოსავლიანი ოჯახებიდან, ამიტომ, მიღებულ შედეგების ყველა ქალზე განზოგადებას ლუთარი არასწორად მიიჩნევს.
პროფესორი ქალებს მოუწოდებს, რომ პარტნიორებს მუდმივად ესაუბრონ უხილავი შრომის თანაბრად განაწილებაზე. მას ასევე სწამს, რომ ემპათიურ და მხარდამჭერ დედებთან ურთიერთობა ასეთი ქალებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ამავე თემაზე:
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები