ქართული ოცნების გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში სამოქალაქო ომს არ დაუშვებენ.

"არანაირი სამოქალაქო ომი არ დაიწყება... ამის გარანტია ვართ", — განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან, სალომე ზურაბიშვილის საგანგებო ბრიფინგის დასრულების შემდეგ.

დღეს, 30 ოქტომბერს ქართული ოცნების დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ თუ გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს, ეს იქნება რეალური ნაბიჯი სამოქალაქო ომის დასაწყებად. მისი თქმით, ამაში დარწმუნებული იყო და საფუძველს აძლევდა ნაციონალური მოძრაობის რევანშისტული განწყობა.