მას შემდეგ, რაც ნოა ჩენტინეო ნეტფლიქსის ფილმებში, To All the Boys I've Loved Before და Sierra Burgess Is a Loser გამოჩნდა, ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე პოპულარული ბიჭი გახდა.

მისი მისამართით გამოხატულმა სიყვარულმა წალეკა ყველა სოციალური ქსელი, საბოლოოდ კი მივიღეთ ის, რომ ინტერნეტს მისი სახით ახალი გულთამპყრობელი ჰყავს.

რა თქმა უნდა მისი პოპულარობა იდეალურად გამოიყენეს ახალი ჩარლის ანგელოზების შემქმნელებმა და ის ერთ-ერთ მთავარ როლზე დაამტკიცეს.

როგორც ცნობილია, ჩენტინეო ერთ-ერთი ანგელოზის შეყვარებულის როლს მოირგებს.

თუ გსურთ მსახიობის მეტი ფოტო დაათვალიეროთ, ეწვიეთ მისი ინსტაგრამის გვერდს:

View this post on Instagram

i miss ny

A post shared by Noah Centineo (@ncentineo) on

რაც შეეხება ფილმს, შეგახსენებთ, რომ რეჟისორი და მსახიობი ელიზაბეტ ბენკსი Sony Pictures-თან ერთად პოპულარული ამერიკული ტელესერიალისა და ფილმის, ჩარლის ანგელოზების ახალ ვერსიას იღებს.

ბენკსის მხატვრული ფილმი ეკრანზე 2019 წლის 27 სექტემბერს გამოვა, ახალი აგენტების როლზე კი უკვე დამტკიცებულია სამივე მსახიობი.

ჩარლის ახალი ანგელოზების როლზე კრისტენ სტიუარტი, ნაომი სკოტი და ელა ბალინსკა იქნებიან.