მამა დავითი: იტყვიან, რატომ უნდა ვიარო ფონიჭალაში, როცა ნარკოტიკის მოხმარება დასჯადი არაა
დეკანოზი დავით ისაკაძე კიდევ ერთხელ აფიქსირებს თავის აზრს და ამბობს, რომ "კატეგორიულად მიუღებელია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მარიხუანას მოხმარება ფლობა, გასაღების დაშვებასთან დაკავშირებით".
ის პარლამენტში კანაფის მოხმარების შესახებ კანონპროექტის განხილვას ესწრება. დეკანოზი დავით ისაკაძე მიიჩნევს, რომ კანონპროექტს ბევრი ხარვეზი აქვს და აჩენს რისკს, რომ წამალდამოკიდებული პირების რიცხვი გაიზრდება.
"ნარკოდამოკიდებული პიროვნება იტყვის: რატომ უნდა ვიარო მე ფონიჭალაში, როცა ნარკოტიკის მოხმარება არ არის დასჯადი, მომეცით საშუალება აქვე ახლოს მაღაზიაში შევიძინო, როგორც სიგარეტი. რა პასუხს ვაძლევთ ასეთ ადამიანს. არა, ამის მაღაზიაში დადება შეუძლებელია, თუ რა, წეროები მოგიტანთ თბილი ქვეყნებიდან ამ ნარკოტიკებს?", - განაცხადა დეკანოზმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე.
ის სვამს კითხვებს: "რას ნიშნავს პირად სივრცეში დაშვებულია ნარკოტიკის მოხმარება, ან რას ნიშნავს სამსახურში არ შეიძლება და შვებულების დროს შეძლება".
"ნუთუ თქვენ იმდენად გულუბრყვილონი ხართ, რომ არ იცით, ნებისმიერი ნარკოტიკის მოხმარება იწვევს დამოკიდებულებას და ამას მეცნიერები ამბობენ, არა მხოლოდ ჩვენ. ხომ არ ხდება ლეგალიზაციასთან დაკავშირებული საკითხის სხვა სივრცეში გადატანა? ჩვენ ნარკომანია ნორმად არ უნდა ვაქციოთ, არც 21 წლის ზევით ადამიანში", - ამბობს სასულიერო პირი.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პირველი მოსმენით განიხილავენ კანონპროექტს მარიხუანის მოხმარების რეგულაციების შესახებ. ახალი საკანონმდებლო რეგულაციები მას შემდეგ შემუშავდა, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მარიხუანის მოხმარება დასჯადი ქმედება აღარ არის.
საქართველოს პარლამენტში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი კანონპროექტი წარადგინა, ერთი მარიხუანის მოხმარების რეგულირებას ეხება, ხოლო მეორე, კანაფის სამედიცინო მიზნით წარმოებასა და ექსპორტს.
აღნიშნულ კანონპროექტებს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმსახურების კრიტიკა მოჰყვა. ეკლესიის წინააღმდეგობის გამო, საპარლამენტო უმრავლესობამ კანაფის ექსპორტის მიზნით წარმოების კანონპროექტის განხილვა გადაავადა, ხოლო მოხმარების რეგულირების შესახებ კანონპროექტის განხილვა არ შეუჩერებია.
საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებასა და ეკლესიას კანაფის ექსპორტის შესახებ კანონპროექტის განხილვაში ჩართვა შესთავაზა. დეკანოზმა შალვა კეკელიამ განაცხადა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია განხილვებში მონაწილეობას არ აპირებს.
საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ სრულიად მართმადიდებელი ეკლესია და მრევლი ეწინააღმდეგება ნებისმიერი მიზნისთვის მარიხუანის რეალიზაციის ლეგალიზებას.
მარიხუანის მოხმარების შეზღუდვები
- მარიხუანის მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკოლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე იკრძალება;
- მარიხუანის მოხმარება 21 წლამდე პირებს აეკრძალებათ, ხოლო მათი დაყოლიება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე სისხლის სამართლის დანაშაული იქნება;
- მარიხუანის მოხმარება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აკრძალული იქნება როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ისე კერძო სექტორში მომუშავე პირებისთვის;
- ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის მარიხუანის მოხმარების პოპულარიზაციის ან რეკლამირებისთვის სანქცია იზრდება;
- სატრანსპორტო საშუალებების მართვა ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ სისხლის სამართლის წესით დაისჯება;
- მარიხუანის მოხმარების კანონპროექტი სამოქალაქო უფლებების, მათ შორის გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის პროფესიული საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს;
- კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანის ფლობისა და გასაღების მიმართ რეგულაცია არ იცვლება და აღნიშნული ქმედებები კვლავ სისხლის სამართლის წესით დაისჯება.
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები