იცოდით, რომ ჯულია რობერტსის ხვრელები (დიახ, სწორად წაიკითხეთ) ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო უკეთესი ხდება?!

ამერიკის საკულტო მსახიობის სხეულის სწორედ ამ დეტალებზე გააკეთა აქცენტი ერთ-ერთმა გამოცემამ.

"ჯულია რობერტის ცხოვრება და ხვრელები ასაკის მატებასთან ერთად უმჯობესდება" - ამ სათაურით დაბეჭდა სტატია ნიუ-იორკის ერთ-ერთმა გამოცემამ.

თუ დაფიქრდით, რატომ დაინტერესდა Post-Journal ამ თემით, გეტყვით, რომ სათაურში უბრალოდ შეცდომა გაეპარათ და ინგლისური სიტყვა Roles-ის (როლები) მაგივრად Holes (ხვრელები) დაწერეს.

მართალია, გამოცემამ მოგვიანებით ბოდიში მოიხადა, თუმცა ეს ვის აინტერესებს?! ამ შეცდომაზე უკვე ყველა სოციალურ ქსელში ხალისობენ.

"ჯულია რობერტსი ბედნიერი იქნება, როცა გაიგებს, რომ ასაკის მატებასთან ერთად მისი ხვრელები უმჯობესდება" - წერს ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებელი.

ამ ამბავმა მსახიობისა და ტელეწამყვანის, ბიზი ფილიპსის ყურადღებაც მიიქცია და ტვიტით გამოეხმაურა.

"აი, რატომ არის ის კინო ვარსკვლავი. ჩემი ხვრელები ასაკის მატებასთან ერთად უარესდება", - წერს ფილიპსი.

სოციალურ ქსელში დიდი შექება დაიმსახურა რობერტსის გინეკოლოგმაც.

ასეა, თუ ისე, დარწმუნებულები ვართ, რომ ამ სტატიის სათაურის წაკითხვის შემდეგ, ჯულია ძალიან ბევრს იხალისებდა.