რატომ ტოვებს რუსთავი 2 სალომე ზურაბიშვილის ანტიპიარულ რეკლამებს ეთერში — არგუმენტები
ტელეკომპანია რუსთავი 2-მა, კომუნიკაციების კომისიიდან მიღებული წერილის მიუხედავად, გადაწყვიტა, რომ საეთერო ბადეში დატოვოს სახელისუფლებო პარტიისგან მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ანტიპიარული რეკლამა. არხის იურისტმა, თამთა მურადაშვილმა On.ge-ს არგუმენტები გააცნო.
კომისიის თავმჯდომარის წერილს ცენზურის მცდელობად აფასებს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის იურისტი. მისი თქმით, საარჩევნო პროცესში კომისია წარმოჩინდა, როგორც მხარე.
რუსთავი 2-ის არგუმენტები
კლიპი I
კომუნიკაციების კომისიას მიაჩნია, რომ გადაცემა რეაქციის იმ ფრაგმენტის გამოყენებით, სადაც ჟურნალისტი კითხვას სვამს ირღვევა მაუწყებლობის შესახებ კანონი. რუსთავი 2-ის იურისტს მიაჩნია, რომ კომისიის წერილში კანონი არასწორადაა განმარტებული, რადგან ამ კლიპში ჟურნალისტი რეალურად არ მონაწილეობს.
"მხოლოდ რესპონდენტის პასუხის მიხედვით, მაყურებლისთვის გაუგებარი იქნებოდა რას პასუხობს საპრეზიდენტო კანდიდატი ამ სიტყვებით. ეს არის საჯარო კადრები, და კლიპის ავტორმა გამოიყენა საჯარო მასალა", — ამბობს მურადაშვილი.
კლიპი II
ერთ-ერთ სარეკლამო რგოლში სალომე ზურაბიშვილი მოხსენიებულია მოღალატედ. კომისიამ მიიჩნია, რომ სიტყვა "მოღალატე" არღვევს ზნეობრივ ნორმებს და ბღალავს ფიზიკურ პირს. ტელეკომპანიას კი მიაჩნია, რომ ვიდეოკლიპის შინაარსიდან გამომდინარე ნათელია, რომ ეს სიტყვა პოლიტიკური შეფასებაა.
"სალომე ზურაბიშვილიც გამოხატავს და აფიქსირებს საკუთარ პოზიციას თავისუფლად, მის მიერ შერჩეული ფრაზებით, სიტყვებით, ლოზუნგებით და მისი სიტყვის თავისუფლების რეალიზაცია არავის შეუზღუდავს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, გაუგებარია რატომ უნდა აეკრძალოს სხვა პოლიტიკურ სუბიექტს სალომე ზურაბიშვილზე აზრისა და შეფასების თავისუფლად დაფიქსირების საშუალება, როდესაც თავად სალომე ზურაბიშვილი თავისუფალია მის სიტყვასა და გამოხატვაში და გამოხატვის ფორმებში", — განმარტავს იურისტი.
კლიპი III
კომისიის განმარტებით, ერთ-ერთი სარეკლამო რგოლი შეიცავს უხამსი შინაარსის გამონათქვამს. იმის გამო, რომ მაუწყებლებისთვის მიწერილ წერილში დაკონკრეტებული არაა რომელი კლიპზე მიუთითებს კომისია, ან რა სიტყვა მიიჩნია უხამსად ტელეკომპანიის იურისტს საკითხის ვარაუდის დონეზე შეფასება უწევს.
"ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა ეს მითითება იმ კონკრეტულ კლიპს ეხებოდეს, სადაც ციტირებულია კანდიდატის მიერ საჯაროდ ნათქვამი უცენზურო სიტყვა. აქ ლოგიკურად ჩნდება კითხვა, როცა ტელეკომპანია აშუქებს პრეზიდენტის აზრებს, ლოზუნგებს და სიტყვებს, მათ შორის, მის მიერვე ნათქვამ უცენზურო ფრაზებსაც, ხოლო ტელეკომპანია ამას ეთერში უშვებს, ამით ამ სიტყვების ავტორი არღვევს კანონს, თუ როგორც კომისია მიგვითითებს თავად ტელევიზია?!" — აღნიშნავს რუსთავი 2-ის იურისტი.
ამავე თემაზე:
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები