ბოლო მონაცემებით, H1N1 ვირუსით, იგივე ღორის გრიპით 10 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია On.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა დაუდასტურა.

დაავადებათა კონტროლის 7 იანვრის ინფორმაციით, 100 ათას მოსახლეზე გრიპის ვირუსი 256 ადამიანს დაუფიქსირდა, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით 21-ით ნაკლებია. გამყრელიძის განმარტებით, ლაბორატორიულად H1N1-ის, იგივე ღორის გრიპის 158 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 4 შემთხვევა H3N2-ის.

გაზრდილი მოთხოვნის გამო ანტივირუსულ პრეპარატ ტამიფლუს დეფიციტი შეიქმნა. ჯანდაცვის სამინისტრომ აფთიაქებს მედიკამენტის დამატებითი მარაგი გადასცა. ტამიფლუ ოთხ სააფთიაქო ქსელში გაიყიდება: PSP, ავერსი, GPS და ფარმადეპო.

პრეპარატს უფასოდ მიიღებენ ორსულები, სოციალურად დაუცველები, ბავშვები, ასაკით პენსიონერები, გულსისხლძარღვთა, დიაბეტით, ონკოლოგიური და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე მოქალაქეები. პრეპარატის უფასოდ მისაღებად საჭიროა, ბენეფიციარებმა მიაკითხონ მუნიციპალურ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს და წარადგინონ ექიმის დანიშნულება (ფორმა 100).

კონკრეტულად აფთიაქის რომელ ფილიალებში იყიდება პრეპარატი, მოქალაქეებმა ჯანდაცვის სამინისტროს (1505) ან აფთიაქის ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ:

  • PSP — (032) 2 40 20 20;
  • ავერსი — (032) 2 90 08 00;
  • GPS — (032) 271 0707;
  • ფარმადეპო — (032) 2 40 00 04.