მდინარაძე ადასტურებს, რომ ფოფხაძეს დაურეკა და სთხოვა, კომენტარი არ გაეკეთებინა
ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ დაურეკა ქართული ოცნების დეპუტატს, გედევან ფოფხაძეს და სთხოვა უზენაეს სასამართლოში წარსადგენ უვადო მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაეკეთებინა.
მამუკა მდინარაძის თქმით, ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია, რათა გუნდის წევრებმა შეჯერებული პოზიცია გაახმოვანონ მედიასთან.
"ჩვენ წინასწარ ვერ გავთვლით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს რომელიმე დამოუკიდებელი ორგანო, წინასწარ ამასთან დაკავშირებით მესიჯების გაშვება ყოველთვის იწვევს დაბნეულობას, გაურკვევლობას. ეს იყო ამის მიზეზი. ეს არის ჩვეულებრივი მიმდინარე პროცესი. გუნდის შიგნით, მათ შორის სატელეფონო საშუალებით თანხმდება ხოლმე კონკრეტული პოზიციის გახმოვანების საკითხი", — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, წინასწარ არ იცოდა ვის დაასახელებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის კანდიდატებად და ამის შესახებ გედევან ფოფხაძემ უთხრა.
"მე წინასწარ ნამდვილად არ ვიცოდი, ვის დაასახელებდნენ და აღმოჩნდა, რომ გედევან ფოფხაძემ თავად მითხრა, რომ იყო კონტაქტზე ანა დოლიძესთან და მისგან შევიტყვე იმ მოსამართლეების ვინაობის შესახებ, ვისაც ასახელებდა იუსტიციის საბჭო", — განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.
ქართული ოცნების დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ტელეკომპანია პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა, რომ მას დაურეკეს მამუკა მდინარაძემ და არჩილ თალაკვაძემ და უთხრეს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სიაზე კომენტარი არ გაეკეთებინა.
3 იანვარს ფოფხაძეს ქართული ოცნების ფრაქციამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაატოვებინა და შესაბამისად, ის აღარ არის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
პარლამენტის დეპუტატის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან ორი მიზეზით გაიწვიეს — პროცედურული დარღვევები და შეუთანხმებელი კანდიდატურა.
მდინარაძის განმარტებით, ფოფხაძე კომიტეტის პირველ მოადგილედ რეგლამენტის დარღვევით აირჩიეს, გარდა ამისა მისი კანდიდატურა ფრაქციასთან შეუთანხმებელი იყო.
ეკა ბესელია ამბობს, რომ ფოფხაძის კომიტეტიდან გაწვევით მის მიმართ უმრავლესობამ სადამსჯელო ღონისძიება გაატარა. ოცნებაში დაპირისპირება სწორედ ბესელიას მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ დაიწყო.
დაპირისპირება ქართულ ოცნებაში
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია თანამდებობიდან 27 დეკემბერს გადადგა. მისი თქმით, ამით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებას შეუშალა ხელი.
მიუხედავად იმისა, რომ დღემდე არ არსებობს პროცედურა, რომლითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატები უნდა შეარჩიოს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი უკვე წარდგენილია. ამის გამო, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილსა და საბჭოს არამოსამართლე წევრებს პროცესის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე კითხვები უჩნდებათ.
ეკა ბესელიას გადადგომას მმართველ გუნდში დაპირისპირება მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ბესელიას გადადგომის მიზეზები პარტიის შიდა სამზარეულოა, რომელსაც ნაწილობრივ გარეთ გამოიტანეს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე 31 დეკემბერს აირჩიეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ფიქროს, რომ მისი არჩევა რეგლამენტის დარღვევით მოხდა. ეკა ბესელიას თქმით, რეგლამენტს კარგად იცნობს და იმოქმედა წესების შესაბამისად.
ამასთანავე, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ თუ ვინმე წავა ქართული ოცნების გუნდის წინააღმდეგ, ამას პასუხი აუცილებლად გაეცემა.
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
კომენტარები