ეს არ არის კონფერენცია - მათთვის, ვისაც ტყუილ-მართლის გარჩევა აინტერესებს
ეს არ არის კონფერენცია
ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ყველგან ინფორმაციაა, მაგრამ ყველა ინფორმაცია არ არის ინფორმაცია. სადაც ათასობით მედიაა, მაგრამ ყველა მედია არ არის მედია. სადაც თითოეული ჩვენგანი ინფორმაციის მომხმარებელია, მაგრამ არ არის მხოლოდ მომხმარებელი. სადაც ყველას შეუძლია იყოს ინფორმაციის წყაროც, მედიაც და მოხმარებელიც ერთდროულად.
როგორ გადავრჩეთ ასეთ სამყაროში? სად გავარჩიოთ ტყუილ-მართალი? როგორ გავუმკლავდეთ გამოწვევებს? ამ კითხვებზე საპასუხოდ 20-21 ნოემბერს სამოქალაქო და საჯარო სექტორის, განათლებისა და მედიის წარმომადგენლები, ექსპერტები და მკვლევარები შეიკრიბებიან კონფერენციაზე, რომელიც არ არის კონფერენცია.
ღონისძიების სახელწოდება და ვიზუალური შეფუთვა ეყრდნობა რენე მაგრიტის სურეალისტურ კონცეფციას "ეს არ არის ჩიბუხი". ორგანიზატორები ამბობენ, რომ ამ გზით იმის ხაზგასმა სურთ, რამდენად რთულია დღეს ნამდვილი და ყალბი ამბის გარჩევა.
"ყოველდღე ვკითხულობთ ახალ ამბავს, რომელიც სინამდვილეში არ არის ახალი ამბავი, ვუყურებთ ფოტოს, რომელიც არ ასახავს სინამდვილეს, სტატისტიკას, რომელიც გაყალბებულია, ვიდეოს, რომელიც მანიპულაციაა და, რაც მთავარია, ეს "ახალი ამბები", "ფოტოები", "ვიდეოები", "სტატისტიკა" ძალიან სწრაფად, ხშირად ჩვენი მონაწილეობით ვრცელდება. ჩვენი კონფერენციის მთავარი მიზანი ამ რეალობის, შესაბამისი საფრთხეების გაანალიზება და გამოსავლის პოვნის მცდელობაა", - ამბობენ დემოკრატიის ლაბორატორიაში.
ეს არ არის სპიკერი
კონფერენციის პირველი დღე მედია წიგნიერების, fake news-ის და პროპაგანდის კუთხით საქართველოში და მსოფლიოში არსებული გამოწვევებს, დეზინფორმაციასთან ბრძოლის არსებული პრაქტიკას და გამოცდილებას დაეთმობა. კონფერენციის სპიკერები და პანელისტები არიან: ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი - გიორგი ქადაგიძე, საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი, ეთო ბუზიაშვილი, ჩემი ცოლის დაქალების სცენარისტი - ქეთი დევდარიანი, მედიის განვითარების ფონდის წარმომადგენელი - სოფო გელავა, უშიშროების საბჭოს მდივანი, დავით რაქვიაშვილი და სხვები.
ეს არ არის რეგისტრაცია
თუ ხართ სკოლის მოსწავლე, სტუდენტი ან უბრალოდ ადამიანი, რომელსაც ეს საკითხები აღელვებს, კონფერენცია თქვენთვისაა. დასწრება უფასოა, დარეგისტრირება შეგიძლიათ აქ: კონფერენცია ტექნოპარკში, დილის 11 საათზე დაიწყება, გაგრძელდება საღამოს 6-მდე და ბევრ საინტერესო გამოსვლას და სიახლეს გვპირდება.
ეს არ არის ყველაფერი
"ეს არ არის კონფერენცია" ორწლიანი პროექტის ნაწილია, რომელსაც დემოკრატიის ლაბორატორია საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, Digital Communication Network-თან და Forset-თან თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტის მიზანია ახალგაზრდებში აამაღლოს მედია წიგნიერების და კრიტიკული აზროვნების დონე, კერძოდ, დააფიქროს იმაზე, რომ ყველაფერი რაც ტრადიციულ, ონლაინ, თუ სოციალური მედიაში ვრცელდება, სიმართლე არ არის და share ღილაკზე თითის დაჭერა პასუხისმგებლობაა. ამის გაკეთება ახალი, ექსპერიმენტული ონლაინ პლატფორმის შექმნით იგეგმება რომლის შემუშავებაც სფეროში მომუშავე ყველა რელევანტური აქტორის და სამიზნე აუდიტორიის მაქსიმალური ჩართულობით უნდა მოხდეს. კონფერენციის მთავარი მიზანი სწორედ ამ ჩართულობის უზრუნველყოფაა.
კონფერენციის მეორე დღეს სხვადასხვა გამოცდილების, ცოდნის, უნარებისა და ხედვის მქონე პროფესიონალების სამუშაო ჯგუფი ახალი იდეებისა და გადაწყვეტების გენერირებისთვის შეიკრიბება. ექსპერტები და არასამთავრობო სექტორი, მედია და კომუნიკაციის სპეციალისტები, კრეატიული ინდუსტრიის და განათლების სფეროს წარმომადგენლები, ე.წ. ინფლუენსერები და მკვლევარები, ლექტორები და სტუდენტები გააერთიანებენ ძალისხმევას იმისთვის, რომ შეიქმნას ახალი, პრაქტიკული და ქმედითი ციფრული პლატფორმა, რომელიც საქართველოში, და წარმატების შემთხვევაში, მის ფარგლებს გარეთ ახალგაზრდებში მედია წიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების გაუმჯობესების ინსტრუმენტი გახდება.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები