78-გვერდიანი დოკუმენტი და 32 რეკომენდაცია — საგამოძიებო კომისიის დასკვნა სრულად
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
საქართველოს პარლამენტის საიტზე ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნებისა და რეკომენდაციების სრული ვერსია გამოქვეყნდა.
ევროპული საქართველოს მიერ მომზადებული 78 გვერდიანი დოკუმენტი ხუთი თავისგან შედგება:
- დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა და საქმიანობა;
- საგამოძიებო კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები;
- კომისიის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევები;
- უსაფრთხოება სკოლებში;
- კომისიის რეკომენდაციები.
კომისიამ 32 რეკომენდაცია ხუთი მიმართულებით გამოაქვეყნა.
- პროკურატურისა და შსს-ს მხრიდან განსახორციელებელი ქმედებები;
- საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა საგამოძიებო პროცესში ჩადენილი დარღვევების გამო;
- განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სკოლების თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა;
- სკოლის უსაფრთხოების გასაუმჯობესებელი ღონისძიებები;
- საკანონმდებლო ცვლილებები.
კომისიას მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და მთავარმა პროკურორმა დასკვნის მიღებიდან ერთი თვის ვადაში უნდა წარუდგინონ პარლამენტს ქვემოთ მოყვანილ რეკომენდაციათა შესრულების ანგარიში.
საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციაა, დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა მ.კ.-ს მიმართ, ამავე კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "ე" ქვეპუნქტებით. ასევე საგამოძიებო კომისია შსს-სა და პროკურატურას მოუწოდებს დაიწყონ გამოძიება მირზა სუბელიანის ქმედებებზე.
საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციით, უნდა დაიწყოს გამოძიება მოწმეთა მიმართ გამოძიების დაწყება ცრუ ჩვენებისა და ცრუ ახსნა-განმარტების მიცემის, წეროვნიდან გ.ჯ.-ს წაყვანისას დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის და გ.მ.-ს დაჭრის ფაქტებზე.
ასევე საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციაა, რეაგირება სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებელი მოხელეების/თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დარღვევებზე. კომისია ასევე ითხოვს დაიწყოს გამოძიება ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი
შოთაძის ქმედებებზე.
მერვე რეკომენდაციაში, ევროპული საქართველო მინისტრების: თეა წულუკიანისა და გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებს.
საგამოძიებო კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციების სრული ვერსია წაიკითხეთ აქ.
5 სექტემბერს ხორავას ქუჩის საქმის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პარტია ევროპული საქართველოს მიერ წარმოდგენილი დასკვნა დაამტკიცეს ცხრა ხმით ოთხის წინააღმდეგ. სხდომაზე კენჭი უყარეს ქართული ოცნების დასკვნასაც, რომელსაც მხოლოდ ოთხი მომხრე ჰყავდა.
ქართულმა ოცნებამ დასკვნის საკუთარი ვერსია წარადგინა იმ მიზეზით, რომ ისინი არ ეთანხმებიან ოპოზიციის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს და მას "პოლიტიკურად მიკერძოებულს" უწოდებენ. სხდომის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის თქმით, მხარდაჭერილი დასკვნა პარლამენტის უახლოეს ბიუროს სხდომაზე გავა.
საგამოძიებო კომისია
პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა.
საქართველოს კანონმდებლობით კომისია ვალდებულია, შექმნიდან ზუსტად სამი თვის თავზე წარმოადგინოს დასკვნა. ბოლო თვეების განმავლობაში კომისიის წინაშე წარგნენ, როგორც საგამოძიებო ორგანოების თანამდებობის პირები, ისე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეები და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. კომისიის ერთ-ერთ ბოლო საჯარო სხდომაზე გამოკითხეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და ყოფილი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე.
2018 წლის 31 მაისს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა, რასაც დაზარალებული ზაზა სარალიძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მან ქუჩის გამოსვლების ორგანიზება დაიწყო.
მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომლის უწყების პოზიციაც სასამართლომ ბოლომდე არ გაიზიარა, თანამდებობიდან გადადგა. მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებების დადგენის მიზნით, შსს-მ ხელახალი გამოძიება დაიწყო, რომელსაც უშუალოდ გიორგი გახარია ხელმძღვანელობს. გამოძიების ფარგლებში მირზა სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, ხოლო მერაბ მორჩაძე მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დააკავეს.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები