ევროკომისია: საქართველომ შესაძლოა სრულად დაკარგოს უვიზო რეჟიმი
ფოტო: ევროკომისია
19 დეკემბერს, ევროკომისიამ პარტნიორი ქვეყნების მხრიდან უვიზო მიმოსვლის ვალდებულებების დაცვის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველომ, საბოლოო ჯამში, შესაძლოა, უვიზო ქვეყნის სტატუსი მთლიანად დაკარგოს.
ევროკომისა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების სერიოზული დარღვევების გამო და აღნიშნავს, რომ საქართველომ ვიზის ლიბერალიზაციის დიალოგის ფარგლებში აღებული არაერთი ვალდებულება დაარღვია.
"ევროკომისიამ საქართველოში ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების სერიოზული დარღვევების გამო, მათ შორის დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპების დარღვევასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა, არაერთხელ მოუწოდა ქართულ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად და კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად. მიუხედავად ამისა, საქართველომ დაარღვია ვიზის ლიბერალიზაციის დიალოგის ფარგლებში აღებული არაერთი ვალდებულება და ვერ შეასრულა ვიზის შეჩერების მექანიზმის მეშვიდე ანგარიშის რეკომენდაციები. ამ უკუსვლის სისტემური და გამიზნული ხასიათის გათვალისწინებით, კომისია განახლებული ვიზის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში, შესაბამისი ზომების მიღებას განიხილავს, რომელიც ძალაში 2025 წლის 30 დეკემბერს შევა.
ახალი წესების მიხედვით, პირველ ეტაპზე ვიზის შეჩერება შესაძლოა შეეხოს საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რომლებიც ძირითადად პასუხისმგებელნი არიან კომისიის რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე. მოქმედი წესებისგან განსხვავებით, ახალი მექანიზმი უზრუნველყოფს შეჩერების ერთიან გამოყენებას ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში, ვინაიდან დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის ორმხრივი უვიზო რეჟიმი აღარ იქნება ხელმისაწვდომი მას შემდეგ, რაც ევროკავშირის დონეზე ამ ჯგუფებისთვის ვიზის მოთხოვნა ხელახლა დაწესდება. მეორე ეტაპზე ვიზის შეჩერება შესაძლოა გავრცელდეს მთელ მოსახლეობაზე, თუ საქართველოს ხელისუფლება პრობლემებს არ მოაგვარებს. საბოლოოდ, საქართველომ შესაძლოა სრულად დაკარგოს უვიზო რეჟიმი და გადაინაცვლოს ევროკავშირის იმ მესამე ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებს ვიზა სჭირდებათ", — წერია ანგარიშში.
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
კომენტარები