სელფის გადაღების მსურველთა რაოდენობის გამო, მზესუმზირის ფერმა დაიხურა
ფოტო: Chaiwat Subprasom / Reuters
ონტარიოში, კანადის პროვინციაში, მზესუმზირის ფერმის მფლობელმა ოჯახმა გადაწყვიტა დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, ფერმის კარი ფოტოგრაფებისთვის გაეღო.
რა თქმა უნდა, 1,3 კილომეტრის მანძილზე გადაჭიმული ფერმის მფლობელებმა თადარიგი თავიდანვე დაიჭირეს — ვიზიტორებისთვის პორტატული ტუალეტები დაამონტაჟეს და მათ დასახმარებლად 8 ადამიანი დაიქირავეს.
თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და მათ გადაწყვეტილება მალევე ინანეს — აყვავებული მცენარეებით სავსე ულამაზესი ადგილი სელფების გადაღების მსურველებმა გადათელეს.
1,3 კილომეტრის სიგრძის ფერმაში სელფის გადაღების მსურველნი ყველგან იყვნენ.
"თავიდან ყველა გახარებული იყო, იცინოდა და სელფებს იღებდა. აქციის მეორე დღეს კი, ფერმაში მთელი ტორონტოს მოსახლეობა მოვიდა", - ყვება ფერმის მფლობელი.
ფერმის შესასვლელთან მანქანები მანამ მოგროვდნენ, სანამ ვიზიტორებისთვის კარი გაიღებოდა. შუადღისთვის, ტერიტორია მსურველებით იყო სავსე. პარკირება კი შესასვლელიდან კილომეტრით მოშორებითაც გრძელდებოდა.
ადგილზე მყოფ თანამშრომლებს სიტუაციის კონტროლი უჭირდა. ასობით ადამიანი ფერმაში საფასურის გადახდის გარეშე შედიოდა, ისინი მცენარეებს ამტვრევდნენ და ნაგავს ძირს ყრიდნენ.
ქაოსის გასამკლავებლად, ფერმის მფლობელებმა პოლიციას გამოუძახეს. მეზობლები ამბობდნენ, რომ მსურველები მათ ტერიტორიაზე აჩერებდნენ მანქანებს და მათ მცენარეებზე შარდავდნენ.
ფოტო: Instagram
პოლიციას ტერიტორიაზე 7 000-ზე მეტი მანქანა დახვდა, მაშინ, როცა ფერმის პარკინგი მხოლოდ 300 მანქანას იტევდა. ამის შემდეგ, სამართალდამცავებმა ოჯახს ფერმის დახურვა მოსთხოვა.
ფერმერები ზარალის ოდენობას შემოდგომამდე ვერ დაითვლიან, როდესაც მზესუმზირის კრეფის სეზონი დაიწყება. თუმცა მათი მთავარი საფიქრალი ახლა ისაა, რომ სელფის გადაღების მსურველებმა გაიგონ, რომ ფერმის მათთვის სამუდამოდ დაიხურა.
ფერმის მფლობელის თქმით, ფერმის დახურვის გადაწყვეტილების შემდეგ, ის ვიზიტორების მხრიდან აგრესიული მოპყრობის მსხვერპლი გახდა:
"მიყვიროდნენ, რომ 2 საათი მოუნდნენ ფერმამდე მოსვლას და ფოტოს გადაღებას იმსახურებდნენ".
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა

კომენტარები