სარალიძის ადვოკატი: უმრავლესობის დასკვნით, სასამართლოს მიერ გამართლებული პირი დამნაშავეა
ხორავას ქუჩაზე მოკლულის დავით სარალიძის საქმის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე საგამოძიებო კომისიის მუშაობას აფასებს. ადვოკატმა საგანგებო ბრიფინგის დროს, კომისიის ფარგლებში ორი დოკუმენტის მომზადებას სამწუხარო ფაქტი უწოდა.
ნესტან ლონდარიძის თქმით, ქართული ოცნების დასკვნა წინააღმდეგობაშია საგამოძიებო კომისიის უმრავლესობის დასკვნასთან.
"ამ ორი დასკვნით გამოჩნდა, რომ კომისიის მუშაობაში პოლიტიკურმა მოტივმა წინ წამოიწია. მმართველ გუნდის დასკვნას რომ ვკითხულობდი შემექმნა საფუძველი, რომ ეს დასკვნა არ იყო წარდგენილი იმ სხდომების საფუძველზე, რომელსაც ვუსმენდით", - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.
ადვოკატის თქმით, ქართული ოცნების დასკვნაში ნათქვამია, რომ "თურმე დაზარალებულის მხარე სამ საკითხს აყენებდა და მხოლოდ ამ სამ ძირითად საკითხზე უნდა გაეცათ პასუხი".
ლონდარიძის განცხადებით, ეს სამი საკითხია ფარდულის დანგრევის საკითხი, დანის გაღუნვის ფაქტი და მირზა სუბელიანის გავლენა საქმეზე.
"ეს ნამდვილად გახლდათ საპროცესო საკითხები, რაც ჩვენ გვაინტერესდება, მაგრამ სად არის კითხვაზე პასუხი, ვინ არის დავით სარალიძის მკვლელი? ქართული ოცნების დასკვნაში ამაზე საუბარი არ არის", - ამბობს ადვოკატი.
ნესტან ლონდარიძის განცხადებით, უმრავლესობის დასკვნით გამოძიება სწორია და მათ შედეგზე გავლენა არაფერს მოუხდენია.
"გამოდის, რომ სასამართლოს მიერ გამართლებული პირი დავით სარალიძის მკვლელობაში, სინამდვილეში დამნაშავეა. ეს არის მთელი ქვეყნის საქმე და ამ საქმის ასე დატოვება შეუძლებელია. უმრავლესობა გვევლინება ძალად, რომელიც ხელს აფარებს დანაშაულში მონაწილე პირებს", - განაცხადა სარალიძის ადვოკატმა.
ხორავას ქუჩაზე მოკლულის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, კომისიის ფარგლებში მომზადებულმა ორმა დასკვნამ აჩვენა, რომ მმართველი გუნდი დავით სარალიძის მკვლელებსა და ზოგადად, გამოძიებას მფარველობს.
სარალიძემ მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ დასკვნას უნდობლობა გამოუცხადა და 10 სექტემბრიდან საპროტესტო აქციები დააანონსა.
ხორავას ქუჩის საქმის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პარტია ევროპული საქართველოს მიერ წარმოდგენილი დასკვნა დაამტკიცეს ცხრა ხმით ოთხის წინააღმდეგ. სხდომაზე კენჭი უყარეს ქართული ოცნების დასკვნასაც, რომელსაც მხოლოდ ოთხი მომხრე ჰყავდა.
ევროპული საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში, რომელიც 67 გვერდისგან და რამდენიმე თავისგან შედგება, აღწერილია კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. კომისია აღნიშნულ დასკვნას ბოლო რამდენიმე დღეა ღია სხდომაზე განიხილავს და მასში საგამოძიებო უწყებების ტენდენციურობაზეა საუბარი.
5 სექტემბერს ქართულმა ოცნებამ დასკვნის საკუთარი ვერსია წარადგინა იმ მიზეზით, რომ ისინი არ ეთანხმებიან ოპოზიციის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს და მას "პოლიტიკურად მიკერძოებულს" უწოდებენ.
სხდომის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის თქმით, მხარდაჭერილი დასკვნა პარლამენტის უახლოეს ბიუროს სხდომაზე გავა.
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
კომენტარები