სიყვარული არ არის მუდმივი ენთუზიაზმის შეგრძნება – ინტერვიუ წყვილების თერაპევტთან
ესთერ პერელი ბელგიელი ფსიქოთერაპევტია, რომელსაც ურთიერთობებზე რამდენიმე წიგნი აქვს დაწერილი. New Yorker-თან ინტერვიუში ის განიხილავს ღალატს, ბოდიშებსა და ოჯახურ პრობლემებს დღეს, თანამედროვე სამყაროში.
ფსიქოთერაპევტმა ესთერ პერელმა 2006 წელს, პირველი წიგნის, შეწყვილება ტყვეობაშის გამოქვეყნების შემდეგ რომანტიკული ურთიერთობის ყველა დეტალზე - სიყვარულზე, სექსზე, სიახლოვესა და ღალატზე სასაუბროდ მთელი მსოფლიო შემოიარა (ვინც მისი საუბრები ცოცხლად ვერ მოისმინა, TED-ის ვიდეოებს უყურებენ, სადაც ესთერის გამოსვლებს სუბტიტრები 30-ზე მეტ ენაზე ადევს და ათობით მილიონჯერ არის ნანახი). პერელმა, რომელიც ანტვერპენში, ჰოლოკოსტს გადარჩენილი ებრაელების ოჯახში გაიზარდა, კარიერა ოჯახის თერაპევტობით, ტრავმასა და კულტურულ კონფლიქტებზე მუშაობით დაიწყო. მოგვიანებით კი წყვილების თერაპიით დაინტერესდა. ესთერის იუმორით, გულწრფელობითა და თანაგრძნობით გაჯერებული საუბრები ხშირად ანტიინტუიტიურად პასუხობენ პროვოკაციულ შეკითხვებს: როგორ ხდება წყვილი საზოგადოების მთავარი დასაყრდენი? შესაძლებელია ლტოლვის შენარჩუნება? არსებობს ღალატის გამართლება?
ჩემი პირველი შეკითხვა ეხება თქვენს მოსაზრებას, რომ წყვილი ახლა, ისე, როგორც არასდროს, არის ჩვენი საზოგადოებრივი მოწყობის ცენტრალური ერთეული. რატომ?
იმიტომ, რომ ოჯახური ცხოვრების ისტორიაში, ოჯახის გადარჩენისთვის ემოციური კმაყოფილება არასდროს ყოფილა რელევანტური. წყვილს შეეძლო უაზროდ ეცხოვრა 30 წელი. არ გქონდა დიდი არჩევანი, დაქორწინდებოდი ერთხელ და თუ არ მოგეწონებოდა, შენი პარტნიორის ადრეული სიკვდილის იმედიღა გრჩებოდა. ქორწინება პრაგმატული ინსტიტუცია იყო. გჭირდებოდა, რომ გქონოდა, თუმცა ვერ ვიტყოდით, რომ დიდ ბედნიერებას ანიჭებდა ვინმეს, განსაკუთრებით, ქალებს.
ამიტომაც შემოვიღეთ რომანტიკული დაწყვილების, კუთვნილებისა და კომპანიონობის მოთხოვნილება. მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდაზე ავძვერით და ახლა ქორწინებაში თვითაქტუალიზაციას ვცდილობთ. მეტი გვინდა. ერთი ადამიანისგან ვითხოვთ იმდენს, რამდენსაც ერთ დროს მთელი სოფელი გვაძლევდა.
ფიქრობთ, რომ ადამიანებმა ეს ყველაფერი იციან, როცა პარტნიორს ეძებენ? ჩვენ ვეძებთ “იმ ერთადერთს”, მაშინაც კი, თუ ცოტა ცინიკურად ვართ განწყობილი ამის შესახებ?
არა, საერთოდ არ ვართ ცინიკურები.
კარგი
ქორწინება მრავალი ნარატივის შეჯამებაა. მართალია, ის ორი ადამიანის საქმეა, თუმცა გარკვეულწილად გარშემომყოფების საკუთრებაცაა: ოჯახის, მეგობრების, საზოგადოების. როგორც ერთხელ ვთქვი, და ჩემთვის ცოტა ფრთიანი ფრაზასავით დარჩა, პარტნიორს როცა ირჩევ, სინამდვილეში ირჩევ ამბავს, და მერე აღმოაჩენ შენს თავს სპექტაკლში, რომელშიც მონაწილეობა არ გინდოდა. სწორედ ამ დროს ასკდებიან ერთმანეთს ნარატივები.
პირველ რიგში, რაც შეგიძლია შენს თავს ჰკითხო - ქორწინება ორი ადამიანის საქმეა შენთვის? თუ შენს სამშობლოში, ან საცხოვრებელ ადგილას, ქორწინება ჯერ კიდევ ორი ოჯახის ერთობად ითვლება? ამ კითხვაზე პასუხი ურთიერთობის საზღვრების შესახებ ყველანაირ ინფორმაციას იძლევა.
30 წელზე მეტია, პრაქტიკოსი თერაპევტი ხართ. ამ დროში ამერიკაშიც და მსოფლიოს უმეტეს ნაწილშიც, ურთიერთობები შესამჩნევად შეიცვალა. ერთსქესიანი ქორწინება გვაქვს. ქალები შვილებს უფრო გვიან აჩენენ ვიდრე ოდესმე. ტექნოლოგიებს უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩვენ მიერ პარტნიორების ძებნისა და მათთან კონტაქტის საკითხში. რა არის ყველაზე აქტუალური თემები ურთიერთობების შესახებ ამ წუთში?
ჩვენს წინა, სოფლურ ცხოვრებაში, საიდანაც ჩვენი ურთიერთობის მოდელი ჩამოყალიბდა, ყველაფერი ძალიან ცხადი და გარკვეული იყო. შენივე სოციუმი გაწვდიდა ინფორმაციას შენს იდენტობაზე. იცოდი, ვინ იყავი. იცოდი, რას ელოდნენ შენგან და იცოდი, როგორ მოქცეულიყავი. გქონდა მიჯაჭვულობის განცდა და ნული თავისუფლება.
ურბანიზაციის შედეგად, რადიკალურმა ინდივიდუალიზმმა, მატერიალიზმმა და სხვა რამეებმა ბურთი და მოედანი მოგვცა ურთიერთობების სწრაფი ცვლილებებისთვის. ჩვენ აზრზე არ ვართ, როგორ მოვიქცეთ. წესები არჩევანით ჩანაცვლდა, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ მასობრივი გაურკვევლობა და დაბალი თვითშეფასება გვაქვს. ურთიერთობებზე დაწერილი ყოველი მეორე წიგნი კუთვნილების განცდასა და მარტოობაზეა.
ამიტომაც, უდიდესი ცვლილებაა ის, რომ ადრე წესებით და ვალდებულებებით გაწერილი საკითხები ახლა საუბრის თემაა და შედეგად აბსოლუტურად ყველაფერი დამოკიდებულია მოლაპარაკებაზე! შენ უთანხმდები პარტნიორს მნიშვნელოვან საკითხებზე, სად გინდათ ცხოვრება, შვილები თუ გინდათ, რამდენი შვილი გინდათ, ახლა თუა სწორი დრო ბავშვებისთვის. მოკლედ, ეგზისტენციალიზმის უდიდესი არჩევანია, თან ძალიან რთულია ყველაფრის ინდივიდუალურად გადაწყვეტა, ანუ, მთლად უმიზეზოდ არ ვიტანჯებით, ამის თქმას ვცდილობ.
ანუ ჩვენი მოლოდინები უფრო მაღალია, შედეგები კი - არადამაკმაყოფილებელი.
კი, კარგი ნათქვამია.
ბოდიშის შესახებ მინდა გკითხოთ, ბოლო პერიოდში ბევრს ვფიქრობ ამაზე, განსაკუთრებით #metoo კამპანიის გამო. როგორ შეგვიძლია ველოდოთ ბოდიშის მოხდას ადამიანებისგან, ვინც ნამდვილი ტანჯვა მიაყენა სხვებს, ურთიერთობებში, საჯაროდ, სამსახურში და სხვაგან? ისე ჩანს, თითქოს ჩვენი საზოგადოება ამის უფლებას არ იძლევა, არადა აღიარება დიდი შვებაა.
აღიარება და ბოდიში სხვადასხვა რამეა. ორი სამართლებრივი სისტემა არსებობს, ხო? აღმდგენი და დამსჯელი. ერთი ფოკუსირდება რეაბილიტაციაზე, მეორე კი - შურისძიებაზე.
სამხრეთაფრიკელებმა შექმნეს პასუხისმგებლობის სისტემა: ბოდიშს კი არ იხდი, პასუხისმგებლობას იღებ. შენ უბრალოდ ფაქტებს აღწერ და სხვა ადამიანები წყვეტენ, რა უყონ ამ ფაქტებს. თუ პატიება სურთ, იმიტომ, რომ მათ ინტერესშია პატიება (არპატიებაც შესაძლებელია, მაგრამ ზიზღით ცხოვრება - არა), ეს მათი ნებაა. შენ თავად აგებ პასუხს. ეს არის ბოდიშის ერთი ნაწილი.
რაც შეეხება განკურნებას, ერთი, რაც ვიცით ისაა, რომ ტკივილი უნივერსალურია, თუმცა ჩვენ როგორ ვრეაგირებთ ჩვენს ტკივილზე, დიდწილად კონტექსტუალურია და კულტურასთანაა კავშირში. ასეთ დროს სხვა ადამიანებთან კომუნიკაციაზე მეტად არაფერი გვეხმარება. სოციალური კავშირები არის ტკივილების უმრავლესობის უპირველესი სალბუნი. კომუნიკაცია ტრავმის სიმძიმეს ამსუბუქებს.
ტრავმაში ყველაზე უარესი თვითონ ამბავი კი არ არის, არამედ ის იზოლაცია და სირცხვილი, რომელიც ცხოვრების გაგრძელებისას გეუფლება. ეს პროფესიულადაც ვიცი, და ჩემი გამოცდილებითაც. მე ამაში გავიზარდე. ყოველდღე ამას ვუყურებდი.
შენ ბელგიაში გაიზარდე, ჰოლოკოსტს გადარჩენილ ოჯახში.
ყველა ბელგიელი ებრაელი დაადეპორტეს. 60 ათასი. რამდენიმე ათასი დამალული ბავშვი გადარჩა. ომის მერე მთელი ბელგიურ-ებრაული საზოგადოება - რომელიც ამ დროს, 11 მილიონ ბელგიელს შორის, დაახლოებით 40 ათასს შეადგენდა, - შედგებოდა იმ ადამიანებისგან, რომლებიც კარვებიდან, ბანაკებიდან და ტყეებიდან გამოვიდნენ. მთელი სოციუმი გადარჩენილებისგან შედგებოდა. ეს არის, რაც ვიცით და გადარჩენილების საზოგადოება მთელ მსოფლიოში, ფსიქიატრებისა და ფსიქოლოგების ყოველგვარი ჩარევის გარეშე, აორგანიზებდა შეკრებებს, აწყობდა ბანაკებს, სოფლებში გასეირნებას, წვეულებებს. ცხოვრებას იწყებდნენ თავიდან, რგავდნენ ხეებს და აჩენდნენ შვილებს.
იცით, რატომ არის საინტერესო ეს გაერთიანება? იმიტომ, რომ ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ადამიანებმა გააცნობიერეს, რომ არსებობს ზრდასრულობაში მიღებული ტრავმა. მანამდე, ფროიდიანული აზროვნება ამბობდა, რომ ყველაფერი მთავარი ხდება ნულიდან ხუთი წლის ასაკამდე. ახლა კი მივიღეთ მოცემულობა, როცა შესაძლებელი გახდა მთელი ცხოვრება უზრუნველად გაგეტარებინა და უეცარ კატასტროფას დაენგრიე ისე ძლიერად, რომ გადარჩენის ერთადერთ მიზეზად და არსებობის ერთადერთ მიზნად სხვა ადამიანებთან ცოცხლად კავშირის დამყარებაღა დაგრჩენოდა. სწორედ ეს მაქვს ნანახი.
თქვენი მშობლები, თავის მხრივ, გადარჩენილთა ოჯახებიდან არიან. როგორი იყო ასეთ ოჯახში ბავშვობის გატარება? როგორი იყო მათი ქორწინება?
მეორე მსოფლიო ომის მერე დაქორწინებული ადამიანების უმრავლესობისთვის ქორწინება იყო დაახლოებით "მეც მარტო ვარ, შენც მარტო ხარ, ყველაფერი დავკარგეთ, არც ერთს არაფერი გაგვაჩნია, მოდი, დავქორწინდეთ". მართლა ასე წყვილდებოდნენ ადამიანები და მათ დიდ ნაწილს, მას შემდეგ რაც საერთო ცხოვრების მშენებლობას შეუდგებოდნენ, აღარაფერი ჰქონდა საერთო. როგორც აღმოჩნდა, მე ძალიან გამიმართლა. ჩემი მშობლები გათავისუფლების დღეს, გზაში შეხვდნენ ერთმანეთს. დედაჩემი უფრო განათლებული იყო, მამაჩემს კი წერა-კითხვაც უჭირდა. შესაბამისად, ის მამას ცხოვრების სიყვარული გახდა და ბავშვობაში ეს ყველაფერი საკმაოდ სასიამოვნო სანახავი იყო.
მაგრამ ჩემსა და სხვა ოჯახებს შორის უფრო საინტერესო განსხვავება - შეგიძლიათ ეს ყველა სხვა ტრავმასაც მიუსადაგოთ - არის ის, რომ ასეთი რამის გადატანის შემდეგ ზოგი უბრალოდ არსებობს, ზოგი კი - ცხოვრობს. ზოგი ადამიანი უბრალოდ არ კვდება, სხვები კი - აღმავლობას იწყებენ. არსებობდა სახლები, სადაც მწუხარება იყო - აკრძალული იყო მხიარულება, რადგან გართობა და ცხოვრებით ტკბობა ნიშნავდა, რომ შენ არ ფხიზლობ და მომავალი საფრთხისთვის არ ემზადები.
ამის პარალელურად, არსებობდნენ ადამიანები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ დარჩენილი ცხოვრება მომხდარზე შურისძიებად აღექვათ და ყველა წამით დამტკბარიყვნენ. მე გამიმართლა, რომ სწორედ ასეთ გარემოში გავიზარდე. ორი წუთითაც ვერ მოიწყენდი, ვინმე აუცილებლად გკითხავდა "რა მოხდა? რა პრობლემაა?". თანაც, ისეთი პრობლემა ვერ გექნებოდა, რომელიც ცუდად ყოფნას გაამართლებდა. რა შეიძლება აუშვიცთან ახლოს დააყენო? ასე რომ, თავის მხრივ, ესეც რთული იყო.
წყვილებთან მუშაობა როდის დაიწყე? რატომ ფოკუსირდი ამ საკითხზე?
იმიგრაციისა და იდენტობის საკითხები ყოველთვის მაინტერესებდა. კულტურული ურთიერთობები და რელიგიური იდენტობები ვისწავლე, პიროვნების ჩამოყალიბება. როგორ იცვლება ის ნებაყოფლობითი ან ძალით მიგრაციის დროს? და განსაკუთრებით ებრაულ იდენტობას ვაკვირდები - როგორ განსხვავებულად ვითარდება სხვადასხვა ქვეყნებში. რა სხვაობაა ამერიკელ ებრაელებსა და ავსტრალიელ, სამხრეთაფრიკელ, გერმანელ, არგენტინელ და ისრაელელ ებრაელებს შორის. შევისწავლე კულტურული ცვლილებების ნიადაგზე მომხდარი ცვლილებები ურთიერთობებში. სანამ სექსუალობაზე რამეს დავწერდი, ოცი წელი გავატარე კულტურულ, რასობრივ და რელიგიურად შერეულ ოჯახებთან მუშაობაში ამერიკაში და მის საზღვრებს გარეთ.
ჩემი წიგნი შეწყვილება ტყვეობაში სრულიად დაუგეგმავი იყო. წარმოდგენაც არ მქონდა, თუ ოდესმე დავწერდი იმის შესახებ, რაზეც ბოლო რამდენიმე წელია ვლაპარაკობ. წყვილების თერაპია ოჯახური თერაპიიდან წარმოიშვა. წარსულში ხალხი თერაპიაზე მოდიოდა იმიტომ, რომ "ბავშვს ჰქონდა პრობლემა". ეს იყო ლეგიტიმური მიზეზი, რომლითაც თერაპიაზე მოსვლა შეგეძლო. ხშირად კი, ბავშვი უბრალოდ ურთიერთობაში ფესვგადგმული პრობლემების სიმპტომი იყო და ასეთი ოჯახის მოყვანა თერაპიაზე არ წარმოადგენდა სიძნელეს. წყვილებთან მუშაობა ყველაზე რთულია და ყველაზე უშედეგოც, მაგრამ ეს ყველაზე საინტერესო სფეროა. მე პირადად მომნუსხველად აღვიქვამ.
ჩვენც ასე ვართ! პოდკასტი გაქვთ, სახელად საიდან დავიწყოთ, სადაც თქვენ თერაპიას ატარებთ წყვილებთან, რომლებიც პირველად არიან თქვენთან. ჩვენ ვისმენთ მათ აბსოლუტურ გულწრფელობას ერთმანეთისადმი და, ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ შეულამაზებელ, ინტიმურ დეტალებს. ამ შოუს იდეა ნამდვილი სიგიჟეა! რამ გადაგაწყვეტინათ მისი შექმნა?
Showtime-ის სერიალის The Affair-ის კონსულტანტი ვიყავი პირველი ორი სეზონის განმავლობაში. ჯუნ კოენი TED-იდან მოვიდა შეხვედრაზე ჯესი ბეკერთან, ჩემს აღმასრულებელ პროდიუსერთან. უნდოდათ "კაცმა თქვა, ქალმა თქვა" ტიპის პოდკასტი და მე ვუთხარი, რომ წყვილები ასე არ ლაპარაკობენ. მე რასაც ვამბობ, ეგ გათქმევინებს იმის საწინააღმდეგოს, რის თქმასაც აპირებდი, და მერე ეს მე მათქმევინებს რაღაცას, რასაც მოგვიანებით ვინანებ, ან იმას, რისი თქმაც ძალიან დიდი ხანია მინდოდა. ანუ დიალოგი გაცილებით მეტად ცირკულირებს. ამას ვუხსნიდი.
ბოლო წლებში ვხედავთ, როგორ ღრმად არის გამჯდარი მასკულინობისა და ფემინურობის შესახებ წარმოდგენები და რა მტკივნეულად შეიძლება ეს დიქოტომია განვითარდეს, თუ კრიტიკულად არ შევხედავთ.
მე ვფიქრობ, რომ ახლა ისეთი დროა, თითქოს ყველა ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება ჩიხში მოგიმწყვდიოს. ჩემთან წყვილების უმრავლესობა მოდის იმიტომ, რომ სადღაც გაიჭედნენ. ურთიერთობაში მუდმივად ერთსა და იმავე რამეებს იმეორებენ და ჰგონიათ, რომ თუ ერთხელაც ცდიან, აუცილებლად უკეთესი შედეგი ექნებათ.
რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია. პირველ რიგში, რასაც წყვილების თერაპიისას აკეთებ, არის ცოტა მოდუნება. სხვას თავისუფლად ლაპარაკის საშუალება უნდა მისცე.
ღიად და გახსნილად საუბარი ადამიანს ძალიან განსხვავებული კუთხით გვაჩვენებს. ამ დროს აკვირდები - რა რეაქცია აქვს პარტნიორს მის ახალ ქცევაზე, შეამჩნევს თუ არა, რომ სხვანაირად ლაპარაკობს და სულ სხვა ექსპრესია აქვს.
შესაბამისად ცდილობ, თერაპიისას ბევრ სხვადასხვა კონფიგურაციას მიაღწიო, რომ რომელიმე მათგანში ეს ორი ადამიანი ერთმანეთს, ასე ვთქვათ, მოერგოს.
შენს ბოლო წიგნში ღალატის მდგომარეობა ურთიერთობის გარეთ რომანის არაკონვენციური ხედვას ვხვდებით - რა არის ეს და როგორ მოქმედებს წყვილზე. თუ სწორად გავიგე, თქვენი თერაპიული პრაქტიკის ბოლო შვიდ წელიწადში ბევრი წყვილი გეწვიათ ღალატის პრობლემით და თქვენ ფიქრობთ, რომ ღალატი არ არის დასასრული, ეს უბრალოდ არის ერთი კონკრეტული დასასრული.
მე მინდოდა თანამედროვე ურთიერთობებზე წიგნი დამეწერა ღალატის კუთხით. რადგან ღალატი მოიცავს ტყუილს, გაყიდვას, საიდუმლოს, შურისძიებას, ვნებას, სიყვარულს, შფოთვას, სიცრუეს - ეს თავიდან ბოლომდე ადამიანური დრამაა და სხვაგან სად ვნახავთ ამ ყველაფერს ერთად, გარდა სერიალისა?
ჰოდა ვიფიქრე, რომ სულ სხვა კუთხით შემეხედა ამისთვის: როგორ გახდა ღალატი ასეთ მოკლე დროში განქორწინების მთავარი მიზეზი დასავლეთში? ქორწინებაში ეს ძალიან დიდი ცვლილებაა.
გულისხმობთ, რომ ადრე ხალხი არ ეყრებოდა ერთმანეთს ღალატის გამო?
იცით, ქორწინება იყო ასეთი ინსტიტუცია: ერთხელ დგამდი ამ ნაბიჯს და მორჩა. უკანდასახევი გზა არ არსებობდა, და, რა თქმა უნდა, ღალატი აკრძალული ჰქონდათ ქალებს. ეს კაცებს იმის დასადგენად სჭირდებოდა, თუ ვის ბავშვებს არჩენდნენ კონკრეტულად და ვის გადაეცემოდა ძროხები მათი სიკვდილის მერე. ეს მთლიანად ეკონომიკური საკითხი იყო, არაფერი ჰქონდა საერთო სიყვარულთან და კაცებს ფაქტობრივად ლიცენზია ჰქონდათ ღალატისთვის, თავისი ახსნა-განმარტებებით, რომ ამის უფლება ბუნებამ მიანიჭა და ა.შ.
ასე რომ, ღალატი ქორწინების გამოგონებისთანავე გაჩნდა. ეს არის ერთადერთი ცნება, რომელიც ორჯერ მეორდება ბიბლიაში. გასაგებია, რომ ვიღაც მიხვდა, საითაა ადამიანი მიდრეკილი. მე მინდოდა გამერკვია, რატომ ღალატობენ ერთმანეთს ადამიანები? და რატომ ღალატობენ ბედნიერ ურთიერთობაში მყოფი ადამიანები შეყვარებულებსა და მეუღლეებს - რაც ბევრისთვის დაუჯერებელია. გავრცელებული აზრით, თუ ყველაფერი, რაც გინდა, სახლში გაქვს, სადმე წასვლა არ მოგინდება. შესაბამისად, თუ სხვაგან გადაუხვიე, ესე იგი, თავიდანვე გაკლდა რაღაც.
ეს ტავტოლოგიაა. უამრავი განქორწინებული წყვილი მინახავს, რომელთაც ცუდი ურთიერთობა არ ჰქონიათ, ასე რომ, საკითხავია, განქორწინების სიადვილემ რატომ არ დაასრულა ღალატი?
თქვენ როგორ განმარტავთ სიყვარულს?
სიყვარული ზმნაა. პირველი ეს მახსენდება. ეს არის ყველა პოზიტიური, პრიმიტიული და საძულველი შეგრძნების მთლიანობა.
ეს ძალიან აქტიური ზმნაა და ხანდახან გასაკვირიცაა, როგორი დინება ახასიათებს. მთვარეს ჰგავს. გვგონია, გაუჩინარდა და უცბად აბრდღვიალდება. სიყვარული არ არის მუდმივი ენთუზიაზმის შეგრძნება. მე 35 წელია, ურთიერთობაში ვარ და ყოველდღე ვმუშაობ. ორი ბიჭი მყავს და ამაზეც ყოველდღე ვმუშაობ. ჩვენ ხომ მხოლოდ რომანტიკულ სიყვარულზე არ ვსაუბრობთ.
სიყვარულის დღევანდელი განმარტებაა "შენ ჩემი ყველაფერი ხარ", რაც ასე მკაფიოდ ჩანს გაზვიადებულ საქორწინო ფიცებში. შეგიმჩნევიათ? ამბობ "მე მოგწმენდ ცრემლს იქამდე, სანამ შენ შეამჩნევ, რომ ტირი". ვფიქრობ, ფიცის უფრო რეალისტური ვერსია იქნებოდა "მე რეგულარულად ყველაფერს გავაფუჭებ და, ხანდახან, ამას ვაღიარებ ხოლმე".
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000 მამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000
-
გადახედვანინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს… ნინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს…
-
გადახედვაჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია ჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია
-
გადახედვათეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია თეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას სალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს სალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს
-
გადახედვამარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს მარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა
-
გადახედვათამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს თამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო! სალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!
-
გადახედვათურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი
-
გადახედვა"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება "ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს კობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს
-
გადახედვაკობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაწილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა წილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა
-
გადახედვაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
-
გადახედვასაგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა საგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
კომენტარები