კომუნიკაციების კომისიას ჰგონია, რომ წინასაარჩევნოდ ტელევიზიებს ანტირეკლამების განთავსება არ შეეძლოთ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიჩნია, რომ ხუთმა ტელევიზიამ, რომელბმაც საპრეზიდენტო კანდიდატების, სალომე ზურაბიშვილისა და გრიგოლ ვაშაძის ანტირეკლამები განათავსეს, კანონი დაარღვიეს. კომისიამ ტელევიზიები სამართალდამრღვევებად მიიჩნია, თუმცა არ დაასანქცირა.
"საკითხისადმი ერთგვაროვანი მიდგომისა და პრაქტიკის ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად, ასევე, სამართალდარღვევის პრევენციის ხელშეწყობის მიზნით, მაუწყებლები სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა", — განმარტებულია განცხადებაში.
კომისიამ მონიტორინგის შედეგად დაადგინა, რომ წინასაარჩევნო ანტირეკლამები განთავსდა აჭარის ტელევიზიის, რუსთავი 2-ის, იმედის, იბერიასა და კავკასიის ეთერში.
მარეგულირებელმა კომისიამ ტელევიზიების სამართალდამრღვევებად მისაჩნევად მაუწყებლობის შესახებ კანონით იხელმძღვანელა. უწყებამ მიიჩნია, რომ რეკლამების არაეთიკური/არსათანადო იყო და ეთერში არ უნდა განთავსებულიყო.
რუსთავი 2 არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას და გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. არხის პოზიცია On.ge-ს მისმა იურისტმა, თამთა მურადაშვილმა გააცნო.
"კომისიამ დაადგინა ცენზურა, ძალიან საშიში პრეცედენტი. აუცილებელად გავასაჩივრებთ სასამართლოში, გავივლით ყველა ინსტანციას და საჭიროებისამებრ სტრასბურგშიც წავიღებთ ამ საქმეს", — ამბობს არხის იურისტი.
ის კომუნიკაციების კომისიას კანონში არსებულ რამდენიმე მუხლის შინაარსზე მიუთითებს:
- პოლიტიკური რეკლამა შეიძლება იყოს ანტირეკლამაც;
- პოლიტიკური რეკლამის შინაარსზე მაუწყებელი პასუხისმგებელი არ არის;
- კომუნიკაციის კომისიის გადაწყვეტილება ემყარება რეკლამის შესახებ კანონს, რომელიც პოლიტიკურ რეკლამაზე არ ვრცელდება.
ამ გარემოებების გათვალისწინებით მას მიაჩნია, რომ საარჩევნო რეკლამის შინაარსზე მაუწყებლის პასუხისმგებლობა გამორიცხულია.
"ეს არის საჩვენებელი გადაწყვეტილება იმისა, რომ მომავალში პოლიტიკურ პარტიებს აღარ ექნებათ უფლება ამგვარი სახის ხელისშემშლელი კლიპები ეთერში განათავსონ. მუდმივად იქნებიან თვითცენზურის ქვეშ, ვინაიდან მათი პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლება პოლიტიკური რეკლამის სახით, მუდმივად დამოკიდებული იქნება კომისიაზე. ოღონდ, ამისთვის სანქცია დაეკისრება მაუწყებელს. რაც, სრული ნონსენსია", — აღნიშნა მურადაშვილმა.
მურადაშვილს ეთანხმება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი მარიამ გოგოსაშვილი. On.ge-სთან საუბრისას ის ამბობს, რომ კომუნიკაციების კომისიის კომპეტენცია პოლიტიკური რეკლამის შინაარსზე არ ვრცელდება.
"რეალურად, კომისია ვერ შევა პოლიტიკური რეკლამის შინაარსის განხილვაში, ისევე როგორ მაუწყებლები. ტელევიზიებს არ შეუძლიათ შეაფასონ კონკრეტული გამონათქვამები და აქედან გამომდინარე ვერც ეთერში გაშვებაზე იტყოდნენ უარს და ვერც საეთერო ბადიდან ამოიღებდნენ", — ამბობს გოგოსაშვილი.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ პოლიტიკური შინაარსის გამო მაუწყებლებმა კანონი დაარღვიეს. 25 სექტემბრის წერილით მან ტელევიზიებს სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო რეკლამის ამოღება დაავალა. რუსთავი 2-მა კომისიის ეს გადაწყვეტილება მაშინაც ცენზურად შეაფასა.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები