კაცი, რომელმაც ერექციისათვის სპეციალური სითხე მოიყუდა, სამყაროს წითლად ხედავს
ფოტო: Richard Drew (AP)
ერექციის დისფუნქციისთვის მიღებულმა წამლის გადაჭარბებულმა დოზამ მამაკაცის ცხოვრება სრულად შეცვალა. ექიმები აცხადებენ, რომ მას მხედველობა სამუდამოდ დაუზიანდა, ის ახლა ყველაფერს წითელ ფერებში ხედავს.
სილდენაფილი ერექციის დისფუნქციისთვის ხშირად გამოიყენება, მისი ბრენდული სახელწოდება ვიაგრაა. მედიკამენტი საკმაოდ უსაფრთხოა, თუმცა სტანდარტული დოზით დანიშვნის დროსაც კი, ის ზოგჯერ გარკვეულ გვერდით ეფექტებს იწვევს - მხედველობის გაორება, ფერების აღქმის დარღვევა და სხვა. თუმცა, როგორც წესი, ეს სიმპტომები ერთ დღეზე მეტ ხანს არ გრძელდება.
თუმცა 31 წლის კაცს, რომლის შემთხვევაც დეტალურად ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნდა, არ გაუმართლა.
არსებული ინფორმაციის თანახმად მან ინტერნეტიდან გამოწერილი თხევადი სილდენაფილი დალია, რის შემდეგაც მისი პრობლემები მალევე დაიწყო. წამლის მიღების შემდეგ მან მხედველობის არეში სხვადასხვა ფერის ნათებები შენიშნა, მისი თვალები სინათლის მიმართ ზედმეტად მგრძნობიარე გახდა, ხოლო მისმა მხედველობამ კი ნელ-ნელა წითელი ელფერი მიიღო.
ვინაიდან და რადგანაც მან თხევადი სილდენაფილის ბოთლი პირდაპირ მოიყუდა, მისი მიღებული დოზა უცნობია, თუმცა ცხადია, რომ მან წამლის გადაჭარბებული რაოდენობა მიიღო.
"ადამიანები ხშირად მიიჩნევენ, რომ თუ რაიმე მცირე ზომით სასარგებლოა, ის დიდი დოზით უფრო სასარგებლო უნდა იყოს, რაც სიცრუეა. ამ შემთხვევაში ჩანს, თუ რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს ეს ყველაფერი. ადამიანები, რომლებიც ფერად მხედველობაზე ძლიერად არიან დამოკიდებულნი ამ წამლის მოხმარებისას ფრთხილად უნდა იყვნენ," - აცხადებს ჟურნალის დირექტორი.
არსებობს ადამიანებსა და ცხოველებში ჩატარებული კვლევები, რომლებიც მიუთითებს, რომ სილდენაფილის გადაჭარბებულმა დოზამ შეიძლება მხედველობის სამუდამო დაზიანება გამოიწვიოს.
"ჩვენ დავადგინეთ, რომ მამაკაცს თვალის ბადურაზე არსებული კოლბები დაუზიანდა, ეს ის უჯრედებია, რომლებიც ფერების აღქმაში თამაშობს როლს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სილდენაფილის მიერ გამოწვეული სტრუქტურული დაზიანებები ცხადად აღმოვაჩინეთ. ეს დაგვეხმარება, რათა ამ მედიკამენტის უფრო უსაფრთხო გამოყენების მეთოდები შევიმუშაოთ," - აცხადებს კვლევის ავტორი.
ვინაიდან მოცემული წამალი მამაკაცმა ინტერნეტში შეიძინა, ასევე დასაშვებია, რომ ის სუფთა სილდენაფილის ნაცვლად, სხვა ნივთიერებით დაბინძურებული პროდუქტი იყო.
სილდენაფილის გადაჭარბებით გამოყენების სხვა გვერდითი ეფექტები გულის ინფარქტი და ზედმეტად ხანგრძლივი ერექციაა, რაც შესაძლებელია პენისის ამპუტაციითაც დასრულდეს.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები