ბოლოს და ბოლოს, რა სარგებლობა მოაქვს Netflix-ს
ნეტფლიქსზე Black Mirror: Bandersnatch-ის დადების შემდეგ სულ უფრო აქტუალური გახდა კითხვა, როგორ ვუყუროთ ამ ახალ, სრულიად უნიკალურ და ინტერაქტიულ 5-საათიან ფილმს ისე, რომ სიუჟეტის მართვით სრული სიამოვნება მივიღოთ.
ფილმი, სადაც მაყურებელი თავად წყვეტს, რა უნდა მოხდეს, სწორედ იმ ტიპის კონტენტია, რომელსაც ვერც ტორენტებზე ნახავთ და ვერც ქართულ საიტებზე. ამ ფორმატის "მოპარვა" პრაქტიკულად შეუძლებელია.
ჰოდა, დადგა დრო, ვილაპარაკოთ იმაზე, რა აქვს ნეტფლიქსს ისეთი, რის გამოც მასზე მთელი მსოფლიო გიჟდება, ოღონდ იმ ქვეყნების გამოკლებით, სადაც მოპარული კონტენტი ჩვეულებრივი ამბავია.
რა არის ნეტფლიქსი
ნეტფლიქსი მედიასფეროს გიგანტია, რომელიც 1997 წელს დაარსდა. კომპანია თავდაპირველად DVD-ზე ჩაწერილ ფილმებს აქირავებდა, მოგვიანებით კი, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, მედიაპროვაიდერად ჩამოყალიბდა. ამჟამად ნეტფლიქსს 200-მდე ქვეყანაში 137 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
ნეტფლიქსი აერთიანებს როგორც ძველ/ახალ ფილმებს, სატელევიზიო სერიალებსა თუ გადაცემებს, ასევე კონტენტს, რომელიც მისი დაკვეთით იქმნება. კომპანიის ცნობილი სერიალებია Stranger Things, Narcos, Maniac, The Crown და ასე შემდეგ. რაც შეეხება ნეტფლიქსის ფილმებს, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითი ალფონსო კუარონის ახალი სურათი Roma-ა, რომელიც წელს ოსკარზე საუკეთესო ფილმის ნომინაციაში ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად მიიჩნევა.
რა უპირატესობა აქვს ნეტფლიქსს
პირველ რიგში - არავითარი რეკლამები. გარდა ამისა, ყველა ფილმი თუ სერიალი სუბტიტრებით და HD ხარისხით დევს. ნეტფლიქსის აპლიკაცია, რომლითაც მობილურში გაჭედვის გარეშე ნახავთ საყვარელ სერიალებს, მრავალსაათიან მგზავრობებს შეგიმსუბუქებთ. კიდევ ერთი პლუსი კი ისაა, რომ შეგიძლიათ ფილმები თუ სერიები აპლიკაციაშივე გადმოწეროთ და წინასწარ მოიმარაგოთ.
ამგვარად, ფილმების კომპიუტერში გადმოწერა და მობილურში გადატანა აღარ მოგიწევთ.
რაც შეეხება თავად ნეტფლიქსის სერიალებს, საიტზე მათი ახალი სეზონები ერთიანად თავსდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ მთელი შაბათ-კვირა საყვარელი სერიალის ყურებაში გაატართ.
2013 წლისთვის ნეტფლიქსს მხოლოდ რამდენიმე ორიგინალური სერიალი ჰქონდა, 2018 წლის ბოლოს კი მათი რიცხვი 650-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2018 წელს სტრიმინგ სერვისმა კონტენტის მიმართულებით $8 მილიარდი დახარჯა და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დააფინანსა. მათ შორის იყო Bird Box, სანდრა ბულოკის მონაწილეობით, რომელიც უკვე შეფასდა, როგორც ამ წლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფილმი. სურათმა ნეტფლიქსის რეკორდიც მოხსნა და ერთი კვირის განმავლობაში 45 მილიონზე მეტი ადამიანი დააინტერესა.
