ვიდეო: ამერიკაში გაიხსნა ფერმა, რომელშიც მოსავალს რობოტები ზრდიან
ერთი კვირის წინ ამერიკაში პირველი ავტომატიზირებული ფერმა გაიხსნა. კომპანია იმედოვნებს, რომ სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტისა და ჭკვიანი რობოტების ინტეგრაციით ისინი მუშახელის ნაკლებობის და დედამიწაზე არასაკმარისი საკვების პრობლემას აღმოფხვრიან.
კომპანიის თქმით ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ ფერმას ტრადიციულთან შედარებით 30-ჯერ უფრო მეტი პროდუქციის წარმოება შეუძლია.
მაღალტექნოლოგიური ფერმა მიმზიდველი აღმოჩნდა ინვესტორებისთვისაც, მხოლოდ 2017 წელს კომპანიამ ინვესტიციების სახით 10 მილიარდი დოლარი მიიღო.
ფერმა 185 კვადრატულ მეტრს იკავებს, მცენარეები კი ინდივიდუალურ ქოთნებშია დარგული, რომლებიც რამდენიმე მეტრიან სპეციალურ ზრდის მოდულებშია ჩაწყობილი, თითოეული ასეთი მოდული 362 კილოგრამს იწონის.
ფერმაში მცენარეებზე დაკვირვებას, მათ დარგვასა და ზრდის მოდულების საჭიროებისამებრ გადაადგილებას სწორედ რობოტები ახორციელებენ.
Angus ფერმაში "მომუშავე" ერთ-ერთი რობოტია, კომპანიის დამფუძნებლის თქმით ის გამორჩეულად ჭკვიანია, ის თითქმის ნახევარ ტონიანი მანქანაა, რომელიც დამოუკიდებლად გადაადგილდება და ფერმაში სხვადასხვა სამუშაოს ასრულებს. მისი ერთ-ერთი საქმე მცენარეების, დამკრეფ რობოტამდე მიტანაა.
დამკრეფი რობოტები განსაკუთრებული სინაზით და დელიკატური მოძრაობებით გამოირჩევიან, რათა მცენარე არ დააზიანონ. დამკრეფ რობოტს რამდენიმე სხვადასხვა ტიპის სენსორი აქვს, რომლის საშუალებითაც მას სამგანზომილებიანი მხედველობა აქვს - მას შეუძლია დაავადებული ან დაზიანებული მცენარეები ამოიცნოს.
კომპანიის დამფუძნებლის თქმით რობოტების შექმნას მრავალი წელი დასჭირდა, ის ასევე აღნიშნავს, რომ ეს რობოტები ტრადიციულ ფერმაში არსებულ დამკრეფ კომბაინებთან და სხვა მექანიზებულ დანადგარებთან არ უნდა გავაიგივოთ, რადგან მათ მუშაობის პროცესში ზუსტი და დელიკატური მოძრაობები არ სჭირდებათ.
რობოტებს ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი კომპიუტერი აკონტროლებს. კომპიუტერს კი მეთვალყურეობას მეცნიერები და ფერმერები უწევენ.
ფერმაში ადამიანები სხვა წვრილმან სამუშაოსაც ასრულებენ, მაგალითად ასუფთავებენ და ფუთავენ პროდუქციას.
კომპანიის დამფუძნებლები დარწმუნებულნი არიან, რომ ავტომატიზირებული ფერმებით ინდუსტრიაში არსებული გარკვეული პრობლემების გადაჭრას შეძლებენ.
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
კომენტარები