მუსიკალური დრამა A Star Is Born ბრედლი კუპერის სარეჟისორო დებიუტია და შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ წარმატებულიც.

მაღალი შემოსავლის გარდა, ფილმს ოსკარის რამდენიმე ნომინაციასაც უწინასწარმეტყველებენ, მათ შორის - საუკეთესო ფილმის, საუკეთესო მუსიკისა და საუკეთესო მსახიობების ნომინაციებში.

სანამ ფილმი არსებული შემადგენლობით იხილავდა დღის სინათლეს, კინოსტუდია სხვა ვარსკვლავების მონაწილეობით აპირებდა რიმეიქის გადაღებას.

მოლაპარაკებები ბევრ მსახიობთან მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ როლები კუპერმა და გაგამ მიიღეს.

გაინტერესებთ, ვინ განიხილებოდნენ ელისა და ჯეკის როლებზე? აი, ისინიც:

ბიონსე და კრისტიან ბეილი

ჯენიფერ ლოპესი და უილ სმიტი

შაკირა და ჯონი დეპი

დემი ლოვატო და ლეონარდო დიკაპრიო

სელენა გომეზი და ტომ კრუზი