კვირის 10 მთავარი სამეცნიერო სიახლე, რომელიც შეიძლება გამოგრჩენოდათ (9-16 ნოემბერი)
ფოტო: Futurism
ჩვენ შევკრიბეთ ის მთავარი სამეცნიერო სიახლეები, რომლებიც შეიძლება დატვირთული კვირის განმავლობაში გამოგრჩენოდათ.
1. კვლევა: მეხსიერების წყარო შესაძლოა უძველესი ვირუსი იყოს
ფოტო: Phoebus87, Wikimedia Commons
დადგინდა, რომ ტვინში არსებული ერთ-ერთი ცილა, რომელიც მეხსიერების ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, თავისი ქცევით ვირუსს ძალიან წააგავს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ცილის წარმომავლობა 350-400 მილიონი წლის წინ არსებულ ვირუსს უკავშირდება.
გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/w4m
2. კილოგრამი ცვლილებას განიცდის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სასწორზე სხვა რიცხვი დაიწერება
ფოტო: NIST
მეცნიერებმა გადაწყვიტეს, რომ პარიზის მიწისქვეშა საცავში დაცული მეტალის ცილინდრი კილოგრამის ეტალონად აღარ გამოდგება. წონის ერთეული ახალი განსაზღვრება პლანკის მუდმივაზე იქნება დაფუძნებული.
გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/w7m
3. მთის გორილას გადაშენების კრიტიკული საფრთხე აღარ ემუქრება
ფოტო: Shutterstock
კონსერვაციული ქმედებების შედეგად ბუნებაში მთის გორილების რაოდენობა 1 000-ს აცდა. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის თქმით, მთის გორილას გადაშენების საფრთხე მაინც არსებობს, თუმცა ამ ეტაპზე მდგომარეობა კრიტიკული აღარ არის.
წყარო: iflscience
4. ჩვენი მზის სისტემა ბნელი მატერიის "ქარიშხალში" მოხვდა
ფოტო: NASA-Jpl/Caltech
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჩვენი მზის სისტემა ბნელი მატერიის ნაკადში მოხვდა, რომელიც წამში 500 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობს. ნაკადს ბნელ მატერიასთან ერთად 30 000 ვარსკვლავიც მოყვება, თუმცა, საბედნიეროდ, დედამიწას არც ერთი მათგანი არ შეეჯახება.
გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/w5l
5. გრენლანდიაში მყინვარის ქვეშ 30-კილომეტრიანი კრატერი აღმოაჩინეს
ფოტო: NATURAL HISTORY MUSEUM OF DENMARK, CRYOSPHERIC SCIENCES LAB/GSFC/NASA
გრენლანდიაში მეცნიერებმა ყინულის ქვეშ სპეციალური რადარით 300 მეტრის სიღრმის მქონე მრგვალი სტრუქტურა დააფიქსირეს - ადგილიდან აღებულ ნიმუშებში დაფიქსირდა მეტეორის შეჯახების ფიზიკური კვალიც. მეტეორის სიგანე სავარაუდოდ ერთი კილომეტრი იყო.
გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/w9e
6. კვლევა: ორანგუტანი ერთადერთი ცხოველია, რომელსაც წარსულზე საუბარი შეუძლია
ფოტო: DanielFerryanto/iStock
აქამდე ითვლებოდა, რომ დროის ამგვარი აღქმა მხოლოდ ადამიანებს შეეძლოთ. ექსპერიმენტის ფარგლებში მეცნიერები დააკვირდნენ, მტაცებელის გამოჩენიდან რამდენ ხანში ავრცელებდნენ ორანგუტანები განგაშის სიგნალს. ამაზე დაყრდნობით მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ორანგუტანებს წარსულზე ფიქრი შეუძლიათ.
წყარო: ScienceAlert
7. ჭარბწონიანობასა და დეპრესიას შორის გენეტიკური კავშირი გამოაშკარავდა
ფოტო: Getty Images/Moment Open
73 კონკრეტული გენოტიპის გაანალიზების შემდეგ, ასაკისა და სქესის გათვალისწინებით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სხეულის მასის ინდექსის ყოველი 4.7-ით მომატებისას კაცებში დეპრესიის განვითარების რისკი 18-ით, ხოლო ქალებში კი 23 პროცენტით იზრდება.
გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/w5p
8. ბირთვული სინთეზის რეაქტორში ტემპერატურის ახალი რეკორდი მოიხსნა - 100 მილიონი ცელსიუსი
ფოტო: Futurism
სატესტო გაშვების დროს მეცნიერებმა რეაქტორში მზის ცენტრში არსებულ ტემპერატურაზე 6-ჯერ უფრო ცხელი პლაზმა შექმნეს. თუ მეცნიერები პლაზმის შენარჩუნებას დიდი ხნის განმავლობაში შეძლებენ, ეს შეიძლება სუფთა ენერგიის წყარო გახდეს.
წყარო: Futurism
9. უდაბნოში წვიმის მოსვლამ იქ არსებული სიცოცხლე გაანადგურა
ფოტო: Carlos González Silva
ატაკამის უდაბნო, სადაც ბოლო 500 წელია მნიშვნელოვანი ნალექი არ დაფიქსირებულა, ბოლო 15 მილიონი წლის განმავლობაში ჰიპერ-მშრალ მდგომარეობაში იმყოფება. 2015 წელს ატაკამაში რამდენჯერმე გაწვიმდა, რამაც იქ არსებული მიკრობების უმეტესი ნაწილი გაანადგურა.
წყარო: iflscience
10. დღის რომელ მონაკვეთში ვწვავთ ყველაზე მეტ კალორიას? - კვლევის შედეგები
ფოტო: Shutterstock
კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ ადამიანები შუადღით მოსვენების მდგომარეობაში ყოფნისას 10%-ით უფრო მეტ კალორიას წვავენ, ვიდრე იმავე მდგომარეობაში საღამოს, ან გვიან ღამით ყოფნისას.
გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/w9l
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა

კომენტარები