ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლში მდებარე ციხეში, ბუნტის შემდეგ 400-მდე პატიმარმა გაქცევა მოახერხა. სამართალდამცველების ინფორმაციით, მათ ვერ შეძლეს ბუნტის თავიდან აცილება. ისინი სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. ციხეში ამ დროისთვის საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

როგორც ლიბიის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, ტრიპოლში დაპირისპირებული მხარეების შორის შეტაკებების შედეგად 47 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამოქალაქო პირები. დაშავდა ათეულობით ადამიანი.

2011 წელს ლიბიის ყოფილი ლიდერის გადადგომის შემდეგ, ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება დღემდე გრძელდება. მთავრობა ქვეყნას სრულად ვერ აკონტროლებს.

როგორც BBC-ი წერს, ციხიდან ის პატიმრებიც გაიქცნენ, რომლებიც 2011 წელს ლიბიის მეთაურის მხარდასაჭერად აჯანყებებს აწყობდნენ.