ნეტფლიქსის წარმატების კიდევ ერთი მიზეზი მისი დახვეწილი ალგორითმია. ის თქვენ მიერ ნანახ ყოველ ფილმს, გადაცემასა თუ სერიას ანალიზს უკეთებს, რის შედეგადაც სწორედ თქვენზე მორგებულ ინტერფეისს გთავაზობთ.
იმისთვის, რომ კონტენტის ზღვაში არ დაიკარგოთ, ფილმებს, გადაცემებსა თუ სერიალებს (თუ ძალიან ახალი გამოსული არაა) თქვენს გემოვნებასთან შეთავსების პროცენტული მაჩვენებელი აწერია. იმის შანსი, რომ 98%-იანი შეთავსებით მონიშნულმა ფილმმა უკმაყოფილო დაგტოვოთ, მინიმალურია.
რა დევს ნეტფლიქსზე ისეთი, რასაც ქართულ საიტებზე ვერ წააწყდებით?
სატელევიზიო გადაცემები, მრავალფეროვანი კულინარიული შოუები, დოკუმენტური ფილმები, სპეციალური კოლაბორაციული პროექტები (მაგალითად, Vox-ის ან Buzzfeed-ის გადაცემები სოციალურ თემებზე), სტენდაფები, რომელთაც ქართულ საიტებზე ან დიდხანს უნდა ელოდოთ, ან სულაც - ტყუილად და ასე შემდეგ. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ სერიალები Game of Thrones-ის მიღმაც გაინტერესებთ, ხოლო ფილმები - ქართული კინოთეატრების მიერ შერჩეული ჰიტების მიღმა, ნეტფლიქსი თქვენთვის ახალი სამყაროს კარს შეაღებს.
თქვენ მიერ გადახდილი ფული სწორედ იმ სერიალებისა თუ ფილმების შემქმნელებზე გადანაწილდება, რომელთაც დრო დაუთმეთ. ასე რომ, მშვიდი სინდისით შეგიძლიათ უყუროთ ლეგალურ კონტენტს.
რა ღირს ნეტფლიქსი?
ნეტფლიქსის მინიმალური პაკეტის ფასი 8 ევროა, თუმცა კიდევ უფრო ეკონომიური გზაც არსებობს. შეგიძლიათ, პრემიუმ პაკეტი იყიდოთ (11.99 ევრო) და სამ მეგობართან ერთად გაინაწილოთ. ამგვარად, თითოეულ თქვენგანს თვეში 3 ევროს, ანუ 9 ლარის გადახდა მოუწევს.
პირველი თვე უფასოა, საცდელი ვადის გასვლის შემდეგ კი თავად შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, გიღირთ თუ არა ამ სერვისში თანხის გადახდა.
კიდევ ერთი სასიამოვნო ამბავი ისაა, რომ პაკეტის ყიდვის შემდეგ ავტომატურად ჩნდება ანგარიში "ბავშვები", სადაც მხოლოდ მცირეწლოვნებისთვის შესაფერისი ანიმაციები, ფილმები თუ გადაცემები დევს. ენის ბარიერის გათვალისწინებით, ეს, შესაძლოა, მოსახერხებელი არ იყოს, თუმცა შეგვიძლია სხვანაირადაც შევხედოთ: სკოლის ასაკის ბავშვებს ინგლისურენოვანი სუბტიტრებიანი ფილმების ნახვა ენის სწავლაში დაეხმარება.
ასე, რომ თუ აქამდე ნეტფლიქსის პაკეტის ყიდვისგან იმის გამო იკავებდით თავს, რომ უსარგებლო, ან ძალიან ძვირი გეგონათ, შეგიძლიათ, უფასო ერთთვიანი ვადით ისარგებლოთ და Bandersnatch-ში სიუჟეტის მართვის პარალელურად, ისიც გაიგოთ, შემთხვევით ნეტფლიქსის მომავალი მომხმარებელი ხომ არ ხართ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები