საუკუნის წინ სერბმა ნაციონალისტმა გავრილო პრინციპმა სარაევოში ავსტრია-უნგრეთის პრინცი ფრანც ფერდინანდი მოკლა. ასე დაიწყო მაშტაბური ოთხწლიანი კონფლიქტი, რომლის შედეგებიც ევროპის ყველა ქვეყნისთვის ტრაგიკული აღმოჩნდა. უსარგებლო სისხლისღვრა, რომელშიც ვერავინ გაიმარჯვა - ასე აფასებენ პირველ მსოფლიო ომს საუკუნის გადმოსახედიდან ექსპერტები. ომში 30 ქვეყნიდან დაახლოებით 65 მილიონი ჯარისკაცი მონაწილეობდა, საბრძოლო მოქმედებები კი თითქმის მთელ მსოფლიოში მიმდინარეობდა.

1914 წლამდე ომებში ძირითადად კავალერია იყო ჩართული - ცხენზე ამხედრებული ჯარისკაცები მახვილსა და თოფს იყენებდნენ, თუმცა პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ცხადი გახდა, რომ სანგრების ბრძოლაში ეს ტაქტიკა უსარგებლო იქნებოდა. რაკი ამ დროისთვის ავტომობილები და ტრაქტორები ჯერ კიდევ ახალი გამოგონილი იყო, ცხენებს ტრანსპორტირების ფუნქცია დაეკისრათ. ბრიტანული და ფრანგული ძალები კოლონიებიდან აგროვდნენ ცხენებს და ისინი ოკეანეების გადაკვეთით ხვდებოდნენ ცხელ წერტილებში. დაუზუსტებელი ცნობით, ომის ოთხი წლის განმავლობაში 8 მილიონი ცხენი დაიღუპა. სხვა ცხოველებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ბრძოლაში: ძაღლები მაცნეების როლს ითავსებდნენ, დაჭრილ ჯარისკაცებს ეძებდნენ და საჭიროების შემთხვევაში, განგაშსაც ტეხდნენ. განსაკუთრებით დიდი დატვირთვა დობერმან პინჩერებსა და გერმანულ ნაგაზებზე მოდიოდა. მტრედებს წერილები დაჰქონდათ, აქლემები და ჯორები თილისმებად გვევლინებოდნენ. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის დროს, ოთხფეხა ასისტენტებისთვის განკუთვნილი სამხედრო დავალებების დიდი ნაწილი მანქანებმა იტვირთეს და ცხოველები ომებისგან სამუდამოდ გათავისუფლდნენ.

ნახეთ ეს შთამბეჭდავი ფოტოები:

1. ცხენზე ამხედრებული ჯარისკაცი - პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში ყველა მხარეს ჰყავდა კავალერია, თუმცა მავთულხლართების, ტყვიამფრქვევებისა და სანგრების გამოყენებამ დასავლეთ ფრონტზე ცხენებით ბრძოლა უსარგებლო გახადა. კავალერია აქტიურად იყო ბრძოლაში ჩართული აღმოსავლეთში და შუა აღმოსავლეთში

2. 1915 წელს გერმანელებმა პირველად გამოიყენეს მასიური განადგურების იარაღი - გაზი. ფოტოზე ხედავთ, როგორ ათავისუფლებს ძაღლს საბმელისგან აირწინაღიანი ჯარისკაცი გაზით შეტევისას

3. გერმანელი ჯარისკაცები რუსებისთვის წართმეული ტყვიამფრქვევით აღჭურვილ ცხენთან პოზირებენ, ცხენსვე აქვს დამაგრებული საბრძოლო მარაგების შესანახი ყუთი

4. ჯარისკაცი "მედდა" ძაღლის მარაგიდან სახვევებს იღებს

5. კამერადამაგრებული მტრედი - გერმანელი მოქალაქე ჯულიოს ნეუბრონერი ექსპერიმენტულ მეთოდებს მიმართავდა, რათა საჰაერო გზით შეეტყო მტრის დანაყოფების ადგილმდებარეობა

6. ალექსანდრია, ეგვიპტე, 1915 წელი - გემიდან ჯორის "გადმოტვირთვა". ბრიტანეთი და საფრანგეთი ცხენებითა და ვირებით სხვადასხვა ქვეყნიდან მარაგდებოდნენ. ხშირად გერმანული საზღვაო ძალები ცხოველებით დატვირთულ გემებს მიზანში იღებდნენ, რის გამოც ოკეანეების ფსკერზე ასი ათასობით ცხოველის ჩონჩხის პოვნა შეიძლება

7. სერჟანტი სტაბი პირველი მსოფლიო ომის დროს ყველაზე მამაც ძაღლად ითვლებოდა, ის ერთადერთი ძაღლი იყო, რომელსაც სერჟანტის წოდება ბრძოლებში მონაწილეობის გამო მიენიჭა. ბოსტონური ბულტერიერი, რომელიც თავიდან საბრძოლო შენაერთების თილისმა იყო, ბოლოს წინა ხაზზე ეხმარებოდა ჯარისკაცებს. ის თავდაპირველად გაზით შეტევის დროს დაშავდა, რის გამოც გაზზე მაღალი მგრძნობელობა გამოუმუშავდა. სტაბი ყეფით აფრთხილებდა ჯარისკაცებს მოსალოდნელი გაზის შეტევის წინ, ეხმარებოდა დაჭრილ მეომრებს და ერთხელ გერმანელი ჯაშუშიც კი გამოააშკარავა. გაბედულ ოთხფეხას ორჯერ დაჭრის შემდეგაც არ შეუწყვეტია ადამიანების დახმარება და ამისთვის მას უამრავი მედალი მიანიჭეს

8. წითელი ჯვრის საავადმყოფო ეგვიპტის საზღვართან

9. კაპრალი კოალასთან ერთად, რომელიც, სავარაუდოდ, ომის თილისმა იყო, კაირო, 1915

10. ინდური სპილო ჰამბურგის ზოოპარკიდან, რომელსაც გერმანელები საფრანგეთში ხის მორების გადასაადგილებლად იყენებდნენ. როცა ომი განსაკუთრებით გამძაფრდა, გერმანელებმა ცირკისა და ზოოპარკის ცხოველების მილიტარისტული მიზნებისთვის გამოყენება დაიწყეს, 1915

11. კატა-თილისმა საბრძოლო იარაღიდან იყურება

12. "ეს მტრედები საფრანგეთში ჩვენს ბიჭებს გადარჩენაში ეხმარებიან. მათ არა მხოლოდ ცნობები გადააქვთ სანგრებიდან უკანა ხაზზე, არამედ ავიატორების დაზვერვის შედეგებსაც ატყობინებენ ადრესატებს"

ფოტო: WWI Signal Corps Photograph Collection

13. 1917 წლის დეკემბერი - ავსტრალიური დანაყოფები ნეგევის უდაბნოში. პოლკოვნილი და სურათზე გამოსახული ადამიანების უმრავლესობა ამ ფოტოდან ერთ საათში დაიღუპა

ფოტო: Australian official photographs / State Library of New South Wales

14. ჯარისკაცი და მისი ცხენი აირწინაღებში, 1918

ფოტო: Woodrow Wilson Presidential Library

15. ფოტო "საბრძოლო ცხოველი, რომელიც საბრძოლო ცხოველს ატარებს" ბელგიაშია გადაღებული. ძაღლზე გადაკიდებულ სათავსოში საფოსტო მტრედები არიან, რომლებიც ძაღლმა წინა ხაზზე უნდა მიიყვანოს

ფოტო: National Archives / Official German Photograph

გაიგეთ მეტი პირველი მსოფლიო ომის შესახებ "შაბათის შუადღიდან", სადაც ამ თემას ვრცელი სიუჟეტი მიეძღვნა: