რატომ არ უყვარს ზოგ ადამიანს ჩახუტება — კვლევა
თუ ჩახუტება დიდად არ გიყვარს, სამყაროს შენთვის თითქმის ყოველდღე ექნება გამოწვევა სხვადასხვა ადამიანების სახით. მაგალითად, ფინჯანი ყავის შემდეგ, შენ ხელის დაქნევით დამშვიდობებას აპირებ, მაგრამ რა უნდა ქნა, თუ ამავე დროს შენკენ ხელგაშლილი ადამიანი მოემართება?
ალტერნატივების რაოდენობა შეზღუდულია. ან არასასურველ ჩახუტებას მიიღებ, ან უხერხულად ხელს გაუწვდი ჩამოსართმევად, ან უბრალოდ თავს ჩაღუნავ და არ შეიმჩნევ, რომ შენკენ ჩასახუტებლად მოდიან. შესაძლოა ძალიან გულცივი ჟესტია, როცა ჩასახუტებლად გამზადებულ ადამიანს თავს უადგილოდ აგრძნობინებ, მაგრამ პირადი სივრცის დაცვა უფრო მნიშვნელოვანია.
რატომ უყვართ ან სძულთ ჩახუტება?
თუ ექსპერტებს დავუჯერებთ, ჩახუტების სიყვარული ან სიძულვილი, შესაძლოა, ჩვენს ბავშვობაზე მიანიშნებდეს. უფრო ზუსტად კი იმაზე, როგორ გვზრდიდნენ მშობლები.
"ჩვენი ტენდენცია იმაზე, რამდენად გვსიამოვნებს შეხება და ფიზიკური ინტერაქცია, მათ შორის ჩახუტება, მხარზე მკლავის გადახვევა თუ ზურგზე ხელის მეგობრული დარტყმა, ხშირად ბავშვობის გამოცდილებითაა განპირობებული", - ამბობს სიუზან დეჯეს-უაიტი. ის ჩრდილოეთ ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორია.
2012 წელს, ჟურნალ Comprehensive Psychology-ში შვედი მეცნიერების კვლევა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, თუ ბავშვებს მშობლები ხშირად ეხუტებოდნენ, ისინი დიდობაში ჩახუტების სურვილს სხვა ადამიანების მიმართ იჩენდნენ.
"ჩახუტება ბავშვის ემოციურ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს", - აღნიშნულია კვლევაში.
პროფესორი დეჯეს-უაიტი ამბობს, რომ მაღალი შანსია, მათ, ვისაც მშობლები ხშირად არ ეხუტებოდნენ, დიდობაში ჩახუტებისას დისკომფორტს განიცდიდნენ.
"თუ ოჯახის წევრები ფიზიკურ სითბოს არ გამოხატავენ, შესაძლოა ბავშვი როდესაც გაიზრდება, თავის შვილებთან ანალოგიურად მოიქცეს", - დასძენს ის.
თუმცა პროფესორი ხაზს უსვამს გამონაკლისს, რომლის მიხედვითაც, თუ ბავშვს ოჯახში ფიზიკური სითბო აკლია, ის ფიზიკურ კონტაქტს შესაძლოა გარეთ ეძებდეს:
"ზოგი ბავშვი, რომელიც შეხების ნაკლებობას მძაფრად განიცდის, შესაძლოა მოზრდილობაში მეგობარს მუდამ ჩახუტებით ხვდებოდეს და ემშვიდობებოდეს".
ფიზიკური ფაქტორები
ნოტრ-დამის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი დარსია ნარვაეზი ამბობს, რომ ფიზიკური სითბოს ნაკლებად მიღება მოზარდის სხეულზე ორნაირად მოქმედებს:
1. შესაძლოა ადამიანის სხეულში ვაგუსური ნერვი არ განვითარდეს. ის ზურგიდან მუცლამდე არსებული ნერვების ერთობლიობაა, რომლის განუვითარებლობაც ადამიანში თანაგრძნობისა და ახლო ურთიერთობის დამყარების სურვილს/უნარს ამცირებს.
2. ამან ასევე შესაძლოა გამოიწვიოს ოქსიტოცინის სისტემის განუვითარებლობა — ჯირკვლები, რომლებიც ოქსიტოცინის ჰორმონს გამოყოფენ. სწორედ ეს უკანასკნელი ეხმარება ადამიანებს ურთიერთობაში.
თავისი სიტყვების განსამტკიცებლად, ნარვაეზს მაგალითად რუმინელი ობლები მოჰყავს, რომლებიც 2014 წლის კვლევის მთავარი სუბიექტები იყვნენ. მეცნიერები იკვლევდნენ, როგორი ხანგრძლივი გავლენა აქვს ბავშვობაში უგულებელყოფას გონებრივ განვითარებასთან.
რუმინელი ობლები მოგვიანებით იშვილეს. კვლევის მიხედვით, მათი ოქსიტოცინის სისტემა ნორმალურად არ ფუნქციონირებდა.
"მათ თავშესაფარში იშვიათად ეფერებოდნენ, ამიტომ მათ სხეულში ოქსიტოცინი, იგივე ჩახუტების ჰორმონი, არ გამოიყოფოდა. ეს ჰორმონი ბავშვებს მშობლების კალთაში ჯდომის დროსაც უვითარდებათ", - დასძენს ნარვაეზი.
ამ ჰორმონის გარეშე, მოზრდილ ასაკში სოციალიზაცია უფრო და უფრო რთულდება. ასე რომ, ჩახუტება და შეხება ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩახუტების მიმართ ამა თუ იმ დამოკიდებულების გასაგებად, შესაძლოა მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს თვითშეფასება და საკუთარი სხეულის დადებითად აღქმაც.
"ის ადამიანები, რომლებსაც სხვებთან ფიზიკური კონტაქტი მოსწონთ, მაღალი თვითშეფასებითა და თავდაჯერებულობით გამოირჩევიან. ისინი, ვინც შფოთვას განიცდიან, ფიზიკურ ურთიერთობას თავს არიდებენ და ამ შემთხვევაში, გამონაკლისები არც მეგობრები არიან. მათი დისკომფორტი არასასურველი ჩახუტებისას უფრო იზრდება", - ამბობს პროფესორი დეჯეს-უაიტი.
თუმცა, ნებისმიერ შემთხვევას ინდივიდუალური ახსნა შესაძლოა ჰქონდეს და თუ ვინმეს ჩახუტება არ სურს, ეს სულ არ ნიშნავს, რომ მას ბავშვობაში სითბო აკლდა. თუ იფიქრეთ, რომ ვინმე შეაწუხეთ, ჯობს მას ჰკითხოთ, მართლა ასე მოხდა თუ არა და მიზეზიც სწორედ ამ ადამიანისგან გაიგოთ.
ჩახუტება კულტურულ ფენომენადაც შეიძლება ჩავთვალოთ — 2010 წლის კვლევის მიხედვით, ადამიანები ერთმანეთს საფრანგეთში უფრო ხშირად ეხუტებიან, ვიდრე ამერიკასა თუ ინგლისში.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები