12 საინტერესო ფაქტი Game of Thrones-ის კოსტიუმების შესახებ
სტატია შეიცავს სპოილერებს!
ყველამ, ვინც სამეფო კარის თამაშებს უყურებს, იცის, რომ ამ შოუს კოსტიუმებმა მთლიანად შეცვალა ტელევიზია - იმდენად, რომ შოუს კოსტიუმების დიზაინერი, მიშელ კლაპტონი სერიალის გამოსვლიდან ყოველ წელს ნომინირდებოდა ემიზე და ორჯერ მოიგო კიდეც.
კლაპტონი კოსტიუმებს 1-6 სეზონისთვის კერავდა, ხოლო მეექვსე სეზონში მხოლოდ სერსეისა და დაენერისის ოთხ კოსტიუმზე იმუშავა. დიზაინერი სამეფო კარის თამაშებს მეშვიდე სეზონში კვლავ დაუბრუნდება.
სწორედ მიშელ კლაპტონმა გაამხილა ბევრი საინტერესო საიდუმლო სერიალის კოსტიუმების შესახებ.
1. სერიალის კოსტიუმები წიგნში აღწერილ დიზაინზე არ არის დაფუძნებული.
“როდესაც სამსახური შემომთავაზეს, რა თქმა უნდა, წიგნები მაშინვე წავიკითხე. მაგრამ დიზაინები შევცვალეთ. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ კოსტიუმები საერთოდ სხვა თემა გახდა, საერთოდ აღარ ჰგავდა წიგნში აღწერილს”.
2. კოსტიუმების განსხვავებული დიზაინის შექმნის მიზეზი ხშირი გეოგრაფიული ცვალებადობაა.
შოუს შემქმნელებს თვითოეული ადგილისთვის სათანადო დიზაინის შექმნა სურდათ.
“რადგანაც ეს დიზაინი სერიალისთვის იყო და ნათლად უნდა დაგვენახებინა თუ სად ხდებოდა მოქმედება, საბოლოოდ გადავწყვიტეთ ფერის შიფრი გამოგვეყენებინა. განსაკუთრებით პირველ სეზონში, სადაც ბევრი ცვლილებაა, ამით შეგვეძლო დაგვენახებინა მაყურებლისთვის თუ სად ხდებოდა მოქმედება".
3. მიუხედავად დიზაინის ცვლილებისა, ოჯახებისა და გვარების გერბები უცვლელად დატოვეს.
"სიმბოლოები ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ისინი დავტოვეთ".
4. გვარებისთვის დამახასიათებელი ფერების მიხედვით კონკრეტული პერსონაჟების სახასიათო კოსტიუმები შეიქმნა - მაგალითად, ეს კოსტიუმები მარჯერისა და სერსეის დაპირისპირებას ასახავს.
"საგვარეულო გერბებიდან ბევრ ფერს ვიყენებთ და თითოეული ჯგუფისთვის ან ინდივიდისთვის მათთვის შესაფერის კოსტიუმებს ვქმნით. მაგალითად, მარჯერის ფერის ღია ცისფერია, რომელიც ქინგს ლენდინგის სცენებს ძალიან უხდება".
5. კოსტიუმის ფერი დიდ როლს თამაშობს პერსონაჟის განვითარებაში.
როდესაც სერსეის წითელი, ლანისტერების ფერი აცვია, ის ძალაუფლების დემონსტრირებას ახდენს:
“მაგალითად სერსეი, თავდაპირველად ყოველთვის წითელში არ იყო, ხოლო ნელ-ნელა, როდესაც ძალაუფლების გამომჟღავნება დაიწყო, გახდა ღია წითელი, ძალიან ლანისტერული. შემდეგ უფრო სისხლისფერში გადავიდა, ბოლოს კი შავში, რომელიც გვანახებს მის შვილებზე გლოვას”.
6. დაენერისს მეშვიდე სეზონში ნახშირისფერი და თეთრი ტანსაცმლით შეიმოსება.
“დაენერისს ლურჯი იმიტომ ეცვა, რომ ეს დოსრაკის ფერია და დროგოსთან აკავშირებდა. თუმცა ბოლო რამდენიმე სეზონში ეს ფერი ჩავანაცვლეთ. ის საკუთარ თავს უბრუნდება: მან თეთრი და ძალიან მკრთალი ნაცრისფერის ჩაცმა დაიყო, რაც თავის მხრივ მის სისპეტაკეს უსვამს ხაზს. ბოლო სეზონებში დავინახეთ როგორ გადაინაცვლა მან ნახშირისფერისკენ".
7. დაზნაკის საბრძოლო არენაზე დასწრებისას დენის თეთრი ტანსაცმელი სიტუაციიდან მის ამოვარდნილობას უსვამდა ხაზს.
“თეთრი ფერი აღნიშნავს, რომ იმ ადგილს, სადაც ყოფნა უწევს - მაგალითად, როგორიცაა საბრძოლო არენა, მენტალურად არ ეკუთვნის. ეს სცენა ძალიან სისხლიანი, ქაოტური და ფერადი იყო, ამიტომ შუაში ეს სისპეტაკე უნდა ყოფილიყო".
8. დენის ჩექმა/შარვალი/კაბის კომბინაცია მისი პერსონაჟის “ფესვებია”.
“უნდა, რომ ყოველთვის შეეძლოს გაქცევა, წასვლა, გადაბარგება, ხეტიალი. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ფორმალურად აცვია, ყოველთვის თან აქვს ჩექმა და შარვალი, ასე რომ ყოველთვის შეეძლება გაქცევა თუ საჭირო გახდება. ეს აზრები მიტრიალებს როდესაც მის დიზაინს ვაკეთებ".
9. მამაკაც პერსონაჟებში ყველაზე კარგი კოსტიუმები ჯოფრის ჰქონდა.
“კაცებში ტაივინსაც მშვენიერი კოსტიუმები ჰქონდა, თუმცა ჯოფრი მაინც პირველია”.
10. ყველაზე ძვირადღირებული კოსტიუმი მარჯერის საქორწილო კაბა იყო.
“ცალკეულ კოსტიუმებში, მარჯერის საქორწილო კაბა ყველაზე ძვირი გამოვიდა - კაბაზე თვითოეული ვარდი ხელით იყო ნაკეთები”.
11. მეისის უილიამსმა არიას ძველი კოსტუმი დაწვა.
“მეისი ბრაავოსის შესაბამისი ახალი კოსტიუმის მიღებით ძალიან აღტაცებული იყო, რადგანაც 3 წელი ერთი კოსტუმში გაატარა. მეისის უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ ძველი კოსტუმი აღარასდროს დაბრუნდებოდა, საწყალი გოგო, ნამდვილად მესმის მისი. სამაგიეროდ ახლა ყოველი ახალი კოსტუმით ძალიან ბედნიერია".
12. სერსეის კორონაციის კოსტუმი ტაივინისთვის ნიშნის მოგებაა.
“სერსეისთვის მამამისისნაირი ტყავის სამოსელის შექმნა მინდოდა. ის ყოველთვის ეუბნებოდა ტაივინს, რომ მასზე ნაკლები არ იყო. ამიტომ სამოსელში ეს სიძლიერე უნდა გამოჩენილიყო. შავი იმიტომ ავირჩიე, რომ სერსეი მგლოვიარეა, თუმცა გლოვის უკან დიდი შინაგანი სიძლიერეც ჩანს”.
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები